შეტყობინება
500 ლარიანი გარანტირებული ტურნირი დომინოში დაიწყება 23:00 საათზე.
გადასვლა
GEO
02.03.2014
12:45
უსაფრთხოების ოფციები
კონფიგურაცია
წესები


ზოგადი დებულება

1 წინამდებარე წესები შეთანხმებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან.

2 ინტერნეტ–ტოტალიზატორს აწყობს შპს „მარსი“ (შემდგომში კომპანია) მისამართზე: ქ. ბორჯომი, რუსთაველის ქ. N115, ნაკვეთ N009-ზე არსებული შენობა–ნაგებობის პირველი სართული, ფართი N2.

3 მოწყობილი ტოტალიზატორის საფუძველზე, სისტემურ–ელექტრონული ფორმით–ინტერნეტის მეშვეობით მოეწყობა და იფუნქციონირებს ვებ–გვერდი მისამართით: www.CRYSTALBET.com რომელზეც განთავსებულია თამაშობები და რეალურ ტოტალიზატორში ფუნქციონირებადი თამაშობათა წესების შესაბამისად მიმდინარეობის თამაშობა. ვებ–გვერდი იფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში. სისტემურ ელექტრონული ფორმის თამაშობების ტოტალიზატორის მართვა და ორგანიზება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ. №5.

4 ინტერნეტ ტოტალიზატორი წარმოადგენს პროგრამას, რომლის მეშვეობით მის მომხმარებელს საშუალება ეძლევა, ტოტალიზატორის დაწესებულებაში მიუსვლელად, ინტერნეტის მეშვეობით, თამაშობის მსვლელობისას მონაწილეობა მიიღოს აზარტულ თამაშობებში, დადოს ფსონები და თამაშობის მიმდინარეობის შედეგების შესაბამისად მიიღოს მოგება.

რეგისტრაციისა და თამაშის დაწყების წინ მოთამაშეები ვალდებულნი არიან გაეცნონ ინტერნეტ–ტოტალიზატორის წესებ, რომელიც მოთამაშეთა უფლებების დაცვის მიზნით, განთავსებულია აღნიშნული ტოტალიზატორის ვებ–გვერდზე. წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხებზე, რომელიც გამოქვეყნებულია ტოტალიზატორის ვებ–გვერდზე და შესაბამისად, უზრუნველყოფილია მათი საჯაროობა, პრეტენზიები არ მიიღება.

5 გათამაშების მონაწილის (შემდგომში–„მოთამაშე") მიზანია სპორტული შეჯიბრების ან სხვა საზოგადოებრიობისათვის საინტერესო მოვლენათა შედეგების გამოცნობა ორგანიზაციის მიერ წინასწარ გამოქვეყნებული პროგრამის მიხედვით. სპორტული შეჯიბრების ყველა ფსონი ეხება მატჩის ძირითად დროს თუ სხვა რამ არ არის მითითებული ოვერტაიმით ან სხვა. ძირითადი დროში იგულისხმება მატჩისთვის განკუთვნილი დრო და მსაჯის მიერ დამატებული კომპენსირებული დრო ანუ 90+წთ (მხედველობაში არ მიიღება მატჩის შემდგომ დამატებითი ტაიმები პენალტების სერეია.) მსაჯის მიერ საფინალო სასტვენის მიცემა ნიშნავს მატჩისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვას და მატჩის დამთავრებას. საფინალო სასტვენის მერე მოედანზე მომხდარი მოვლენა მხედველობაში არ მიიღება მაგ. მსაჯის მიერ მიცემული ყვითელი ან წითელი ბარათი და ა.შ.

პირველი ტაიმის სათამაშო დროდ ითვლება 45+ წთ პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ მოედანზე მომხდარი მოვლენები მხედველობაში არ მიიღება მაგ: მსაჯის მიერ ნაჩვენები ყვითელი, ან წითელი ბარათი და ა.შ.

6 ყველა მოთამაშე ვალდებულია. კომპანიის ვებ გვერდზე www.CRYSTALBET.com რეგისტრაციის გავლისა და ფსონის დადების წინ გაეცნოს წინამდებარე წესებს. გათამაშების წესების არცოდნა არ მიიღება არგუმენტად ფსონის გასაუქმებლად ან სხვა სადავო საკითხის გადასაწყვეტად.

7 მოთამაშის მიერ რეგისტრაციის გავლა და ფსონის დადება ნიშნავს რომ ის ეთანხმება კომპანიის მიერ დადგენილ გათამაშების წესებს.

18 წლამდე ასაკის პირისათვის აზარტული ან/და მომგებიან თამაშობაში მონაწილეობა აკრძალულია.

8 ფსონები მიიღება 18 წელს მიღწეული პირებისაგან, რომლებიც ეთანხმებიან კომპანიის გათამაშების წესებს. ამ პუნქტის დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მოთამაშეს.

9 კომპანიის ვებ-გვერდზე რეგისტრაციისათვის მოთამაშე თავდაპირველად შედის ვებ–გვერდზე WWW.CRYSTALBET.COM შემოთავაზებულ სარეგისტრაციო ფანჯარაში და სავალდებულო წესით ავსებს რეგისტრაციისთვის აუცილებელ ველებს: სახელსა და გვარს, პირად საიდენტიფიკაციო სახელს (ე.წ. „იუზერ ნეიმ“–ს) პაროლს, მის პირად ნომერს (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად), დაბადების თარიღს, თვეს და წელს, საკონტაქტო და სხვადასხვა პირად მონაცემებს. ამის შემდგომ პირი ადასტურებს რომ გაეცნო გათამაშების წესებს და შეუსრულდა 18 წელი, რის შედეგადაც სისტემა არეგისტრირებს მომხმარებელს და ანიჭებს მას პირად საიდენთიფიკაციო ნომერს, რომელიც ინდივიდუალურია თითოეული მოთამაშისთვის და ინტერნეტ მონაწილეობის მიღების საშუალებას იძლევა. პირადი საიდენთიფიკაციო კოდის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია თანხის დამატება ან თანხის გატანა ორგანიზაციიდან.

10 რეგისტრაციის შედეგად მინიჭებული „პაროლი“ არის საიდუმლო და იკრძალება მისი გასხვისება ან მოთამაშის მიერ მისი გადაცემა მესამე პირისთვის. ამ შემთხვევაში მიყენებულ ზარალზე კომპანიის ადმინისტრაცია სრულიად იხნის ყველანაირ პასუხისმგებლობას და პასუხისმგებლობა ეკისრება მოთამაშეს.

11 მოთამაშის მხრიდან თაღლითობის გამოვლენის შემთხვევაში, რომლის შედეგადაც კომპანიას მიადგება სხვადასხვა სახის ზიანი, ის იტოვებს უფლებას:

– დაბლოკოს მოთამაშის ვებ–გვერდზე შემოსვლა;

– გააუქმოს ანგარიში და დაუბრუნოს მოთამაშეს მისი კუთვნილი თანხა;

- საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიმართოს შესაბამის ორგანოებს თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებით.

12 კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას და პრეტენზიებს არ განიხილავს, სპორტული შეჯიბრებების სიაში გუნდების, მოთამაშეების და ა.შ სახელწოდებების თარგმანის სიზუსტეზე. ყველა ინფორმაცია, რომელიც შეეხება გარკვეული სპორტული შეჯიბრებების დასახელებას, ატარებს საინფორმაციო ხასიათს და მისი არაკორექტულობა არ შეიძლება გახდეს ფსონის გაუქმების წინაპირობა.

13 ყოველ დარეგისტრირებულ მომხმარებელს უნდა ჰქონდეს მხოლოდ ერთი ანგარიში. დარეგისტრირებულ მოთამაშეს არ შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია ხელთავიდან. ამ წესის დარღვევისათვის საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას დაბლოკოს ასეთი ანგარიში.

14 კომპანია უფლებას იტოვებს ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე უარი უთხრას მოთამაშეს ვებ–გვერდზე რეგისტრაციის გავლაზე ან ფსონის დადებაზე.

15 მოთამაშის მიერ ბალანსის შევსების დროს მის მიერ თანხის სხვის პირად ნომერზე შეცდომით გადარიცხვის შემთხვევაში, კომპანიის ადმინისტრაცია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას აღნიშნული თანხის დაბრუნებასთან ან სხვა ანგარიშზე გადატანასთან დაკავშირებით.

ფსონის დადება

1 ინტერნეტ ტოტალიზატორი ფსონებს იღებს მის მიერ გამოქვეყნებული პროგრამის საფუზველზე;

2 კოეფიციენტის პირველი გამოქვეყნების მომენტიდან კომპანიას უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეცვალოს (გაზარდოს ან შეამციროს)ან გააუქმოს ნებისმიერი კოეფიციენტი. კოეფიციენტის შეცვლა ან გაუქმება არ ეხება უკვე დადებულ ფსონს.

3 პროგრამაში შეტანილი ღონისძიების გასწვრივ მითითებულია ყველა შესაძლო კოეფიციენტი.

4 ინტერნეტ–ტოტალიზატორში ფსონის დადება ნიშნავს კომპანიასა და მოთამაშეს შორის ერთჯერადი ხელშეკრულების გაფორმებას. თამაშისას გამოიყენება ე.წ. ელექტონული ბილეთი, რომელიც ადასტურებს ფსონის დადებას, ხელშეკრულების გაფორმების ფაქტს და ერთჯერადი ხელშკრულების დამადასტურებელი საბუთია.

ელექტრონული ბილეთი–არის მოთამაშის მიერ დადებული ფსონი (ექსპრესი ან სისტემა) რომელსაც მინიჭებული აქვს შესაბამისი ნომერი.

5 თამაშში მონაწილეობის დამადასტურებელ დოკუმენტად გამოყენებულ იქნება ე.წ. ელექტრონული ბილეთი. კერძოდ, მოთამაშე ინტერნეტის საშუალებით უნდა დარეგისტრირდეს კომპანიის ვებგვერდზე www.crystalbet.com-ზე, რის შედეგადაც მომხმარებელს ენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერი. პირადი სახელისა და პაროლის გამოყენებით მომხმარებელი შედის სისტემაში და კომპანიის წინასწარ გამოქვეყნებული პროგრამის საფუძველზე აკეთებს პროგნოზს, დებს სასურველ ფსონს (ფსონებს), სასურველი ვარიანტის არჩევის შემთხვევაში, იგი აჭერს ღილაკს „ბილეთის დადება“, რითაც ეთანხმება შერჩეულ ვარიანტს და გადადის ფსონის დადების შემდგომ ეტაპზე, სადაც ახდენს პირადი სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის დადებას შერჩეულ ვარიანტზე. ამის შემდეგ არჩეული ვარიანტი კომპანიის საიტზე დაფიქსირდება ელექტრონული ბილეთის სახით, რომელსაც პროგრამულად მიენიჭება ნომერი.

6 ფსონი მიიღება ხორციელდება ლარში.

7 მინიმალური ფსონი შეადგენს 0.10 ლარს (ათი თეთრი)

8 მაქსიმალური მოგება ერთ ელექტრონულ ბილეთზე (ან ჯამურად რამოდენიმე ერთნაირ ელექტრონულ ბილეთზე) არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს. თუ ელექტრონულ ბილეთზე (ან ერთნაირი ელექტრონული ბილეთების ჯამზე), მოგება აღემატება ნებადართულ ზღვარს, ის ჩაითვლება 50 000 ლარად. ის ბილეთები, რომელთა სავარაუდო მოგება აღემატება 50 000 ლარს, უნდა შეთანხმდეს საიტის ადმინისტრაციასთან (ბილეთის დადება უნდა დაადასტუროს საიტის ადმინისტრაციამ).

9 კომპანია იტოვებს უფლებას არ მისცეს მოთამაშეს ერთი და იგივე ელექტრონული ბილეთის რამდენჯერმე დადების უფლება.

10 ფსონი ექვემდებარება გაუქმებას თუ ის დადებულია ისეთ შედეგზე რომლის შედეგიც უკვე ცნობილი იყო (მოვლენა მოხდა, მაგრამ შედეგი არ განახლდა სისტემაში)

11 შედეგის გამოცნობისას მოთამაშე მიიღებს თანხას, რომელიც დადებული თანხის და შედეგის შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლის ტოლია. კოეფიციენტების ნამრავლი არ უნდა აღემატებოდეს 2 000 (ორი ათასი). თუ კოეფიციენტების ნამრავლი აღემატება 2 000-ს (ორი ათასი), ბილეთის მოგების შემთხვევაში კოეფიციენტი ჩაითვლება 2000 (ორი ათასი). კოეფიციენტის ნამრავლი მრგვალდება მეასედამდე სიზუსტით.

12 ზოგ შემთხვევაში მატჩში მონაწილე გუნდების გასწვრივ შეიძლება მითითებული იყოს ანგარიში (ჰანდიკაპი). ასეთ შემთხვევაში შესაბამისი მატჩის შედეგი განისაზღვრება ამ ანგარიშის გათვალისწინებით.

13 დაუშვებელია ერთ ბილეთში ერთი და იგივე წყვილის შეტანა ორჯერ ან მეტჯერ სადაც ფიქსირდება ერთი და იგივე ტიპის სათამაშო პოზიციების გადაბმა მაგალითად ბარსელონა – ბაიერნი 1,5 ზე მეტი და ბარსელონა ბაიერნი 2,5 ზე მეტი და ა.შ თუ ბილეთში დაფიქსირდა ასეთი შემთხვევა აღნიშნულ პოზიებზე კოეფიციენტი ბათილდება და ჩაითვლება 1,0-ის ტოლად. (ვარსკვლავებით აღნიშნული პოზიციები ერთმანეთს არ გადაებმება).

14. ინტერნეტ ტოტალიზატორი გთავაზობთ შემდეგი სახის ფსონებს:

ექსპრესი – სადაც სავარაუდო მოგება შეადგენს შესაბამისი კოეფიციენტების ნამრავლსა და დადებული თანხის ნამრავლს.

სისტემა – სადაც სავარაუდო მოგება შეადგენს სისტემაში შემავალი მოგებული ვარიანტების ჯამს.


შემთხვევები, როდესაც ღონისძიების კოეფიციენტი 1.0–ს (ერთი მთელი ნული) უტოლდება

1 მოქმედ პროგრამაში მითითებულისა და ბილეთში დაფიქსირებულის მიუხედავად ღონისძიების კოეფიციენტი 1.0 (ერთი მთელი) უტოლდება თუ:

ა) ერთ ვარიანტზე დადებული ფსონი 0.10 (ათი) თეთრზე ნაკლებია;

ბ) ფსონი დადებულია ვარიანტში მითითებული ღონისძიების დაწყების შემდეგ;

გ) ვარიანტში მითითებულ წყვილში შეიცვალა მასპინძელი გუნდი (ორმატჩიანი ტურნირების შეხვედრებში ძალაში რჩება ის ფსონი, რომელიც გუნდის შემდეგ ეტაპზე გასვლაზეა დადებული);

დ) ღონისძიება გადაიდო და არ ჩატარდა პროგრამაში მითითებული თარიღის მომდევნო დღის განმავლობაში;

ე) ღონისძიება ჩაიშალა ან შეწყდა, შედეგი არ დაფიქსირდა ნებისმიერი მიზეზის გამო და არ გათამაშდა პროგრამაში მითითებული თარიღის მომდევნო დღის განმავლობაში; (ტექნიკური შედეგი მხედველობაში არ მიიღება). ის პოზიციები რომლებიც გარკვეული იყო მატჩის ჩაშლის მომენტისათვის ჩაითვლება დაფიქსირებულად, ხოლო გაურკვეველ პოზიციებზე თუ მატჩი არ გაგრძელდა მომდევნო 1-დღის განმავლობაში კოეფიციენტი 1,0 ტოლია;

ვ) ვარიანტში მითითებულ წყვილში რომელიმე გუნდი შეცდომით არის დასახელებული;

ზ) თუ ფორის გათვალისწინებით შედეგი გათანაბრდა. (ფეხბურთის ჰანდიკაპი მხედველობაში არ მიიღება);

თ) თუ ტოტულის შედეგი დაემთხვა პროგრამაში მითითებულ ტოტულს.

2 თუ კალენდარული მატჩი იმართება ნეიტრალურ მოედანზე, დისკვალიფიკაციის, უამინდობის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო და პროგრამაში არ არის მითითებული, რაც გამოწვეულია ინტერნეტ საიტებიდან მოწოდებული არასრული ინფორმაციის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო, ნომინირებული მასპინძელი არ იცვლება, ფსონი ძალაში რჩება და პრეტენზიები არ განიხილება. თუ თამაში გადატანილი იქნა მოწინააღმდეგე გუნდის მოედანზე (ერთი ქალაქის გუნდების გარდა) მიღებულ ფსონებზე კოეფიციენტი ტოლია 1.0–ის და თანხა გაიცემა 1.0 კოეფიციენტის გათვალისწინებით. თუ საერთაშორისო მატჩი გადატანილი იქნა სხვა ქვეყანაში, მიღებულ ფსონებზე თანხა გაიცემა 1.0–ის ტოლ კოეფიციენტის გათვალისწინებით. ამხანაგური თამაშების შემთხვევაში, თუ პროგრამაში არ არის მითითებული მატჩის ჩატარების ადგილი ყველა ფსონი ძალაში რჩება და ასეთი შემთხვევა არ იქნება გათვალისწინებული როგორც ფსონის გაუქმების საფუძველი.

3 თუ მატჩი დამთავრდა და შედეგი დაფიქსირდა, მაგრამ რაიმე მიზეზით ეს შედეგი გააუქმეს, შეცვალეს ან გადათამაშება დანიშნეს, მოგების გაცემისას მხოლოდ პირვანდელი შედეგი მიიღება. 1.0 (ერთი მთელი) ჩაითვლება მხოლოდ იმ ფსონების შესაბამისი ღონისძიებების კოეფიციენტები, რომლებიც დადებულია ორმატჩიანი ტურნირების შეხვედრებში გუნდის შემდეგ ეტაპზე გასვლაზე და მიღებულია პირველ მატჩამდე (ეხება პირველი მატჩის შედეგის შეცვლას, გაუქმებას და გადათამაშებას).

4 თუ მატჩი ჩატარდება არასრულად, ანუ ადრე შეწყვეტილი მატჩი (ერთი დღის გასვლის შემდეგ) გაგრძელდა შეწყვეტის მომენტიდან და ამის შესახებ არაფერი არ არის მითითებული კოეფიციენტთა ცხრილში ამ (განახლებულ არასრულად ჩატარებული) მატჩზე დადებული ყველა ფსონი გაუქმდება. ხოლო თუ მითითებულია ჩასატარებელი მატჩის დროის ხანგრძლივობა (მაგ.: მატჩი გრძელდება 63–ე წუთიდან) მასზე მიიღება ფსონები ანგარიშის და სათამაშო დროის გათვალისწინებით.

5 თუ პროგრამაში გაპარული შეცდომა მოთამაშეს აძლევს საშუალებას რისკის გარეშე უეჭველი მოგება მიიღოს, ასეთი ფსონი გაუქმებულად ჩაითვლება და თანხა დაუბრუნდება მოთამაშეს 1.0 (ერთი მთელი) კოეფიციენტის გათვალისწინებით.

6 გამოქვეყნებულ ფსონების პროგრამაში თუ კოეფიციენტში გამოტოვებულია ან არასწორად არის დასმული მძიმე (ფრეზე 3.20–ის ნაცვლად წერია 32.0–ი ტოტული 185,5 ის ნაცვლად წერია 18,5 და ა.შ.), შეუსაბამობაა კოეფიციენტებში ანუ შეცდომით არის ასახული კოეფიციენტი), მაშინ ფსონის დამდები პირი ვალდებულია დააზუსტოს ტოტალიზატორის ადმინისტრაციასთან აღნიშნული პოზიციის დეტალები და სისწორე. კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას პერსონალის მიერ დაშვებულ შეცდომის შედეგად ან პროგრამული ხარვეზის გამო პროგრამაში გაპარულ არასწორ კოეფიციენტზე რომელიც არ შესაბამება აღნიშნულ პოზიციაზე საბუკმეკერო ბაზარზე არსებულ კოეფიციენტებს. ასეთ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას ბათილად სცნოს ანუ 1,0 ის ტოლი კოეფიციენტის გათვალისწინებით დაუანგარიშოს მოგება ყველა სახის ფსონზე. ანალოგიური წესი მოქმედებს ფორების და ტოტულის შეცდომით გამოტანის შემთხვევაში.

7 ბეისბოლის მატჩი თუ შეწყდა, გადაიდო და არ ჩატარდა ორი საათის განმავლობაში ყველა პოზიციაზე კოეფიციენტი გახდება 1,0 ის ტოლი. მოგების დაანგარიშება მოხდება 1,0 ის ტოლი კოეფიციენტის გათვალიწინებით


კომპანიის დებულება

1 შპს „მარსი“ (შემდგომში კომპანია) არის იურიდიული პირი რომელის მფლობელობაშც არის ვებ გვერდი www.crystalbet.com ყველა თამაში რომელიც გავთავსებულია www.crystalbet.com -ზე ეფუძნება მხოლოდ რეალურ ფულზე თამაშს.

2 წინამდებარე წესები წარმოადგენს სამართლებრივ შეთანხმებას, მოთამაშესა ( კომპანიის გათამაშების მონაწილე ანუ პიროვნება რომელიც დარეგისტრირებულია ვებ გვერდზე www.crystalbet.com) და კომპანიას შორის.

3 ყველა მოთამაშე ვალდებულია კომპანიის ვებ-გვერდზე www.crystalbet.com-ზე რეგისტრაციისას გაეცნოს ვებ გვერდით სარგებლობის წესებს. რეგისტრაცია ნიშნავს დარეგისტრირებული მომხმარებლის თანხმობას კომპანიის ვებ გვერდით www.crystalbet.com საგებლობის და გათამაშების წესებზე.

4 წესების არ ცოდნა არ წარმოადგენს ფსონის გაუქმების ან ხელშეკრულების მოშლის სხვა ნებისმიერ მიზეზს და წინამდებარე წესების თანახმად, მოთამაშეს არ ანთავისუფლებს ფსონიდან გამომდინარე მისი ვალდებულებებისაგან. მოთამაშის მის განთავსებულ ფსონთან დაკავშირებით ნებისმიერი საკითხი გადაწყდება კომპანიის გათამაშების წესების თანახმად.

5 კომპანია უფლებას იტოვებს შეცვალოს ნებისმიერი გათამაშების წესი მის სისტემაში რეგისტრირებული მოთამაშეების გაფრთხილების გარეშე.

6 სისტემაში რეგისტრირებული მომხმარებლები ვალდებულნი არიან პერიოდულად გადაამოწმონ და გაეცნონ კომპანიის მიერ მიღებულ დებულებებსა და გათამაშების პირობებში შეტანილ ცვლილებებს.

7 თარგმანთან დაკავშირებით აღმოჩენილ რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში პრიორიტეტი ენიჭება ქართულ ენას.

8 www.crystalbet.com-ზე რეგისტრაციის და სისტემით სარგებლობის უფლება აქვს მხოლოდ იმ პირებს რომელთა ასაკიც აღემატება 18 წელს.

9 კომპანიის კუთვნილ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის შედეგად მოთამაშის მიერ შეყვანილი პაროლი, არის საიდუმლო და სასტიკად იკრძალება მისი განდობა მესამე პირზე. მხოლოდ მოთამაშეა საკუთარი პაროლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი. კომპანია არ აგებს პასუხს www.crystalbet.com-ზე რეგისტრირებული მოთამაშეების პაროლის უსაფრთხოებაზე და იმ ზიანზე რომელიც შეიძლება მათ მიადგეთ იმ შემთხვევაში თუ არ იზრუნებენ საკუთარი მომხმარებლის (იუზერის) უსაფრთხოებაზე.

10 რეგისტრაციისას მომხმარებელი ვალდებულია ზუსტად და სრულად მიუთითოს პირადი მონაცემები. კომპანია იტოვებს უფლებას დაბლოკოს, ასევე უარი უთხრას სისტემიდან თანხის გატანაზე იმ მოთამაშეებს, რომლებმაც მიუთითეს არასწორი პირადი მონაცემები მონაცემები.

11 მოთამაშის პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის ნომერი, პირადი ნომერი, მისამართი, ელექტრონული ფოსტა ) შეცვლის შემთხვევაში კომპანიის ადმინისტრაცია იტოვების უფლებას ცვლილების შედეგად რეგისტრირებულ მომხმარებელზე არ გასცეს მოგებული თანხა, ცვლილების მომენტიდან 24 საათის განმავლობაში. მოგებული თანხის აღება კომპანიის ინტერნეტ-სალაროდან შესაძლებელია მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ ან/და ცვლილებამდე რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ გაცემული ნოტარიალურად დადასტურებული მინდობილობის საფუძველზე.

12 მოთამაშის მიერ, ელექტრონული სისტემებიდან (მომენტალური გადახდის აპარატი, ინტერნეტ-გადახდები და სხვა), ბალანსის შევსების მომენტში, მოთამაშის მიერ თანხის სხვა პირად ნომერზე შეცდომით გადარიცხვის შემთხვევაში, კომპანია იხსნის ყოველგავრ პასუხისმგებლობას აღნიშნული თანხის დაბრუნებასთან ან/და გადატანასთან დაკავშირებით. შეცდომით, სხვა პირად ნომერზე გადარიცხული თანხის დაბრუნება მომხმარებლისათვის შესაძლებელია მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

13 პიროვნებას www.crystalbet.com-ზე აქვს მხოლოდ ერთი ანგარიშის გახსნის უფლება. დარეგისტრირებულ მომხმარებლებს არ შეუძლიათ მეორედ დარეგისტრირდნენ, როგორც ახალი მომხმარებელი. წინაამღდეგ შემთხვევაში კომპანიას აქვს უფლება, გააუქმოს კლენტის მიერ გაკეთებული ყველა ფსონი, რომელიც იქნა განხორციელებული შესაბამის ანგარიშიდან და ამ კონკრეტულ მომხმარებელს დაუბლოკოს ანგარიში განუსაზღვრელი ვადით.

14 კომპანია იტოვებს უფლებას რომ შეუჩეროს ანგარიში იმ პირებს რომლებიც www.crystalbet.com-ზე საკუთარ ანგარიშს იყენებენ არამიზნობრივად. ანუ თუ მოთამაშე მის მიერ ჩარიცხული თანხის მინიმუმ 30%-ს არ გამოიყენებს სათამაშოდ ან თამაშის პროცესში ადმინისტრაციის მიერ შემჩნეული იქნება შეთანხმებული თამაში - ხელოვნური წაგება ან ხელოვნური მოგება კომპანია იტოვებს უფლებას ასეთ მომხმარებლებს შეუზღუდოს ანგარიშით სარგებლობის უფლება მინიმუმ 60 დღით რათა დადგინდეს კონკრეტული მოთამაშეების ამ ქმედების მიზეზი და ასევე კომპანია იტოვებს უფლებას ამ ტიპის თანხების გაცემის შემთხვევაში მოთამაშეს ჩამოაჭრას გატანილი თანხის 10%.

15 თუკი გაჩნდება ეჭვი, რომ მოთამაშეები იყენებენ კოლექტიური თამაშის მეთოდს (შეთქმულება) კომპანია იტოვებს უფლებას ჩაატაროს ამგვარი ფაქტების გამოძიება, რომლის დროსაც მას შეუძლია დაბლოკოს შემჩნეული პირების ანგარიშები და განუსაზღვრელი ვადით ჩამოართვას ასეთ მომხმარებლებს მათი სარგებლობის უფლება.

16 www.crystalbet.com.- ის სისტემაში რეგისტრირებული მომხმარებელი პირადად არის პასუხისმგებელი სისტემით სარგებლობის პროცესში მომსახურეობის მისაღებად თავისი სატელეკომუნიკაციო საშუალებებისა და ინტერნეტის გამართულ მუშაობაზე. წინააღდმეგ შემთხვაში კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებელსა და კომპანიის ქსელში წარმოქმნილი ხარვეზის გამო მოთამაშეზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.

17 მომსახურების მიღების მთელი პერიოდის განმავლობაში "მოთამაშე" იძლევა გარანტიას და აცხადებს თანხმობას შემდეგზე:

- თამაშის შედეგად არსებობს მოთამაშის მიერ ფულადი სახსრების წაგების რისკი და კომპანია პასუხისმგებელი არ არის ასეთი სახის ზიანზე;

- მოთამაშე თავისი ნებით თანხმდება მომსახურების მიღებაზე, ამასთან თამაშის ტიპს არჩევს თვითონ მოთამაშე;

- მოთამაშე იღებს ერთპიროვნულ ვალდებულებას თვითონ გადაიხადოს ყოველგვარი გადასახადები და მოსაკრებლები, რომლებიც შეიძლება დაერიცხოს მისთვის გაცემულ მოგებულ თანხებს;

- მოთამაშე პასუხისმგებელია მომსახურეობის მისაღებად საჭირო თავისი სატელეკომუნიკაციო საშუალებებისა და ინტერნეტის გამართულ მუშაობაზე.

18 კომპანია არავითარ შემთხვევაში არ აგებს პასუხს პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართაობაზე, ვირუსებზე, რომელთა შედეგად შეიძლება დაკარგულ იქნას მონაცემები ან სხვაგვარად დაზიანდეს თქვენი კომპიუტერი ან პროგრამული უზრუნველყოფა. ასევე კომპანია არ არის ვალდებული უზრუნველყოს დამატებითი ან სარეზერვო ქსელი და/ან სისტემებით.

19 ნებისმიერი ტექნიკური თუ მექანიკური ხარვეზი განიხილება როგორც შტატგარეშე გარემოება (ისეთი, როგორიცაა მაგალითად: "No Spin", "Invalid Game", ინტერნეტ პროვაიდერიდან კავშირის დაკარგვა ა.შ.), ამ შემთხვევაში კომპანია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას. ასეთი გარემოების შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას დადებული ყველა ფსონი ანულირებულად ჩათვალოს და შესაბამისად, დადებული ფსონები არ დაუბრუნოს მომხმარებელს დეპოზიტზე. ეს წესი ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როდესაც ინტერნეტ–წყვეტა ან სხვა ტექნიკურ გაუმართაობა ხდება იმ ადგილებში, სადაც კომპანია სთავაზობს კომპიუტერზე ხელმწისაწვდომობას მომხმარებელს, მათ შორის კომპანიის ობიექტბში.

20 www.crystalbet.com- ის სისტემაში რეგისტრირებული მომხმარებელის მიერ თაღლითობის გამოვლენის შემთხვევაში, რომლის შედეგადაც კომპანიას მიადგება ფინანსური ან მორალური ზიანი, კომპანია იტოვებს უფლებას:

  • აუკრძალოს ფსონის დადება ან გააუქმოს უკვე დადებული ფსონი;

  • გააუქმოს კლიენტის ანგარიში და მისი ფულადი ბალანსი;

  • გააუქმოს და დაუბლოკოს სისტემასთან წვდომის უფლება;

  • მიმართოს სასამართლოს ნებისმიერი მის სისტემაში რეგისტრირებული მომხმარებლის საეჭვო ქმედების აღსაკვეთად;

  • სასამართლოს გზით მოსთხოვოს მოთამაშეს მიყენებული ზარალისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურება;

21 თამაშის დროს ტექსტური შეტყობინებების გაცვლისას მოთამაშეებს ეკრძალებათ უკანონო, უცენზურო, ამორალური ხასიათის მატარებელი, დამუქრების ხასიათის მატარებელი და სხვა მსგავსი ტექსტებისა და ტერმინების გამოყენება. ეკრძალებათ ნებისმიერი სახის პროდუქციის ან/და მომსახურების რეკლამირება. ამ შემთხვევაში ორგანოზატორი იტოვებს უფლებას ცალმხრივად გათიშოს მოთამაშე.

22 იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს რაიმე მიზეზის გამო არასწორად დაერიცხა თანხა, ის (მომხმარებელი) ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს კომპანიის წარმომადგენლობას. ასეთი თანხის სისტემიდან გატანის შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას ამ ფაქტის შესახებ მიმართოს შესაბამის ორგანოებს და მოითხოვოს მომხმარებლისგან მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

23 იმ შემთხვევაში თუ მონაცემი შეცდომით იქნა შეყვანილი და ამ შეცდომის შედეგად მოთამაშეს დაერიცხა ზედმეტი თანხა, "თამაშის ორგანიზატორი" იტოვებს უფლებას, მოახდინოს მოგებული თანხის ხელახალი გადაანგარიშება და ჩამოაჭრას მოთამაშეს შეცდომით დარიცხული თანხა, ან პირიქით.

24 კომპანია იტოვებს უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ უარი უთხრას ნებისმიერ პირს ვებ-www.crystalbet.com-ზე რეგისტრაციის გავლაზე და ფსონის დადებაზე. ამავდროულად არ მისცეს მას განმარტება უარის მიზეზზე.

25 21 წლამდე პიროვნებისათვის აზარტული თამაში ითვლება უკანონო ქმედებად (გარდა ტოტალიზატორისა, სადაც დაშვებული ასაკია 18 წელი).

26 კომპანია იტოვებს ინფორმაციის გადამოწმების უფლებას არაკანონიერი ქმედების თავიდან ასაცდილებლად. აგრეთვე ვიტოვებთ უფლებას, ვაწარმოოთ კერძო გამოძიება იმ მიზნით რომ დავადგინოთ ნამდვილად ხართ თუ არა 21 წლის და ზემოთ.

27 იმ შემთხვევაში თუ ხელმისაწვდომი არ არის მომხმარებლის ასაკის გადამოწმება, კომპანია ასევე იტოვებს უფლებას მოთამაშეს მოსთხოვოს ასაკის დადასტურება.

28 შესაძლოა შეჩერდეს მომხმარებელთა ანგარიშები და მათი თანხები იქნეს დაკავებული მანამ, სანამ გათვალისწინებული ასაკი არ იქნება დამტკიცებული.

29 იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვანს ხელი მიუწვდება ინტერნეტთან დაკავშირებულ კომპიუტერთან, შესაძლო არაკეთილსინდისიერი გამოყენებისაგან თავიდან ასაცილებლად, გთხოვთ შეინახოთ თქვენი ანგარიშის ნომერი, მომხმარებლის სახელი და პაროლი საიდუმლოდ.

30 კომპანია არ დაუშვებს შეურაცხმყოფელ ქცევას მომსახურების მომხარებლების მხრიდან კომპანიის თანამშრომლების მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია, თავისი შეხედულებისდა მიხედვით ჩათვლის, რომ მომხმარებლის ქცევა ტელეფონის, პირდაპირი ჩატით, ელ-ფოსტით ან სხვა საშუალებებით იყო შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი კომპანიის ნებისმიერი თანამშრომლისთვის, კომპანიას უფლება ექნება დაბლოკოს ან შეწყვიტოს მომხმარებლის ანგარიში კომპანიაში და ასეთ სიტუაციაში, კომპანიას არ ეკისრება არანაირი ვალდებულება დააბრუნოს ფულადი სახსრები, რომელიც შესაძლოა იყოს მომხმარებლის ანგარიშზე.

31 მკაცრად იკრძალება პროგრამული უზრუნველყოფის თავდაპირველი კოდის ან მისი ნებისმიერი ნაწილის შეცვლა, ადაპტირება, გადაყვანა, გადაკეთება, დეკომპილაცია, დარღვევა ან ნებისმიერი სხვა გზით მისი გამჟღავნების მცდელობა, ასევე აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფის წარმოებულების (დერივაციების) შექმნა, წარმოება ან გავრცელება.

32 კომპანიას შეუძლია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და გააუქმოს მოთამაშის ანგარიში (მათ შორის მისი მომმხარებლის სახელი და პაროლი) შეტყობინების გარეშე:

  • თუ ნებისმიერი მიზეზით კომპანია მიიღებს გადაწყვეტილებას შეწყვიტოს მომსახურების გაწევა ყველა ან მხოლოდ კონკრეტული მოთამაშისთვის;

  • თუ კომპანია თვლის, რომ მოთამაშემ დაარღვია წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულება;

  • თუ მოთამაშემ არაკანონიერად გამოიყენა მომსახურება ან ასეთი გამოყენება ეწინააღმდეგება წინამდებარე ხელშეკრულების არსს; ან

  • ნებისმიერი სხვა მიზეზით, რომელსაც კომპანია მისაღებად თვლის.

თუ წინამდებარე ხელშეკრულება შეწყდება მოთამაშის მიერ ხელშეკრულების დარღვევის გამო, კომპანია არ კისრულობს ვალდებულებას აუნაზღაუროს მოთამაშეს თანხა, რომელიც შესაძლოა არსებობდეს მის ანგარიშზე და მოთამაშე არ იქნება უფლებამოსილი წაუყენოს პრეტენზიები კომპანიას აღნიშნულთან დაკავშირებით.

არც კომპანია (მათ შორის, მისი თანამშრომლები ან უფლებამოსილი პირები) და არც კომპნიის პარტნიორები თუ მომწოდებლები არ არიან პასუხისმგებელი ნებისმიერ ზარალზე, გაშვებული მოგების ჩათვლით, რომელიც დადგა კომპანიის ან მათი შეცდომის მიზეზით.

33 მომხმარებელი ადასტურებს, რომ რეგისტრაციის დროს, ასევე გადახდის განხორციელებასთან დაკავშირებით ოპერაციების შესრულებისას კომპანიისთვის მიცემული ყველა მონაცემი არის სწორი, კანონიერი, ნამდვილი და სრული და შეესაბამება საკრედიტო/სადებეტო ბარათზე (ბარათებზე) ან სხვა გადახდის ანგარიშზე მითითებულ სახელს/სახელებს, რომელიც გამოყენებულ იქნება მომხმარებლის ანგარიშზე თანხის კრედიტირების ან ანგარიშიდან დეპოზიტებისთვის. თუ მომხმარებელი იყენებს საკრედიტო/სადებეტო ბარათს ან სხვა გადახდის მეთოდებს, რომელიც არ არის გაფორმებული მის პირად სახელზე, ჩვენ ჩავთვლით, რომ მომხმარებელმა მოიპოვა სრული თანხმობა მათი კანონიერი მფლობელისგან კაზინოს მომსახურებებში მათი გამოყენების შესახებ. ჩვენ არ ვართ ვალდებული შევამოწმოთ ასეთი თანხმობა და არ ვკისრულობთ პასუხისმგებლობას თქვენს განცხადებებთან დაკავშირებით წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე. თუ მომხმარებელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია აღმოჩნდება არასწორი, განზრახ მცდარი ან არასრული, მომხმარებელი არღვევს ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზე გარდა იმ ზომებისა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ, კაზინო ინარჩუნებს უფლებას დახუროს თქვენი ანგარიშები.

34 საეჭვო ან თაღლითური გადახდის შემთხვევაში, მათ შორის მოპარული საკრედიტო ბარათების გამოყენების ან ნებისმიერი სხვა თაღლითური მოქმედების შემთხვევაში (მათ შორის ნებისმიერი უკუდარიცხული თანხა, გადახდის გაუქმება), კომპანია ინარჩუნებს უფლებას დაბლოკოს მომხმარებლის ანგარიში, გააუქმოს გადახდა და მიიღოს მოგებული თანხები. კომპანიას უფლება აქვს აცნობოს ნებისმიერ რელევანტურ ორგანოს (მათ შორის საკრედიტო სააგენტოებს) ნებისმიერი თაღლითური გადახდის ან სხვა უკანონო მოქმედებების შესახებ და შეუძლია გამოიყენოს ინკასირების სამსახური ფულის დასაბრუნებლად. თუმცა, არცერთ შემთხვევაში, კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი საკრედიტო ბარათების უნებართვო გამოყენებაზე, მიუხედავად იმისა საკრედიტო ბარათები გამოცხადებულია მოპარულად თუ არა.

35 კომპანია უფლებას იტოვებს დაარიცხოს გადარიცხვის საკომისო მომხმარებლს, რომელიც მოახდენს საკუთარ ანგარიშზე თანხის შეტანას და გატანას ამ თანხის მინიმუმ 30%-ის გათამაშების გარეშე.

  • განსაკუთრებული პირობები .

1 კოეფიციენტთა სიის გამოქვეყნების მომენტიდან კომპანიას უფლება აქვს, საკუთარი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს შეცვალოს, შეამციროს, გაზარდოს ან/და საერთოდ გააუქმოს ნებისმიერი კოეფიციენტი.

2 ნებისმიერი ტექნიკური თუ მექანიკური ხარვეზი განიხილება როგორც შტატგარეშე გარემოება და ამ შემთხვევაში კომპანია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას. ასეთი გარემოების შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას ფსონი გაუქმებულად ჩათვალოს.

3 იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშეს თანხა არასწორად დაერიცხა (მაგ. შედეგი შეცდომით იქნე შეტანილი) კომპანია იტოვებს უფლებას, მოახდინოს მოგებული თანხის ხელახალი გადაანგარიშება. იმ შემთხვევაში თუ გადაანგარიშების შემდეგ მოთამაშეს ექნება უარყოფითი ბალანსი, მოთამაშე ვერ დადებს ბილეთს ბალანსის შევსებამდე.

4 ყველა პრეტენზია და სადაო საკითხი განიხილება ელექტრონული ბილეთის დადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეტენზიები არ მიღება.

5 ნებისმიერი ფსონის შესახებ ინფორმაცია ინახება: www.crystalbet.com–ს მონაცემთა ბაზაში და სადაო საკითხის განხილვის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ელექტრონულ არქივში შენახულ და დაცულ ჩანაწერს.

6 წინამდებარე წესებით გაუთვალისწინებელი დავის წარმოქმნის შემთხვევაში, დავა გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, ნებისმიერი სადავო სიტუაციის წამოქმნის შემთხვევაში, კომპანიას უფლება აქვს დააყადაღოს მომხმარებლის ბალანსზე არსებული თანხა ასეთი სადავო სიტუაციის ამოწურვამდე ან ნებისმიერი სახით გადაწყვეტამდე.

7 კომპანია იტოვებს უფლებას, „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, შეიტანოს ცვლილებები ან/და დამატებები წინამდებარე წესდებაში, რომელიც წერილობითი ფორმით შეთანხმებული იქნება შემოსავლების სამსახურთან. ცვლილებები გამოქვეყნდება საიტის ვებ გვერდზე.

8 მხარეები არ აგებენ პასუხს წინამდებარე ვალდებულებების შეუსრულებლობაზე იმ შემთხვევაში, თუ ეს გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (ფორს–მაჟორის) გარემოებებით, და რომლებიც არ არის დამოკიდებული მხარეებზე. კერძოდ, სტიქიური უბედურებები, ავარიები, ხანძრები, მასობრივი არეულობები, სამხედრო მოქმედებები, კარანტინის გამოცხადება ან სხვა სახის უბედურებები, რომლებიც ხდება იმ რაიონებში, რომლებიც ოფიციალურად ითვლებიან ზემოხსენებული მოვლენების გავლენის ქვეშ. ასეთ შემთხვევაში, კომპანია არ აგებს პასუხს მომხმარებლის მიერ განცდილ დანაკარგებზე.

9 კომპანია იხსნის ყოველგვარ პასუხიმგებლობას მომხმარებლის წინაშე, თუ მის მიერ განცდილი ზარალი გამოწვეულია კომპანია ან მომხმარებლის პროგრამულ უზრუნველყოფაში ნებისმიერი უნებართვო შეღწევით ან ზეგავლენით, რომელიც შეიძლება იყოს, მაგრამ არ შემოიფარგლება პროგრამული ვირუსებით, პროგრამული უზრუნველყოფის თუ მის მატარებელ მოწყობილობებზე ნებით თუ უნებლიეთ ზემოქმედებით, რასაც შედეგად დროის მცირე ან დიდ მონაკვეთში მისი გაუმართავი ან გაუთვალისიწინებელი ოპერირება მოჰყვება.

10 საიტზე განთავსებულ თამაშებთან დაკავშირებით შესაძლებელია მომხმარებელს მოუწიოს იმ წესების გაცნობა და დათანხმება, რომლებიც თვითონ ამ თამაშების მომწოდებლების მიერ არის შედგენილი; იმ შემთხვევაში, თუ ერთდაიგივე სიტუაციას კომპანიის და მომწოდებლის წესები სხვადასხვანაირად არეგულირებს, უპირატესობა ენიჭება კომპანიის წესებს ჩვენი და მომხმარებლის ურთიერთობის დასარეგულირებლად.


დავები და საჩივრები

1 ინფორმაცია დადებული ფსონის შესახებ ინახება მოგებული თანხის გაცემამდე. სადაო საკითხის განხილვის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კომპანიის კომპიუტერულ ქსელში დაფიქსირებულ ჩანაწერს.

2 საჩივარი განსახილველად მიიღება ბილეთში აღნიშნულ ვარიანტში შეტანილი ღონისძიებებიდან, ყველაზე გვიან ჩატარებული თარიღიდან, 30 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ საჩივარი აღარ მიიღება.

3 იმ შემთხვევებში, რომელთა წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელია და წინამდებარე წესებში აღწერილი არ არის, მოთამაშე ვალდებულია დაეთანხმოს კომპანიის დირექციის გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევაში დავა გადაწყდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4 ფორსმაჟორული გარემოებების დადგომისას კომპანია თავისუფლდება ყოველგვარი ვალდებულებებისგან.

5 კომპანია ვალდებულებას იღებს კონფიდენციალურად შეინახოს ყველა ინფორმაცია მოთამაშეებზე და ფსონებზე ინტერნეტ ტოტალიზატორის ვებ – გვერდის მისამართი : www.crystalbet.com.

6 წინამდებარე წესდება ძალაშია მისი გამოქვეყნებისთანავე და ის სავალდებულოა კოპანიის ყველა მოთამაშისათვის.


დასკვნითი დებულებები

1 კომპანიის სერვერზე არსებული თამაშობებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია ინახება 30 კალენდარული დღის განმავლობაში და სადაო საკითხების წარმოშობის შემთხვევაში, გადამწყცეტი მნიშვნელობა ენიჭება მის ელექტორნულ ბაზაში დაცულ და შენახულ მონაცემებს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი პრეტენზიები არ განიხლიება.

2 წინამდებარე წესები ძალაშია მისი გამოქვეყნებისთანავე და ბათილად ითვლება ყველა მანამდე არსებული წესი. წინამდებარე წესები ძალაშია მისს გამოქვეყნებისათანავე და სავალდებულოა ინტერნეტ–ტოტალიზატორის ვებ–გვერდზე მოთამაშე ყველა მომხმარებლისათვის.

3 ინტერნეტ–ტოტალიზატორის ადმინსიტრაცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში უფლებამოსილია შეიტანოს ნებისმიერი სახის ცვლილება–დამატება. ამასთან ადმინისტრაციის მიერ მისი საჯაროობა უზრუნველყოფილი იქნება დაუყოვნებლივ.

4 წინამდებარე წესებით გაუთვალისწინებელი დავის წარმოქმნის შემთხვევაში მოთამშე ვალდებულია დაეთანხმოს ინტერნეტ–ტოტალიზატორის ადმინისრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ამასთან უფლებამოსილია გაასაჩივროს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში.

5 ფორსმაჟორული გარემოებების დადგომისას კომპანია თავისუფლდება ყოველგვარი ვალდებულებებისგან.

6 ნებისმიერი ტექნიკური თუ მექანიკური ხარვეზის წარმოქმნის შემთხვევაში, ფსონი ან/და შედეგი გაუქმებულად ჩაითვლება ან/და დადებული ფსონები დაუბრუნდება მომხმარებელს დეპოზიტზე.

7 ტოტალიზატორში არ დაიშვება, ფსონი არ მიიღება და არც მოგება გაიცემა 18 წლამდე ასაკის პირებზე.

8 კომპანია ვალდებულებას იღებს კონფიდენციალურად შეინახოს ყველა ინფორმაცია მოთამაშეებზე და ფსონებზე. თუ ფსონების თანაფარდობისას, ინტერნეტ ტოტალიზატორის შესაძლო წაგება აღემატება 10.000 ლარს, ინტერნეტ ტოტალიზატორი დროებით წყვეტს ფსონების მიღებას.


ტოტალიზატორის მოწყობის სანებართვო მოწმობა #19-05/218

სამორინეს მოწყობის სანებართვო მოწმობა #19-04/34

ტოტალიზატორის რეგლამენტი

სამორინეს დებულება
საიტის მომხმარებლები ვალდებულნი არიან დაიცვან თამაშის და www.crystalbet.com ის მოხმარების წესები, ვებ გვერდი გამოიყენონ მხოლოდ თამაშის და
გართობის მიზნით, ასევე კომპანია იტოვებს უფლებას , რომ საიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია შეიძლება შეცვალოს წინასწარი გაფრთხილების გარეშე,
ვებ გვერდზე მომხმარებლების ნებისმიერი არა სანქცირებული ქმედების შემთხვევაში კომპანია გამოიყენებს კანონით განსაზღვრულ
უფლებას, რათა აღკვეთოს მსგავსი ქმედებები.
LICENSE#: 19-05/218 19-04/34
აირჩიეთ სახელის აღდგენის მეთოდი
აირჩიეთ პაროლის აღდგენის მეთოდი