წესები


ინტერნეტის გათამაშების წესები

I ზოგადი დებულება.

1.წინამდებარე წესები შეთანხმებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან.

2.ინტერნეტ–ტოტალიზატორს აწყობს შპს „კრისტალბეთი“ მისამართზე: ქ. ბორჯომი, რუსთაველის ქუჩა № 115, ნაკვეთი №009–ზე არსებული შენობა–ნაგებობის I სართული, ფართი №2.

3.მოწყობილი ტოტალიზატორის საფუძველზე, სისტემუ–ელექტრონული ფორმით –ინტერნეტის მეშვეობით მოეწყობა და იფუნქციონირებს ვებ–გვერდი მისამართით: www.CRYSTALBET.com, რომელზეც განთავსებულია თამაშობები და რეალურ ტოტალიზატორში ფუნქციონირებადი თამაშობათა წესების შესაბამისად მიმდინარეობის თამაშობა. ვებ–გვერდი იფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში .

სისტემურ ელექტრონული ფორმის თამაშობების ტოტალიზატორის მართვა და ორგანიზება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი , ბარათაშვილის ქ. №2.

4.ინტერნეტ ტოტალიზატორი წარმოადგენს პროგრამას, რომლის მეშვეობით მის მომხმარებელს საშუალება ეძლევა, ტოტალიზატორის დაწესებულებაში მიუსვლელად, ინტერნეტის მეშვეობით, თამაშობის მსვლელობისას მონაწილეობა მიიღონ აზარტულ თამაშობებში, დადონ ფსონები და თამაშობის მიმდინარეობის შედეგების შესაბამისად მიიღონ მოგება.

რეგისტრაციისა და თამაშის დაწყების წინ მოთამაშეები ვალდებულნი არიან გაეცნონ ინტერნეტ–ტოტალიზატორის წესებ, რომელიც მოთამაშეთა უფლებების დაცვის მიზნით, განთავსებულია აღნიშნული ტოტალიზატორის ვებ–გვერდზე. წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხებზე, რომელიც გამოქვეყნებულია ტოტალიზატორის ვებ–გვერდზე და შესაბამისად, უზრუნველყოფილია მათი საჯაროობა, პრეტენზიები არ მიიღება.

5.ტოტალიზატორ „კრისტალბეთის“ (შემდგომში „კრისტალბეთი“)–გათამაშების მონაწილის (შემდგომში „მოთამაშე“) მიზანია სპორტული შეჯიბრის ან სხვა საზოგადოებისთვის საინტერესო მოვლენათა შედეგის გამოცნობა, ორგანიზაციის მიერ წინასწარ გამოქვეყნებული პროგრამის მიხედვით. სპორტული შეჯიბრების ყველა ფსონი ეხება მატჩის ზირითად დროს თუ მითითებული არ არის ოვერტაიმში. ძირითადი დრო–მატჩისთვის განკუთვნილი დრო და მსაჯის მიერ დამატებული კომპენსირებული დრო (მხედველობაში არ მიიღება მატჩის შემდგომი დამატებითი დრო, ოვერტაიმები, პენალტების სერია.)

6. ყველა მოთამაშე ვალდებულია „კრისტალბეთის“ ვებ გვერდზე რეგისტრაციის გავლისა და ფსონის დადების წინ გაეცნოს წინამდებარე წესებს. გათამაშების წესების არცოდნა არ მიიღება არგუმენტად ფსონის გასაუქმებლად ან სხვა სადავო საკითხის გადასაწყვეტად.

7. მოთამაშის მიერ რეგისტრაციის გავლა და ფსონის დადება ნიშნავს რომ ის ეთანხმება „კრისტალბეთის“მიერ დადგენილ გათამაშების წესებს.

8.ფსონები მიიღება 18 წელს მიღწეული პირებისაგან, რომლებიც ეთანხმებიან ტოტალიზატორ „კრისტალბეთის“ გათამაშების წესებს. ამ პუნქტის დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მოთამასეს.

ტოტალიზატორ „კრისტალბეთი“–ს ვებ გვერდზე რეგისტრაციისათვის მოთამაშე თავდაპირველად შედის ვებ–გვერდზე www.CRYSTALBET.com შემოთავაზებულ სარეგისტრაციო ფანჯარაში და სავალდებულო წესით ავსებს რეგისტრაციისთვის აუცილებელ ველებს: სახელსა და გვარს,პ ირად საიდენტიფიკაციო სახელს (ე.წ. „იუზერ ნეიმ“–ს) პაროლს, მის პირად ნომერს (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად), დაბადების თარიღს, თვეს და წელს, საკონტაქტო და სხვადასხვა პირად მონაცემებს. ამის შემდგომ პირი ადასტურებს რომ გაეცნო გათამაშების წესებს და შეუსრულდა 18 წელი, რის შედეგადაც სისტემა არეგისტრირებს მომხმარებელს და ანიჭებს მას პირად საიდენთიფიკაციო ნომერს, რომელიც ინდივიდუალურია თითოეული მოთამაშისთვის და ინტერნეტ მონაწილეობის მიღების საშუალებას იძლევა.

პირადი საიდენთიფიკაციო კოდის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია თანხის დამატება ან თანხის გატანა ორგანიზაციიდან.

10.რეგისტრაციის შედეგად მინიჭებული „პაროლი“ არის საიდუმლო და იკრძალება მისი გასხვისება ან მოთამაშის მიერ მისი გადაცემა მესამე პირისთვის. ამ შემთხვევაში მიყენებულ ზარალზე „კრისტალბეთი“–ს ადმინისტრაცია სრულიად იხნის ყველანაირ პასუხისმგებლობას და პასუხისმგებლობა ეკისრება მოთამაშეს.

11.მოთამაშის მიერ თაღლითობის გამოვლენის შემთხვევაში, რომლის შედეგადაც ტოტალიზატორ „კრისტალბეთს“ მიადგება სხვადასხვა სახის ზიანი, ის იტოვებს უფლებას:

დაბლოკოს მოთამაშის ვებ–გვერდზე შემოსვლა;

–გააუქმოს ანგარიში და დაუბრუნოს თანხა მოთამაშეს;

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიმართოს შესაბამის ორგანოებს თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებით.

12.ტოტალიზატორი „კრისტალბეთი“არ იღებს პასუხისმგებლობას და პრეტენზიებს არ განიხილავს, სპორტული შეჯიბრებების სიაში გუნდების, მოთამაშეების და ა.შ სახელწოდებების თარგმანის სიზუსტეზე. ყველა ინფორმაცია, რომელიც შეეხება გარკვეული სპორტული შეჯიბრებების დასახელებას, ატარებს საინფორმაციო ხასიათს და მისი არაკორექტულობა არ შეიძლება გახდეს ფსონის გაუქმების წინაპირობა.

13.ყოველ დარეგისტრირებულ მომხმარებელს უნდა ჰქონდეს მხოლოდ ერთი ანგარიში. დარეგისტრირებულ მოთამაშეს არ შეუძლია გაიაროს ახლიდან რეგისტრაცია. ამ წესის დარღვევისათვის საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას დაბლოკოს ასეთი ანგარიში.

14.ტოტალიზატორი „კრისტალბეთი“იტოვებს უფლებას ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე უარი უთხრას მოთამაშეს ვებ–გვერდზე რეგისტრაციის გავლაზე ან ფსონის დადებაზე.

15.მოთამაშის მიერ ბალანსის შევსების დროს მის მიერ თანხის სხვის პირად ნომერზე შეცდომით გადარიცხვის შემთხვევაში, “კრისტალბეთი“–ს ადმინისტრაცია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას აღნიშნული თანხის დაბრუნებასთან ან სხვა ანგარიშზე გადატანასთან დაკავშირებით.

II.ფსონის დადება

1. ტოტალიზატორი „კრისტალბეთი“ფსონებს იღებს მის მიერ გამოქვეყნებული პროგრამის საფუზველზე;

2.კოეფიციენტის პირველი გამოქვეყნების მომენტიდან ორგანიზაციას უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეცვალოს (გაზარდოს ან შეამციროს)ან გააუქმოს ნებისმიერი კოეფიციენტი. კოეფიციენტის შეცვლა ან გაუქმება არ ეხება უკვე დადებულ ფსონს.

3. პროგრამაში შეტანილი ღონისძიების გასწვრივ მითითებულია ყველა შესაძლო კოეფიციენტი.

4.ინტერნეტ–ტოტალიზატორში ფსონის დადება ნიშნავს ორგანიზაციასა და მოთამაშეს შორის ერთჯერადი ხელშეკრულების გაფორმებას. თამაშისას გამოიყენება ე.წ. ელექტონული ბილეთი, რომელიც ადასტურებს ფსონის დადებას, ხელშეკრულების გაფორმების ფაქტს და ერთჯერადი ხელშკრულების დამადასტურებელი საბუთია.

ელექტრონული ბილეთი–არის მოთამაშის მიერ დადებული ფსონი (ექსპრესი ან სისტემა) რომელსაც მინიჭებული აქვს შესაბამისი ნომერი.

5.თამაშში მონაწილეობის დამადასტურებელ დოკუმენტად გამოყენებულ იქნება ე.წ. ელექტრონული ბილეთი. კერძოდ, მოთამაშე ინტერნეტის საშუალებით უნდა დარეგისტრირდეს ტოტალიზატორ „კრისტალბეთი“–ს ვებ გვერდზე www.crystalbet.com-ზე, რის შედეგადაც მომხმარებელს ენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერი. პირადი სახელისა და პაროლის გამოყენებით მომხმარებელი შედის სისტემაში და „კრისტალბეთი“–ს წინასწარ გამოქვეყნებული პროგრამის საფუძველზე აკეთებს პროგნოზს, დებს სასურველ ფსონს (ფსონებს), სასურველი ვარიანტის არჩევის შემთხვევაში, იგი აჭერს „ბილეთის დადება“ –ს ღილაკს, რითაც ეთანხმება შერჩეულ ვარიანტს და გადადის ფსონის დადების შემდგომ ეტაპზე, სადაც ახდენს პირადი სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის დადებას შერჩეულ ვარიანტზე, ამის შემდეგ არჩეული ვარიანტი „კრისტალბეთი“–ს საიტზე დაფიქსირდება ელექტრონული ბილეთის სახით, რომელსაც პროგრამულად მიენიჭება ნომერი.

6. ფსონი მიიღება ლარებში.

7. მინიმალური ფსონი შეადგენს 0.20 ლარს (თეთრი)

8.მაქსიმალური მოგება ერთ ელექტრონულ ბილეთზე (ან ჯამურად რამოდენიმე ერთნაირ ელექტრონულ ბილეთზე) არ უნდა აღემატებოდეს 30.000 ლარს. თუ ელექტრონულ ბილეთზე (ან ერთნაირი ელექტრონული ბილეთების ჯამზე), მოგება აღემატება ნებადართულ ზღვარს, ის ჩაითვლება 30.000 ლარად. ის ბილეთები, რომელთა სავარაუდო მოგება აღემატება 30.000 (ოცდაათი ათასი) ლარს, უნდა შეთანხმდეს საიტის ადმინისტრაციასთან (ბილეთის დადება უნდა დაადასტუროს საიტის ადმინისტრაციამ).

9. ტოტალიზატორი „კრისტალბეთი“ იტოვებს უფლებას არ მისცეს მოთამაშეს ერთი და იმავე ელექტრონული ბილეთის რამდენჯერმე დადების უფლება.

10. შედეგის გამოცნობისას მოთამაშე მიიღებს თანხას, რომელიც დადებული თანხისა და შედეგის შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლის ტოლია. კოეფიციენტების ნამრავლი არ უნდა აღემატებოდეს 1200 (ათას ორასი). თუ კოეფიციენტების ნამრავლი აღემატება 1200–ს (ათას ორასი) ბილეთის მოგების შემთხვევაში კოეფიციენტი ჩაითვლება 1200 (ათას ორასი). კოეფიციენტის ნამრავლი მრგვალდება მეასედამდე სიზუსტით.

11. ზოგ შემთხვევაში მატჩში მონაწილე გუნდების გასწვრივ შეიძლება მითითებული იყოს ანგარიში (ჰანდიკაპი). ასეთ შემთხვევაში შესაბამისი მატჩის შედეგი განისაზღვრება ამ ანგარიშის გათვალისწინებით.

12.დაუშვებელია ერთ ბილეთში ერთი და იგივე წყვილის რამოდენიმეჯერ შეტანა, გამონაკლისს წარმოადგენს „ცოცხალი“ თუ არ არის მინიშნებული შეზღუდვის ნიშანი (მაგ.: *). ერთნაირი რაოდენობის ფიფქებით აღნიშნული პოზიციები ერთმანეთს არ გადაებმება.

13. ტოტალიზატორი „კრისტალბეთი“ გთავაზობთ შემდეგი სახის ფსონებს:

– ექსპრესი – სადაც სავარაუდო მოგება შეადგენს შესაბამისი კოეფიციენტების ნამრავლსა და დადებული თანხის ნამრავლს.

–სისტემა – სადაც სავარაუდო მოგება შეადგენს სისტემაში შემავალი მოგებული ვარიანტების ჯამს.

პირველი გუნდის მოგება – აღნიშნულია „1“

ფრე – აღნიშნულია „X”

მეორე გუნდის მოგება – აღნიშნულია „2“

პირველი გუნდის მოგება ან ფრე – აღნიშნულია „1X”

პირველი ან მეორე გუნდის მოგება – აღნიშნულია „12“

მეორე გუნდის მოგება ან ფრე – აღნიშნულია „X2”

ფრეს გარეშე – 1(0) მასპინძელი გუნდის მოგება, (0)2 სტუმარი გუნდის მოგება, ფრეს შემთხვევაში კოეფიციენტი უტოლდება 1.0 –ს(ერთი).

გატანილი გოლები – მატჩის ძირითად დროში გატანილი გოლების რაოდენობა.

ორივე გაიტანს – „კი“ – გოლი უნდა გაიტანოს ორივე გუნდმა. „არა“ – ერთ–ერთი ან ორივე გუნდი მატჩში გოლს ვერ გაიტანს. ავტოგოლი ეთვლება იმ გუნდს, რომლის ანგარიშზეც ჩაიწერება გოლი.

ჰანდიკაპი – შედეგი განისაზღვრება შესაბამისი ფორის გათვალისწინებით.

კენტი – ლუწი – მატჩში გატანილი გოლების ჯამი იქნება კენტი თუ ლუწი (0–0ითვლება ლუწად).

გაიტანს თუ არა მასპინძელი გუნდი მატჩში გოლს

გაიტანს თუ არა სტუმარი გუნდი მატჩში გოლს.

რომელ ტაიმში გავა მეტი გოლი – პირველში, მეორეში თუ თანაბრად (0:0 ითვლება თანაბრად).

ანგარიშის გახსნა – დასახელებული წყვილიდან რომელი გუნდიც გახსნის ანგარიშს. მატჩის 0–0 დასრულების შემთხვევაში „ანგარიშის გახსნაზე“ დადებული ორივე ფსონი წაგებულად ითვლება.

ტაიმ ბოლი – კოეფიციენტი შეესაბამება მატჩის პირველი ტაიმისა და ძირითადი დროის შედეგის გამოცნობას (პირველი ტაიმის შედეგი/ მატჩის ძირითადი დროის შედეგი). 1/1. 1/X, 1/2,X/1, X/X, X/2, 2/1, 2/X, 2/2.

14. ფორა (ჰანდიკაპი, უპირატესობა ან ჩამორჩენა) გუნდის მოთამაშის და ასე შემდეგ რომელიც გამოიხატება ბურთების, გეიმების, ქულების და ა.შ მიხედვით, რომელსაც ადგენს ტოტალიზატორი. ფორით აღებული შედეგი განისაზღვრება მითითებულ ფორას დამატებული ფაქტობრივი ანგარიში. თუ ანგარიში ფორის გათვალისწინებით გათანაბრდა კოეფიციენტი ხდება 1.0 ერთი მთელის ტოლი. ფეხბურთის შემთხვევის გარდა.

15.ტოტული რომლითაც განსაზღვრულია ზღვარი (გამყოფი) მეტ ნაკლებს შორის მატჩში დაგროვებული (ბურთების, გეიმების, ქულების და ა.შ) მიხედვით. მატჩში დაგროვებული ბურთების, გეიმების, ქულების და ა.შ რაოდენობა თუ დაემთხვა პროგრამაში მითითებულ ტოტულს ფსონი ითვლება მოგებულად, კოეფიციენტი უდრის 1.0 (ერთ მთელს).

16. „კი“ „არა“ იგულისხმება გაიტანს თუ არა მატჩში მონაწილე ორივე გუნდი გოლს. ავტოგოლი ეთვლება იმ გუნდს, რომლის ანგარიშზეც ჩაიწერება გოლი, 0:0 ითვლება არად.

III შემთხვევები, როდესაც ღონისძიების კოეფიციენტი 1.0–ს (ერთი მთელი)უტოლდება.

1. მოქმედ პროგრამაში მითითებულისა და ბილეთში დაფიქსირებულის მიუხედავად ღონისძიების კოეფიციენტი 1.0 (ერთი მთელი) უტოლდება თუ:

ა)ერთ ვარიანტზე დადებული ფსონი 0.20 (ოცი) თეთრზე ნაკლებია;

ბ)ფსონი დადებულია ვარიანტში მითითებული ღონისძიების დაწყების შემდეგ;

გ)ვარიანტში მითითებულ წყვილში შეიცვალა მასპინძელი გუნდი (ორმატჩიანი ტურნირების შეხვედრებში ძალაში რჩება ის ფსონი, რომელიც გუნდის შემდეგ ეტაპზე გასვლაზეა დადებული).

დ)ღონისძიება გადაიდო და არ ჩატარდა პროგრამაში მითითებული თარიღის მომდევნო დღის განმავლობაში.

ე) ღონისძიება ჩაიშალა ან შეწყდა, შედეგი არ დაფიქსირდა ნებისმიერი მიზეზის გამო და არ გადათამაშდა პროგრამაში მითითებული თარიღის მომდევნო დღის განმავლობაში; (ტექნიკური შედეგი მხედველობაში არ მიიღება).

ვ) ვარიანტში მითითებულ წყვილში რომელიმე გუნდი შეცდომით არის დასახელებული;

ზ) ფსონი დადებულია ტურში გატანილი გოლების რაოდენობაზე და ერთი ან რამოდენიმე მატჩის შედეგი ნებისმიერი მიზეზის გამო (მატჩი ან მატჩები გადაიდო, ჩაიშალა, შეწყდა ან სხვა) არ დაფიქსირდა, ანუ მოთამაშის მიერ ფსონის დასადებად არჩეული ქვეყნიდან მოქმედ პროგრამაში შეტანილი ყველა მატჩის შედეგი არ დაფიქსირდა ან რომელიმე წყვილში ცვლილება (მასპინძელი შეიცვალა, წყვილი არასწორად იყო მითითებული ან სხვა) მოხდა, მიუხედავად იმისა შეეძლო თუ არა ამ მატჩს გავლენა მოეხდინა მოთამაშის მიერ გაკეთებულ პროგნოზზე.

თ) თუ ფორის გათვალისწინებით შედეგი გათანაბრდა. (ფეხბურთის ჰანდიკაპი მხედველობაში არ მიიღება).

ი) თუ ტოტულის შედეგი დაემთხვა პროგრამაში მითითებულ ტოტულს.

2. თუ კალენდარული მატჩი იმართება ნეიტრალურ მოედანზე, დისკვალიფიკაციის, უამინდობის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო და პროგრამაში არ არის მითითებული, რაც გამოწვეულია ინტერნეტ საიტებიდან მოწოდებული არასრული ინფორმაციის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო, ნომინირებული მასპინძელი არ იცვლება, ფსონი ძალიაში რჩება და პრეტენზიები არ განიხილება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია სალაროსთან ან ბუკმეიკერთან. თუ თამაში გადატანილი იქნა მოწინააღმდეგე გუნდის მოედანზე (ერთი ქალაქის გუნდების გარდა) მიღებულ ფსონებზე კოეფიციენტი ტოლია 1;0–ის და თანხა გაიცემა 1.0 კოეფიციენტის გათვალისწინებით. თუ საერთაშორისო მატჩი გადატანილი იქნა სხვა ქვეყანაში, მიღებულ ფსონებზე თანხა გაიცემა 1.0–ის ტოლ კოეფიციენტის გათვალისწინებით. ამხანაგური თამაშების შემთხვევაში, თუ პროგრამაში არ არის მითითებული მატჩის ჩატარების ადგილი ყველა ფსონი ძალაში რჩება და ასეთი შემთხვევა არ იქნება გათვალისწინებული როგორც ფსონის გაუქმების საფუძველი.

3. თუ მატჩი დამთავრდა და შედეგი დაფიქსირდა, მაგრამ რაიმე მიზეზით ეს შედეგი გააუქმეს, შეცვალეს ან გადათამაშება დანიშნეს, მოგების გაცემისას მხოლოდ პირვანდელი შედეგი მიიღება. 1.0(ერთი მთელი) ჩაითვლება მხოლოდ იმ ფსონების შესაბამისი ღონისძიებების კოეფიციენტები, რომლებიც დადებულია ორმატჩიანი ტურნირების შეხვედრებში გუნდის შემდეგ ეტაპზე გასვლაზე და მიღებულია პირველ მატჩამდე (ეხება პირველი მატჩის შედეგის შეცვლას, გაუქმებას და გადათამაშებას).

4.თუ მატჩი ჩატარდება არასრულად, ანუ ადრე შეწყვეტილი მატჩი (ერთი დღის გასვლის შემდეგ) გაგრძელდა შეწყვეტის მომენტიდან და ამის შესახებ არაფერი არ არის მითითებული კოეფიციენტთა ცხრილში ამ (განახლებულ არასრულად ჩატარებული) მატჩზე დადებული ყველა ფსონი გაუქმდება. ხოლო თუ მითითებულია ჩასატარებელი მატჩის დროის ხანგრძლივობა (მაგ.: მატჩი გრძელდება 63–ე წუთიდან) მასზე მიიღება ფსონები ანგარიშის და სათამაშო დროის გათვალისწინებით.

5. თუ პროგრამაში გაპარული შეცდომა მოთამაშეს აძლევს საშუალებას რისკის გარეშე უეჭველი მოგება მიიღოს, ასეთი ფსონი გაუქმებულად ჩაითვლება და თანხა დაუბრუნდება მოთამაშეს 1.0 (ერთი მთელი) კოეფიციენტის გათვალისწინებით.

6.თუ პროგრამაში კონკრეტული ღონისძიების შესაბამის კოეფიციენტში ანდა პირობაში არის შეუსაბამობა (კოეფიციენტი გამოტოვებულია ან არასწორად არის დასმული მძიმე მაგ.: I ფრე 3.15 ის ნაცვლად წერია 31.50. II ბურთების ტოტული 2.5–ის ნაცვლად წერია 250 III. ტოტულის მეტ–ნაკლებში 10.0 ნაცვლად წერია 1.0 და ა.შემდეგ.)

IV „ცოცხალის“ თამაშის წესები.

ტოტალიზატორი ცოცხლის შედეგების დაფიქსირებისას სარგებლობს შემდეგი საიტებით:

ჩემპიონთა ლიგა.ევროპის თასი(უეფას თასი)– – – – – www.uefa.com

ევროპის ჩემპიონატი და შესარჩევი ეტაპი.– – – – – – www.uefa.com

მსოფლიო ჩემპიონატი და შესარჩევი ეტაპი.– – – – – – www.fifa.com

გერმანიის ჩემპიონატი– ––– – – – – – – – – – – – – – – – www.bundesliga.de

იტალიის ჩემპიონატი– – – – – – – – – – – – – – – – – – – www.soccernet.espn.go.com

ინგლისისა და შოტლანდიის შესარჩევი ეტაპი– – – – www.sportinglife.com

ესპანეთის ჩემპიონატი– – – – –– – – – – – – – – – – – – www.marca.com

საფრანგეთის ჩემპიონატი– – – – – – – – – – – – – – – – – www.lequipe.fr

რუსეთის პრემიერლიგა– – – – – – – – – – – – – – – – – – www.rpfl.org

რუსეთის 1 დივიზიონი– – – – – – – – – – – – – – – – – – www.1fnl.ru

სხვა ქვეყნის ჩემპიონატების საიტების დაზუსტება, რომელიც ჩემონათვალში არ არის, შესაძლოა ტოტალიზატორის ოფისებში მენეჯერთან ან ცხელ ხაზზე რომელიც მითითებულია ბილეთის უკანა მხარეზე და ვებ გვერდზე –www.crystalbet.com

„ცოცხლის“ გათამაშების პოზიციები:

1.ვინ დაიწყებს თამაშს: რომელი გუნდი შეიყვანს თამაშში ბურთს. აღნიშნულ პოზიციაზე ფსონის მიღება წყდება მატჩის დაწყებამდე 5 წუთით ადრე.

2.ვინ მოაწვდის პირველ აუტს: ამ კატეგორიაში ფსონის დამდებმა უნდა გამოიცნოს რომელი გუნდი მოაწვდის პირველ ბურთს გვერდითი ხაზიდან. იმ შემთხვევაში თუ გუნდის მოთამაშე აუტის ჩამოწოდების დროს დაარღვევს წესს (ანუ არასწორად ჩამოაწვდის მას და მატჩის მთავარი არბიტრი აუტის ჩამოწოდების უფლებას გადასცემს მეორე გუნდს), გამარჯვებულია ფსონი, რომელიც დადებულია გუნდზე რომელმაც პირველად მოიპოვა აუტის ჩამოწოდების უფლება. მიუხედავად იმისა თუ შემდგომში რა გადაწყვეტილებას მიიღებს არბიტრი. თუ შემთხვევით მატჩის ტრანსლაციისას არ გამოჩნდა პირველი აუტის ჩამოწოდების მომენტი და შესაბამისად არც ინტერნეტ საიტების საშუალებით გაირკვა აღნიშნული ფსონის შედეგი, ფსონის კოეფიციენტი 1.0–ის ტოლად ითვლება!

3.ვინ მოაწვდის პირველ კუთხურს: აღნიშნული ფსონის დამდებმა პირმა უნდა გამოიცნოს რომელი გუნდი მოაწვდის პირველ კუთხურს. ტოტალიზატორი ეყრდნობა ინტერნეტ საიტებით მიღებულ იმფორმაციას, მაგრამ თუ ინტერნეტის საშუალებით ვერ გაირკვა აღნიშნული შედეგი, ფსონის კოეფიციენტი 1– ის ტოლად ითვლება!

4.რამდენი კუთხური ჩამოწოდდება მატჩში: ფსონი იდება მატჩის ძირითად დროში ჩამოწოდებული კუთხურების მეტ–ნაკლებობის გამოცნობაზე. თუ მატჩში ბურთი გადავიდა კუთხურზე, მაგრამ დროის ამოწურვის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო მსაჯმა აღარ ჩამოაწოდებინა კუთხური, მაშინ ასეთი კუთხური ანგარიშში არ ჩაითვლება!

5.კუთხურების ფორა: ფსონის დამდებმა პირმა უნდა გამოიცნოს პირველი გუნდის მიერ მოწოდებული კუთხურების რაოდენობის შეფარდება მეორე გუნდის მიერ მოწოდებული კუთხურების რაოდენობასთან მითითებული ფორის შესაბამისად! (გადასულ, მაგრამ არაჩამოწოდებული კუთხურის შემთხვევაში, მოქმედებს იგივე წესი, რაც განხილულია „რამდენი კუთხური ჩამოწოდდება მატჩში“ კატეგორიის შემთხვევაში).

6.ვინ მიიღებს პირველ ყვითელ ბარათს: ამ პოზიციაზე ფსონის დამდებმა პირმა უნდა გამოიცნოს თუ მინდორზე მყოფი რომელი გუნდის მოთამაშე მიიღებს პირველ ყვითელ ბარათს. თუ მსაჯმა ორივე გუნდის წარმომადგენელს ერთდროულად აჩვენა ყვითელი ბარათი, აღნიშნულ პოზიციაზე კოეფიციენტი გახდება ერთის ტოლი. აღნიშნული შედეგის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მატჩის ორგანიზატორი ფედერაციის ოფიციალურ საიტს.

7.ყვითელი ბარათების რაოდენობა: ამ კატეგორიის ფსონის დამდებმა პირმა უნდა გამოიცნოს, რა რაოდენობის ყვითელ ბარათს მიიღებს ორივე მოასპარაზე გუნდი ერთად მატჩის ძირითად დროში. მწვრთნელთა კორპუსის სათადარიგო შემადგენლობაში მოთამაშეებისა და შეცვლაზე გასული ფეხბურთელის მიერ მიღებული ყვითელი ბარათი მხედველობაში არ მიიღება. თამაშში დაფიქსირებული ბარათების რაოდენობა განისაზღვრება მხოლოდ ყვითელი ბარათებით, წითელი ბარათი 2 ყვითლად არ ითვლება.

8.იქნება თუ არა პენალტი: ფსონის დამდებმა პირმა უნდა გამოიცნოს, დაინიშნება თუ არა პენალტი მატჩის ძირითად დროში. პენალტი არის ერთადერთი კატეგორია , რომელსაც მსაჯი ასრულებინებს მატჩის ძირითადი დროის გასვლის მიუხედავად, ამიტომ ასეთი პენალტიც ითვლება ანგარიშში. (ლაპარაკია ოვერტაიმამდე და არა ოვერტაიმში დანიშნულ პენალტზე).

9.წითელი ან ყვითელი ბარათი იქნება თუ არა: ფსონის დამდები პირი ვალდებულია გამოიცნოს, მიიღებს თუ არა უშუალოდ მატჩში მონაწილე ფეხბურთელი წითელ ბარათს მატში მონაწილეობის პროცესში! (წითელი ან ყვითელი ბარათების რაოდენობაში არ ჩაითვლება მწრთველზე, სათადარიგო ან უკვე შეცვლილ ფეხბურთელზე ნაჩვენები წითელი ან ყვითელი ბარათი!)

10.პირველი გოლი – მონაწილე გუნდებიდან ერთ–ერთის მიერ პირველი ბურთის გატანა მოწინააღმდეგის კარში.

11.რომელ ტაიმში იქნება მეტი ყვითელი ბარათი : ფსონის დამდებმა პირმა უნდა გამოიცნოს რომელ ტაიმში მიიღებენ მოთამაშეები მეტ ყვითელ ბარათს. არცერთი ბარათის შემთხვევაში ითვლება თანაბრად.

12.რომელ ტაიმში მოხდება პირველი შეცვლა: ფსონის დამდებმა პირმა უნდა გამოიცნოს, რომელ ტაიმში მოხდება პირევლი შეცვლა: I ტაიმში, II ტაიმში თუ შესვენებაზე.

13.პირველი შეცვლისას,თუ ორივე მოთამაშის შეცვლა მოხდა დროის ერთ მონაკვეთში, პირველი შეცვლა ჩაეთვლება პოზიციად ერთდროულად.

14.გაიტანს თუ არა კონკრეტული ფეხბურთელი მატჩში გოლს: ფსონის დამდებმა პირმა უნდა გამოიცნოს გაიტანს თუ არა მითითებული ფეხბურთელი გოლს მატჩის ძირითად დროში. თუ მითითებული ფეხმბურთელი ვერ მოხვდა განაცხადში ან მოხვდა განაცხადში, მაგრამ არ მიიღო მონაწილეობა უშუალოდ მატჩის ძირითადი დროის მსვლელობისას (არ იქნება დაყენებული როგორც ძირითად შემადგენლობაში, ასევე არ იქნება შეყვანილი შეცვლაზე) ასეთ შემთხვევაში კოეფიციენტი 1 – ის ტოლად ჩაითვლება.

15.ცოცხლის სტატისტიკური მონაცემების დაფიქსირებისას, ხშირ შემთხვევაში,სხვადასხვა ინტერნეტ საიტების მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ქვეყნებისა თუ საიტების დათვლის პრინციპების არაერთფეროვნებით.

აღნიშნული აისახება ყვითელი ბარათის, კუთხურების, ჯარიმების, თამაშგარის, კარში დარტყმის, წითელი ბარათის, ბურთის ფლობის % და სხვადასხვა შემთხვევების ჩათვლით თუ არაჩათვლით.

აქედან გამომდინარე „ცოცხალის“ შედეგების დაფიქსირებისას ვსარგებლობთ და ვეყრდნობით მხოლოდ ჩვენს მიერ მითითებულ საიტებზე არსებულ ინფორმაცია.

სხვა საიტებზე არსებული ინფორმაცია მხედველობაში არ მიიღება.

ვიდეო ჩანაწერის არსებობისას ტოტალიზატორის გადაწყვეტილებით შესაძლებელია სადაო საკითხის განხილვა და შედეგის დაფიქსირება, გარდა შემდეგი ნომინაციებისა:

კარში დარტყმა, ჯარიმების რაოდენობა, ბურთის ფლობის % და თამაშგარე მდგომარეობა, განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ ტოტალიზატორის მიერ მითითებული საიტებიდან.

ტოტალიზატორი იხსნის ყოველგვარ ვალდებულებას ვიდეო ჩანაწერის წარდგენაზე.

16.ავტოგოლი არ ითვლება: დუბლში, ჰეთ–თრიკში, პოკერში, იქნება თუ არა გოლი გატანილი თავით, და შეცვლაზე შემოსული მოთამაშე გაიტანს გოლს. ავტოგოლი ითვლება მხოლოდ ავტოგოლად.

17.ავტოგოლად ითვლება მოთამაშის მიერ საკუთარ კარში გატანილი გოლი და ანგარიშში ეთვლება მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარეს.

18. ბურთის ფლობის %–ობა, ჯარიმების რაოდენობა განისაზღვრება მხოლოდ ტოტალიზატორის მიერ მითითებული ინტერნეტ საიტების სტატისტიკური მონაცემებიდან.

19.ოფსაიდების რაოდენობა: ფსონის დამდებმა პირმა უნდა გამოიცნოს რამდენი ოფსაიდი იქნება მატჩის ძირითად დროში. (შედეგის დაფიქსირებისას უპირატესობა ენიჭება ოფიციალურ საიტის სტატისტიკის მონაცემს.)

20.დროის რომელ მონაკვეთსი გავა I გოლი. აღნიშნულ პოზიციაზე ფსონის დამდებმა პირმა უნდა გამოიცნოს დროის რომელც მონაკვეთში გავა გოლი, დროის მონაკვეთს ადგენს ორგანიზაცია და მიუთითებს პროგრამაში შესაბამის გრაფაში. (თუ მითითებულია გოლის დრო 1–23 წუთის ჩათვლით და გოლი გავიდა 23:01წთ–ზე 1–23 წუთის ჩათვლით გოლის გასვლაზე დადებული ფსონი წაგებულად ჩაითვლება).

21.ორივე ტაიმში 1.5 მეტი გოლი, ამ პოზიციაზე დადებული ფსონი მოგებულად ჩაითვლება თუ ორივე ტაიმში ცალ–ცალკე გავა ორი ან მეტი გოლი, წინააღმდეგ შემთხვევასი ფსონი წაგებულია.

22.ორივე ტაიმში 1.5–ზე ნაკლები გოლი, ამ პოზიციაზე დადებული ფსონი მოგებულად ჩაითვლება თუ ორივე ტაიმში ცალ–ცალკე გავა თითო თითო გოლი, წინააღმდეგ შემთხვევაში ფსონი წაგებულია.

23.„ცოცხლის“ დამატებითი პოზიციებზე დადებულ ფსონებზე მოგებები გაიცემა მხოლოდ დაფიქსირებულ და გარკვეულ პოზიციებზე, მატჩის შეწყვეტის შემთხვევაში (თუ მატჩი არ შედგა ერთი კალენდარული დღის განმავლობაში) პოზიციებზე, რომლებზეც მატჩის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გავლენის მოხდენა არ შეეძლო, მოგებბები გაიცემა დამდგარი შედეგის მიხედვით. ( მაგ: თუ მატჩი შეწყდა და ამ დროისთვის იყო დაფიქსირებული ანგარიში 2:1 მოგებები გაიცემა ფსონზე რომელიც დადებული იყო 2.5–ზე მეტ გოლზე ხოლო 2.5–ზე ნაკლებ გოლზე დადებული ფსონი წაგებულად ჩაითვლება ) არ შემდგარი პოზიციები (პოზიციები რომლებზეც მატჩის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გავლენის მოხდენა შეეძლოთ) კი ჩაითვლება 1.0–ის ტოლ კოეფიციენტად. ეს პოუნქტები ეხება მხოლოდ „ცოცხლის“ დამატებით პოზიციებს.

24.შემდეგ ეტაპზე გასვლა. მოთამაშემ უნდა გამოიცნოს რომელი გუნდი გავა შემდეგ ეტაპზე.

25.ჯგუფიდან გასვლა, მოთამაშემ უნდა გამოიცნოს თუ რომელი გუნდი გავა ჯგუფიდან.

26.ჯგუფში პირველი ადგილი, მოთამაშემ უნდა გამოიცნოს თუ რომელი გუნდი დაიკავებს ჯგუფში პირველ ადგილს.

27.ნახევარფინალში გასვლა, მოთამაშემ უნდა გამოიცნოს ნახევარფინალში გასული გუნდი ან გუნდების წყვილი.

28.ფინალში გასვლა, მოთამაშემ უნდა გამოიცნოს ფინალში მონაწილე გუნდი ან გუნდების წყვილი.

29.ვინ გახდება ბომბარდირი. მოთამაშემ უნდა გამოიცნოს თუ ვინ გახდება ბომბარდირი.

30,დუბლი, ერთმა მოთამაშემ უნდა გაიტანოს ზუსტად 2 გოლი. დანარჩენ სხვა შემთხვევაში ფსონი წაგებულად ჩაითვლება.

31.ვინ აიღებს თასს. მოთამაშემ უნდა გამოიცნოს თუ რომელი გუნდი აიღებს თასს.

32.ჰეთ–თრიკი ერთმა მოთამაშემ უნდა გაიტანოს ზუსტად 3 გოლი. დანარჩენ სხვა შემთხვევაში ფსონი წაგებულად ჩაითვლება.

33.ჯგუფში გატანილი გოლების რაოდენობა. მოთამაშემ უნდა გამოიცნოს ჯგუფში გატანილი გოლების რაოდენობა.

34.თამაშგარე მდგომარეობის რაოდენობა: ფსონის დამდებმა პირმა უნდა გამოიცნოს რამდენი თამაშგარე მდგომარეობა იქნება მატჩის ძირითად დროში.

ორგანიზაციას შეუძლია აგრეთვე სპორტული ღონისძიებების სხვა პოზიციებზე ფსონების მიღება.

V. თამაშის წესები სპორტის სახეობის მიხედვით

ჩოგურთი – თამაშის მოკლე აღწერა.

1.ჩოგბურთის შემთხვევაში ფსონი მიიღება შემდეგ პოზიციებზე: გუნდის ან მოთამაშის მოგება, წაგება, ფორა და მეტ ნაკლებობაზე. ფორის და მეტ ნაკლებობის შედეგი განისაზღვრება გეიმების რაოდენობის მიხედვით.

2.თუ ერთ ერთი მონაწილე ნებისმიერი მიზეზის გამო უარს აცხადებს თამაშის გაგრძელებაზე (ან მიიღო დისკვალიფიკაცია) ყველა დარჩენილი გეიმი და სეტი ჩაითვლება წაგებულად. შედეგი დაფიქსირდება დამრგვალების პრინციპით გამარჯვებულის სასარგებლოდ მაგ. (5:2 შემთხვევაში 6:2.6:0,6:0 იმ შემთხვევაში თუ თამაში მიდის 6:6 დამრგვალდება 7:6,6:0,6:0 და ა.შ) და შედეგი ყველა პოზიციაზე განისაზღვრება მიღებული ანგარიშის მიხედვით.

3.იმ შემთხვევაში, თუ დისკვალიფიკაცია მოხდა მატჩის დაწყებამდე ან ერთ ერთი მონაწილე არ გამოვიდა კორტზე, მაშინ ამ ასპარეზობის ყველა პოზიციაზე კოეფიციენტი ჩაითვლება 1.0–ის ტოლად და ამ თამაშზე დადებული თანხა უბრუნდება მოთამაშეს.

4.თუ შეხვედრა დროეებით შეწყდა და არ დამთავრდა იმავე დღეს და გადაიდო ნებისმიერი მიზეზის გამო, დადებული ფსონი ძალაშია ამ ტურნირის დამთავრებამდე, ვიდრე თამაში არ დასრულდება ან ერთ ერთი მოთამაშე რაიმე მიზეზით (დანებდება დისკვალიფიკაცია ან სხვა) არ გამოეთიშება ტურნირს. ინფორმაცია კორტის საფარის შესახებ ატარებს საინფორმაციო ხასიათს. კორტის შეცვლის შემთხვევაში ფსონები რჩება ძალაში. თამაშის ფორმატის შეცვლის შემთხვევაში ყველა პოზიციაზე (მოგება, წაგება, ტოტული) ფსონი უქმდება.

5.ჩოგბურთში არა აქვს მნიშვნელობა წყვილში, რომელი მოთამაშე იქნება დასახელებული წყვილში პირველ და მეორე პოზიციაზე, მიუხედავად იმისა თუ სად ტარდება ტურნირი. იმ შემთხვევაში თუ ზღვარად დასახელებული ქულების რაოდენობა გამოსახულია მთელი რიცხვით (მაგ.:19.0, 20.0, 21.0 და ა.შ.) მაშინ მოქმედებს ზეროს პრინციპი კოეფიციენტი 1.0 – ის ტოლი ხდება და თანხა უბრუნდება მოთამაშეს.

კალათბურთი.

1.თუ პროგრამაში გამოცხადებულია თამაშის სამი პოზიცია (პირველი გუნდის მოგება, ფრე, მეორე გუნდის მოგება) ფსონები მიიღება ძირითადი გუნდის შედეგზე, თუ პროგრამაში გამოცხადებულია თამაშის ორი პოზიცია (პირველი გუნდის მოგება, მეორე გუნდის მოგება) მაშინ ფსონების დაანგარიშება მოხდება დამატებითი დროის გათვალისწინებით.

2.ფსონები მიიღება ასევე ძირითადი თამაშის ფორებზე და თამაშის ტოტალზე. შესაბამისად თუ გამოცხადებულია თამაშის სამი პოზიცია (პირველი გუნდის მოგება, ფრე, მეორე გუნდის მოგება) ფსონების დაანგარიშება მოხდება ძირითადი დროის შედეგის გათვალისწინებით და შესაბამისად თუ გამოცხადებულია თამაშის ორი პოზიცია (პირველი გუნდის მოგება, მეორე გუნდის მოგება) მაშინ ფსონების დაანგარიშება მოხდება დამატებითი დროის გათვალისწინებით.

3.ფსონები მიიღება თამაშის პირველი ნახევრის შედეგზე, ფორაზე და ტოტალზე.

4.ფსონები მიიღება აგრეთვე თამაშის პირველი მეოთხედის შედეგზე, ფორაზე, ტოტალზე.

5.ერთი გუნდის მიერ აღებულ ქულათა რაოდენობაზე.

ჰოკეი

1, თუ პროგრამაში გამოცხადებულია თამაშის სამი პოზიცია (პირველი გუნდის მოგება, ფრე, მეორე გუნდის მოგება)ფსონები მიიღება ძირითადი დროის შედეგზე, თუ პროგრამაში გამოცხადებულია თამაშის ორი პოზიცია (პირველი გუნდის მოგება, მეორე გუნდის მოგება) მაშინ ფსონებს დაანგარიშება მოხდება დამატებითი დროის გათვალისწინებით.

2.ფსონები მიიღება ასევე ძირითადი დროის ფორებზე და თამაშის ტოტალზე. შესაბამისად თუ გამოცხადებულია თამაშის სამი პოზიცია (პირველი გუნდის მოგება, ფრე, მეორე გუნდის მოგება) ფსონების დაანგარიშება მოხდება ძირითადი დროის შედეგის გათვალისწინებით და შესაბამისად თუ გამოცხადებულია თამაშის ორი პოზიცია (პირველი გუნდის მოგება, მეორე გუნდის მოგება) მაშინ ფსონების დაანგარიშება მოხდება დამატებითი დროის გათვალისწინებით.

3.ფსონები მიიღება თამაშის პირველი პერიოდის შედეგზე, ფორაზე და ტოტალზე.

4.რომელ პერიოდში გავა მეტი შაიბა.

5.ერთი გუნდის მიერ გატანილი შაიბის რაოდენობა.

რაგბი

სპორტული გუნდური თამაშის სახეობა ოვალური ბურთით, რომელსაც ორივე გუნდის თითოეული მოთამაშე ერთმანეთისათვის ხელით და ფეხით ბურთის გადაცემით ცდილობს დაამიწოს იგი მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედანში, მოწინააღმდეგის კარს მიღმა ან გაიტანოს H - ის ფორმის კარში.

თამაშის მიზანია ორმა 15 კაციანმა გუნდმა, წესების დაცვით მოაგროვოს შეძლებისდაგვარად მეტი ქულა. გუნდი რომელმაც მეტოქეზე მეტი ქულა მოაგროვა, ითვლება გამარჯვებულად.

ქულების დაგროვება ხდება ლელოს გატანით ან დარტყმის შესრულებით. ლელოს გატანა არის მოთამაშის შესვლა მოწინააღმდეგე გუნდის ჩათვლის მოედანზე და ბურთის მიწაზე დადება. ლელოს გამტანი გუნდი იღებს 5 ქულას.

არეკნი – თამაშის დროს ბურთის დარტყმა. ფასდება 3 ქულით.

ჯარიმა – ფასდება 3 ქულით.

გარდასახვა – ინიშნება ლელოს გატანის შემდეგ და ირტყმება ლელოს გატანის ხაზის გასწვრივ. ფასდება 2 ქულით.

მატჩი იყოფა ორ ტაიმად, თითო ტაიმის ხანგრძლივობა 40 წუთია.

1.ფსონები მიიღება როგორც პირველი გუნდის მოგებაზე, ასევე ფრეზე და მეორე გუნდის მოგებაზე.

2.ფსონები მიიღება ფორაზე და გატანილი ბურთების ტოტალზე.

ფრენბურთი

– მეტად პოპულარული სპორტის გუნდური სახეობა, რომელშიც ორი გუნდი (თითოეულში ექვსი მოთამაშე) ცდილობს ქულები მოაგროვოს მოწინააღმდეგის მოედანში ბურთის ჩაგდებით.

მატჩი ფრენბურთში სამი პარტიის მოგებამდე გრძელდება. თითოეული პარტია კი 25 ქულამდე (მეხუთე პარტია 15 ქულამდე). ამასთან აუცილებელია მინიმუმ ორ ქულიანი სხვაობა (ანუ 25–24 ზე თამაში არ მთავრდება და გრძელდება ორ ქულიანი უპირატესობის მოპოვებამდე).

1.ფსონები მიიღება მოგებაზე მატჩში ან სეტში.

2.ფორაზე და ტოტალზე.

3.ფორები და ტოტალი აღინიშნება თამაშის ქულების მიხედვით.

ხელბურთი – თამაშის მოკლე აღწერა

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელებული გუნდური სპორტული თამაში, სადაც შვიდი წევრისაგან შემდგარი ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს. მოთამაშეები თამაშობენ მხოლოდ ხელით და ცდილობენ მოწინააღმდეგის კარში გაიტანონ მეტი ბურთი.

ხელბურთს თამაშობენ მოფიცრულ იატაკიან დარბაზში. მოედნის ზომებია 20:40მ. პირით ხაზებს შუა დგას ბადიანი კარები, რომლის სიგანე 3, ხოლო სიმაღლე 2 მეტრია. თამაში შედგება ორი 30 წუთიანი (წმინდა დრო) ტაიმისგან, ათწუთიანი შესვენებით. გუნდში 12 მოთამაშეა (7 მოედანზე და 5 სათადარიგო)

1.ფსონები მიიღება როგორც პირველი გუნდის მოგებაზე, ასევე ფრეზე და მეორე გუნდის მოგებაზე.

2.ფსონები მიიღება ფორაზე და გატანილი ბურთების ტოტალზე.

წყალბურთი – თამაშის მოკლე აღწერა.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელებული გუნდური სპორტული თამაში, სადაც შვიდი წევრისგან (ერთი მეკარე) შემდგარი ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს. გუნდის მიზანია საკუთარი კარის დაცვა და მეტოქე გუნდის კარში ბურთის გატანა.

წყალბურთს თამაშობენ 50 მეტრიან აუზში. სათამაშო მოედნის ზომებია:20:30 წყლის სიღრმე არა ნაკლებ 2 მეტრი. კარის ზომაა 3:09. თამაშობენ ოთხ რვა წუთიან პერიოდს (სუფთა დრო). შესვენება 2 წუთი (მეორე შესვენება 5 წუთი)

1.ფსონები მიიღება პირველი გუნდის მოგებაზე, ფრეზე, მეორე გუნდის მოგებაზე.

2.ფსონები მიირება ფორაზე და ბურთების ტოტალზე.

ბეისბოლი – თამაშის მოკლე აღწერა .

თამაშში მონაწილეობს ორი გუნდი, რომლებიც რიგ რიგობით თამაშობენ თავდასხმას და დაცვას. თამაშის მიზანია მოწინააღმდეგეზე მეტი ქულის დაგროვება. ქულა ჩაითვლება თუ მოთამაშე რომელიც თამაშობს თავდასხმის გუნდში გაირბენს რიგ რიგობით ყველა ბაზას. (ბაზა–კვადრატი–30X30 სმ). მატჩი შდგება პერიოდებისაგან–: “ინინგი“ თითოეულში ორივე გუნდი თამაშობს თავდასხმასაც და დაცვასაც. ძირითადად თამაში შედგება 9 ინინგისაგან.

თამაშის ფრედ დამთავრების შემთხვევაში ინიშნება დამატებითი ინინგი. გამონაკლისს წარმოადგენს იაპონიის ბეისბოლი (NPB) სადაც შესაძლებელია თამაში დამთავრდეს ფრედ.

ფსონი.

1.ამერიკული ბეისბოლი (MLB)- ფსონები მიიღება დამატებითი ინინგების გათვალისწინებით.

2.იაპონიის ბეისბოლი (NPB) - თამაშის ფრედ დამთავრების შემთხვევაში (ზოგჯერ შესაძლებელია თამაშის ფრედ დასრულების შემთხვევაში დაინიშნოს დამატებითი ინინგი, ამ შემთხვევაში დაფიქსირდება შედეგი დამატებითი ინინგის გათვალისწინებით) მოთამაშეს თანხა უბრუნდება.

3.თუ მატჩში ნათამაშებია 5 ინინგზე ნაკლები, ფსონები ექვემდებარება დაბრუნებას.

4.თუ თამაში გადაიდო გამოცხადებულ დროზე 24 საათზე დიდი ხნის ვადით, თამაშზე დადებული ფსონი უქმდება და თანხა მოთამაშეს უბრუნდება.

პლაჟის ფრენბურთი

1.ფსონები სპორტის ამ სახეობაზე მიიღება პირველი ან მეორე მოთამაშის (წყვილის) მოგებაზე.

2.ფორებზე და ტოტალზე. ფორა და ტოტალი სპორტის ამ სახეობაში მიეთითება ქულებით.

ამერიკული ფეხბურთი

თამაშის მოკლე აღწერა – თამაშის მიზანია მაქსიმალური ქულების დაგროვება, ბურთის მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედანზე შეტანით, ან მოედნიდან კარებში გატანით. იგებს ის გუნდიმ რომელიც დააგროვებს მეტ ქულას. პროფესიულ ფეხურთში მატჩის ხანგრძლივობა შეადგენს 60 წუთს. სათამაშო დრო დაყოფილია ოთხ მეოთხედად, თითოეული 15 წუთი. თამაშის დროს სხვადასხვა მიზეზით საათი ხშირად ჩერდება, ამიტომ თამაში შეიძლება გაგრძელდეს 3 საათზე მეტ ხანს. ორივე გუნდს აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს ტაიმ აუტი თამაშის ორივე ნახევარში.

თუ თამაში დამთავრდა ფრედ, ინიშნება დამატებითი დრო. დამატებითი დრო გრძელდება 15 წუთი, თამაში მთავრდება როდესაც ერთ ერთი გუნდი გაიტანს ოქროს გოლს. თუ დამატებითი 15 წუთის განმავლობაშიც ვერცერთმა გუნდმა ვერ გაიტანა გოლი ფიქსირდება ფრე.

1.ამერიკულ ფეხბიურთზე ფსონები მიიღება რომელიმე გუნდის მოგებაზე. მატჩის შედეგი ფიქსირდება დამატებითი დროის გათვალისწინებით. თუ დამატებითი დროის შემდეგ თამაში დამთავრდა ფრედ კოეფიციენტი გახდება ერთის ტოლი და მოთამაშეს თანხა დაუბრუნდება.

2.ფსონები მიიღება აგრეთვე ფორაზე და ტოტალზე.

ავსტრალიური ფეხბურთი – თამაშის მოკლე აღწერა.

თამაშში მონაწილე თითოეული გუნდის მიზანია მოწინააღმდეგე გუნდის კარის აღება და ამით რაც შეიზლება მეტი ქულის დაგროვება. თითოეულ გუნდს გააჩნია ორი კარი, რომლებიც განთავსებულია ერთმანეთში, დიდ კარში გატანილი გოლისთვის გუნდს ენიჭება ერთი ქულა, ფეხით გატანილ გოლზე პატარა კარებში 6 ქულა. კარის სიმაღლე არ არის განსაზღვრული. ბურთით ხელში შეიძლება გაკეთდეს 10 ნაბიჯი, შემდეგ ბურთი უნდა გადაეცეს სხვას, ან გაგრძელდეს მოძრაობა ბურთთან ერთად ბურთის მიწასთან შეხების შემდეგ. თითოეულ გუნდში 18 მოთამაშეა. მინდორი ოვალურია სიგრძე 185 მ. სიგანე 155 მ. მატჩი შედგება ოთხი პერიოდისგან, თითოეულის ხანგრძლივობა არის 20 წუთი. (სულ 80 წუთი)

1.შედეგი განისაზღვრება ძირითადი დროს გათვალისწინებით.

2.ფსონები მიიღება როგორც ფორებზე ასევე თამაშის ტოტალზე.

3.ფსონები მიიღება აგრეთვე მატჩის პირველ ნახევარზე. ასეთ სემთხვევაში დადებული ფსონის დაანგარიშება ხდება ძირითადი დროის პირველი ნახევრის შედეგით.

ბილიარდი

1.ფსონები მიიღება ტურნირში გამარჯვებაზე. თუ მოთამაშე გამოეთიშა ტურნირს ამ შემთხვევაში მასზე დადებული ფსონი წაგებულად ითვლება.

2.ფსონი მიიღება მოთამაშის გამარჯვებაზე. მოთამაშე გამარჯვებულად ითვლება თუ ის გადავა ტურნირის შემდეგ ეტაპზე. თუ მოთამაშემ არ დაიწყო თამაში ყველა ფსონი გაუქმებულად ითვლება და თანხა უბრუნდება მოთამაშეს.

მაგიდის ჩოგბურთი – თამაშის მოკლე აღწერა.

ასევე ცნობილია, როგორც პინგ–პონგი ერთ ერთი პოპულარული თამაშის სახეობაა მსოფლიოში. მისი არსია მსუბუქი, ღრუიანი ბურთის მოწინააღმდეგესთვის ისეთი კუთხით ჩაწოდება, რომ მან მისი უკუდარტყმა ვეღარ მოახერხოს.

1.ფსონები სპორტის ამ სახეობაზე მიიღება პირველი ან მეორე მოთამაშის მოგებაზე.

2.ფორებზე და ტოტალზე.

3.ფორა და ტოტალი სპორტის ამ სახეობაში მიეთითება ქულებით.

ფორმულა 1

1.ფსონები მიიღება როგორც უშუალოდ რბოლაზე ასევე კვალიფიკაციაზე

–რბოლის ან კვალიფიკაციის გამარჯვებული

–რბოლაში ან კვალიფიკაციაში პირველი სამეული

–რბოლაში ან კვალიფიკაციაში პირველი ექვსეული

–რამდენი პილოტი დაამთავრებს რბოლას

–სწრაფი წრე. (რომელი პილოტი აჩვენებს ყველაზე მცირე დროს წრეზე)

–ორი პილოტი შედარება (ვინ მიაღწევს უკეთეს შედეგს რბოლაში)

კრივი

1.თუ რომელი მოკრივე შეიცვალა, კოეფიციენტი ხდება ერთის ტოლი და თანხა მოთამაშეს უბრუნდება.

2.ფსონები მიიღება პირველი მოკრივის მოგებაზე, ფორაზე, მეორე მოკრივის მოგებაზე.

3.თუ ორთაბრძოლა გადაიდო 24 საათზე მეტი ხნით ფსონები უქმდება და თანხა უბრუნდება მოთამაშეს.

4ფსონები მიიღება აგრეთვე რაუნდების რაოდენობაზე.

დარტსი –– თამაშის მოკლე აღწერა.

ინდივიდუალური შეჯიბრება მოკლე (30,5 სმ)ხელშუბის ტყორცნაში. მოასპარეზენი ხელშუბებს 2,37მ. მანძილიდან ტყორცნიან ვერტიკალურად განლაგებულ მრგვალ სამიზნეში, რომლის ცენტრიც იატაკს 173 სმ.ით არის დაშორებული. სამიზნე 20 ტოლ სექტორადაა დაყოფილი.სექტორები დანომრილია 1 დან 20 მდე. გარდა ამისა, სამიზნეზე დახაზულია სამი, ერთმანეთის მიმართ კონცენტრულად განლაგებული წრე. ხელშუბის მოხვედრება პირველ (ანუ გარე) წრეში იძლევა სექტორის ნომერის ტოლი რაოდენობის ქულებს. შუა (ანუ გასამმაგების) წრეში მოხვედრისას მსროლელი ქულას იღებს შემდეგი ფორმულით: სექტორის ნომერი გამრავლებული სამზე. შიდა (გაორმაგების) წრეში მოხვედრისას სექტორის ნომერი ორზე მრავლდება, ცენტრში მორტყმას კი 50 ქულა მოაქვს.

სპორტის ამ სახეობაზე ფსონები მიიღება:

1. ტურნირში გამარჯვებულზე

2. ორი მოთამაშის შედეგის შედარებაზე (ვინ უკეთეს შედეგს მიაღწევს)

ველოსპორტი

1.ფსონები მიიღება მრბოლელის ტურნირში გამარჯვებაზე.

2.ფსონები მიიღება თუ ორი მრბოლელიდან რომელიმე მიაღწევს უკეთეს შედეგს გარკვეულ ეტაპზე. ამ შემთხვევაში ორივე მრბოლელმა უნდა აიღოს სტარტი, თუ ერთი მრბოლელი ვერ დაამთავრებს ეტაპს მეორე ითვლება მოგებულად. თუ ვერცერთი ვერ დაამთავრებს ეტაპს ფსონი გაუქმებულად ითვლება და თანხა მოთამაშეს უბრუნდება.

ბადმინტონი – თამაშის მოკლე აღწერა.

ოლიმპიური სპორტის სახეობაა, რომელიც არის ჩოგბურთის მსგავსი თამაში მაღლა გაჭიმული ბადის თავზე ჩოგნით ისვრიან კორპის ან პლასმასის ძაბრისებურ ბურთს (ვოლანს). მას ძირითადად დარბაზში თამაშობენ. თამაში ხდება ორ მოწინააღმდეგეს შორის, თითოეულ მხარეს წარმოადგენს (ერთეულებში) ან ორი (წყვილებში) მოთამაშე(ები). მისი ხანგრძლივობა 21 (მაქსიმუმ 31) ქულამდე. გამონაკლისი 20:20–ზე ხდება თამაშის ავტომატური გაგრძელება.

1.ფსონები სპორტის ამ სახეობაზე მიიღება პირველი ან მეორე მოთამაშის (წყვილის) მოგებაზე.

2.ფორებზე და ტოტალზე.

ფორა და ტოტალი სპორტის ამ სახეობაში მიეთითება ქულებით.

ჰოკეი ბურთით(ბენდი) – თამაშის მოკლე აღწერა.

გუნდური სპორტული თამაში, ტარდება ყინულის მოედანზე ორი გუნდის მონაწილეობით (ათი მოთამასე თითოეულ გუნდში და თითო მეკარე).

თამაში შედგება 2 ტაიმისგან თითოეული 45 წუთის ხანგრძლივობით.

1.თუ პროგრამაში არ არის სხვა რამ მითითებული ფსონები დაიანგარიშება თამაშის 90 წუთის გათვალისწინებით (3 პერიოდი თითო 30 წუთი ან 2 ნახევარი თითო 45 წუთი). დამატებითი დრო მხედველობაში არ მიიღება.

2.ფსონები მიიღება: პირველი გუნდის მოგება, ფრე,მ ეორე გუნდის მოგება.

3.ფორაზე და გატანილი ბურთების ტოტალზე.

ბალახის ჰოკეი,წყალბურთი,ფუტზალი,პლაჟის ფეხბურთი

1.ფსონები მიიღება პირველი გუნდის მოგებაზე, ფრეზე, მეორე გუნდის მოგებაზე.

2.ფსონები მიიღება ფორაზე და ბურთების ტოტალზე.

LIVE BETTING - სუპერ ლაივის წესები

სუპერ ლაივის თამაშები და შედეგები მოგვეწოდება კომპანია ბეთრადარიდან www.betradar.com.

სუპერ ლაივი არის ფსონის დადება მიმდინარე თამაშის დროს. სუპერ ლაივზე მოქმედებს შემდეგი წესები.

ფეხბურთი

  • ყველა ფსონი (პირველი და მეორე ტაიმის შემდეგ შესვენების, დამატებითი დროის და პენალტის სერიის გარდა) ჩაითვლება როგორც ძირითადი დრო.
  • თუ მატჩი შეწყდა და განახლდა თამაშის დაწყებიდან 24–სთ განმავლობაში, ყველა ფსონი ჩაითვლება საბოლოო შედეგის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა განუხორციელებელი ფსონი ბათილდება. ანუ ჩაითვლება (1,0–ის ტოლად).

ბარათები

  • ყვითელი ბარათი ჩაითვლება ერთ ბარათად, წითელი კი – 2 ბარათად. ერთი მოთამაშის მიერ მიღებული მეორე ყვითელი ბარათი, რომელსაც წითლი ბარათი მოჰყვება ბარათად არ ჩაითვლება, შედეგად მოთამაშეს დაუგროვდა სულ სამი ბარათი. (შესაბამისად ერთ მოთამაშეს თმაშის განმავლობაში შეუძლია მიიღოს მაქსიმუმ სამი ბარათი)
  • ანგარიშსწორება წარმოებს მატჩის ძირითდი დროის 90 წუთის განმავლობაში მიღებული ბარათების რიცხვის შესაბამისად.
  • მატჩის დასრულების შემდეგ მიღებული ბარათები არ ჩაითვლება.
  • უმოქმედო მოთმაშეთ მიერ მიღებული ბარათბი (უკვე გამოცვლილი მოთამაშეები, მწვრთნელთა კორპუსი, სათადარიგო სკამზე მყოფი მოთმაშეები,რომლებიც არ გასულან შეცვლაზე) არ ჩათვლება.

კუთხურები

  • დანიშნული, მაგრამ შეუსრულებელი კუთხურები არ ჩაითვლება.

ანგარიშწორების და გაბათილების წესები

  • თუ მიმდინარე თამაშზე კოეფიციენტები გახსნილი რჩება ისეთი მოვლენის შემდეგ, როგორებიცაა: გოლის გატანა, ყვითელი და წითელი ბარათების ჩევენება, პენალტი, ჩვენ ვიტოვებთ ფსონების გაბათილების უფლებას.
  • თუ მატჩი შეწყვეტილია ან გადატანილია და არ განახლებულა მისი დაწყების მომენტიდან 24–საათის განმავლობაში ფსონები ბათილდება.
  • თუ გუნდის სახელწოდება ან მოთამაშეთა სახელები არა სწორად არის მითითებული ფსონები ბათილდება.
  • თუ კოეფიციენტები გაიხსნა არა საკმარისი ან არასწორად ნაჩვენები წითელი ბარათებით, ჩვენ ვიტოვებთ ფსონების გაბათილების უფლებას.
  • თუ დამატებითი ფსონები გაკეთდა მატჩის არასწორი დროის მითითებით (ხუთ წუთზე მეტი) ჩვენ ვიტოვებთ ფსონების გაბათილების უფლებას.
  • თუ შეტანილია არასწორი ანგარიში, ანგარიშის გამოქვეყნების მომენტისათვის ყველა აღნიშნული კოეფიციენტი ბათილდება.

კალათბურთი

  • თუ მატჩი შეწყვეტილია ან გადატანილია და არ განახლებულა მისი დაწყების მომენტიდან 24–საათის განმავლობაში ფსონები ბათილდება.
  • თუ დამატებითი ფსონები გაკეთდა მატჩის არა სწორი დროის მითითებით (ორ წუთზე მეტი) ჩვენ ვიტოვებთ ფსონების გაბათილების უფლებას.
  • თუ კოეფიციენტი გახსნილი რჩება არასწორი ანგარიშის მითითებით, რაც ფსონებზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ჩვენ ვიტოვებტთ ფსონების გაბათილების უფლებას.

ჰოკეი

  • თუ მატჩი შეწყდა და განახლდა თმაშის დაწყებიდან 24–საათის განმავლობაში, ყველა მოქმედი ფსონები ჩაითვლება საბოლოო შედეგის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა განუხორციელებელი ფსონი ბათილდება.
  • თუ კოეფიციენტები ღია რჩება ისეთი მოვლენების შემდეგ, როგორებიცაა: გოლის ან პენალტის გატანა, ჩვენ ვიტოვებთ ფსონების გაბათილების უფლებას.
  • თუ მატჩი შეწყვეტილია ან გადატანილია და არ განახლებულა მისი დაწყების მომენტიდან 24–საათის განმავლობაში ფსონები ბათილდება.

ხელბურთი

  • ყველა ფსონები (პირველი და მეორე ტაიმი) ჩაითვლება როგორც ძირითადი დრო.
  • თუ მატჩი შეწყვეტილია ან გადატანილია და არ განახლებულა მისი დაწყების მომენტიდან 24–საათის განმავლობაში ფსონები ბათილდება.
  • თუ დამატებითი ფსონები გაკეთდა მატჩის არა სწორი დროის მითითებით (ორ წუთზე მეტი) ჩვენ ვიტოვებთ ფსონების გაბათილების უფლებას.

ჩოგბურთი

  • იმ შემთხვევაში თუ მოთამაშე წყვეტს თამაშს ან უარს აცხადებს მასში მონაწილეობაზე ყველა განუხორციელებელი ფსონი ბათილდება.
  • რაიმე დაყოვნების შემთხვევაში (წვიმა, სიბნელე) ყველა პოზიცია შეჩერდება და ფსონების მიღება გაგრძელდება მატჩის განახლების მომენტიდან.
  • თუ დამატებითი ფსონები გაკეთდა მატჩის არა სწორი დროის მითითებით (ორ წუთზე მეტი) ჩვენ ვიტოვებთ ფსონების გაბათილების უფლებას.
  • თუ გუნდის, მოთამაშის/მოთამაშეთა სახელი/სახელები არასწორად არის მითითებული, ჩვენ ვიტოვებთ ფსონების გაბათილების უფლებას.

ფრენბურთი

  • იმ შემთხვევაში, თუ მატჩი არ დასრულებულა, ყველა განუხორციელებელი ფსონი ბათილდება.
  • ოქროს სეტი არ ჩაითვლება არცერთ აღნიშნულ ფსონში.
  • თუ მატჩი შეწყვეტილია ან გადატანილია და არ განახლებულა მისი დაწყების მომენტიდან 24–საათის განმავლობაში, ფსონები ბათილდება.
  • თუ კოეფიციენტები გახსნილი რჩება არასწორი ანგარიშის მითთებით, რაც ფსონებზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს, ჩვენ ვიტოვებთ ფსონების გაბათილების უფლებას.

პლაჟის ფრენბურთი

  • იმ შემთხვევაში, თუ მატჩი არ დასრულებულა, ყველა განუხორციელებელი ფსონი ბათილდება.
  • ოქროს სეტი არ ჩაითვლება არცერთ აღნიშნულ ფსონში.
  • თუ მატჩი შეწყვწტილია ან გადატანილია და არ განახლებულა მისი დაწყების მომენტიდან 24–საათის განმავლობაში, ფსონები ბათილდება.
  • თუ მატჩი შეწყვეტილია ან გადატანილია და არ განახლებულა მისი დაწყების მომენტიდან 24–საათის განმავლობაში, ფსონები ბათილდება.
  • იმ შემთხვევაში თუ გუნდი თამაშს წყვეტს, ყველა განუხორციელებელი ფსონი ბათილდება.

მინი ფეხბურთი

  • ყველა ფსონი (პირველი და მეორე ტაიმის შემდეგ შესვენების, დამატებითი დროის და პენალტის სერიის გარდა) ჩაითვლება როგორც ძირითადი დრო.
  • იმ შემთხვევაში თუ გუნდი თამაშს წყვეტს, ყველა განუხორციელებელი ფსონი ჩაითვლება საბოლოო შედეგის შესაბამისად.
  • თუ ბაზარი გახსნილი რჩება ისეთი მოვლენების შემდეგ როგორებიცაა: გოლის გატანა, ყვითელი და წითელი ბარათების ჩვენება, პენალტი, ჩვენ ვიტოვებთ ფსონების გაბათილების უფლებას.
  • თუ კოეფიციენტები გაიხსნა არასწორად ნაჩვენები წითელი ბარათით, ჩვენ ვიტოვებთ ფსონების გაბათილების უფლებას.
  • თუ დამატებითი ფსონები გაკეთდა მატჩის არასწორი დროის მითითებით (ორ წუთზე მეტი) ჩვენ ვიტოვებთ ფსონების გაბათილების უფლებას. თუ მატჩი შეწყვეტილია ან გადატანილია და არ განახლებულა მისი დაწყების მომენტიდან 24–საათის განმავლობაში, ფსონები ბათილდება.
  • თუ გუნდის სახელწოდება ან კატეგორია არასწორად არის მითითებული, ჩვენ ვიტოვებთ ფსონების გაბათილების უფლებას.
  • სუპერ–ლაივის (მიმდინარე თამაშის) მსვლელობისას ტოტალიზატორი ,,კრისტალბეთი“ იტოვებს უფლებას ფსონი გააუქმოს ან (1.0–ის) ტოლად ჩათვალოს შემდეგი ფორსმაჟორული სიტუაციების დროს:
  • ა)ტექნიკური ხარვეზი რომლის დროსაც ვერ ხერხდება გარკვეულ პოზიციებზე რეალური კოეფიციენტების მიცემა და აქედან გამომდინარე ამ პოზიციებზე დარჩენილი იმ მომენტისთვის შეუსაბამო კოეფიციენტი.
  • ბ) თუ ფსონი დადებულია უკვე დაფიქსირებულლი მოვლენის შემდეგ (მაგ:თუ მატჩში გოლი გავიდა 35-წუთზე და გარკვეული მიზეზების გამო ვერ ხერხდება ამ პოზიციის შეჩერება,და მოთამაშემ ფსონი დადო ამ პოზიციაზე 35-ე წუთის შემდეგ).
  • სუპერ–ლაივის მსვლელობისას ეკრანზე მითითებული დრო და სტატისტიკური მაჩვენებლები ატარებს საინფორმაციო ხასიათს და ტოტალიზატორი ,,კრისტალბეთი“ არ იღებს პასუხისმგებლობას მის სიზუსტეზე.

VI. ანგარიში და ბალანსის მართვის წესები:

1.ტოტალიზატორ „კრისტალბეთი“ – ს საიტზე პირადი ანგარიშის შევსება და თანხის გატანა შესაძლებელია როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით, პარტნიორი ბანკებისა და სხვა ელექტრონული საშუალებების მეშვეობით.

2. ნაღდი ანგარიშსწორების დროს მოთამაშე ცხადდება ტოტალიზატორში ინტერნეტ განყოფილებაში, ყოველ დღე 11:00 საათიდან 24:00 საათამდე, მისამართზე:

1. ქ.ბორჯომი, რუსთაველის ქუჩა №115 , ნაკვეთი № 009 - ზე არსებული შენობა – ნაგებობის I სართული, ფართი № 2. (შპს“კრისტალბეთი“ ნებართვა №19 – 05/083)

2. ქ.თბილისი, ბარათაშვილის ქუჩა №2, ფართი №4 – ის სარდაფი №1.(შპს „კრისტალბეთი“ ნებართვა №19 – 05/025)

3. ქ.თბილისი, ვაჟა–ფშაველას გამზ. №42 – 44. (შპს „კრისტალბეთი“ ნებართვა №19 – 05/014)

4. ქ.თბილისი, გურამიშვილის გამზ. №50. (შპს „კრისტალბეთი“ ნებართვა №19 – 05/018)

5. ქ.თბილისი, მ/ს „ისანის“ მიმდებარედ, შენობა–ნაგებობა №1– ის I სართ. ფართი №1. (შპს „კრისტალბეთი“ ნებართვა №19–05/023)

6. ქ.თბილისი, გლდანის 1–ლი მ/რ კარტოგრაფიული ფაბრიკის მიმდებარედ. (შპს „პატიკო“ ნებართვა №19–05/043)

7 .თბილისი, ცაბაძის ქ. №8. (შპს „ევრობეთი“ ნებართვა №19–05/013)

8. ქ. თბილისი, გულიას ქ.№1. (ინდ.მეწარმე „დიმიტრი მორალიშვილი“ ნებრთვა №19-05/017)

9. ქ. რუსთვი, მე-16 მ/რ უნივერსამის მიმდ. ტერიტორია (ინდ. მეწარმე „არტურ ოზმანიანი“ ნებართვა №19–05/029)

10. ქ. რუსთავი, მეგობრობის და შევჩენკოს ქუჩების გადაკვეთის მიმდ. ტერიტორია (ინდ.მეწარმე „ელენე შვანგირაძე“ ნებრათვა №19–05/018)

11. ქ. თბილისი, ჯავახეთის ქ. № 32, II სართული, ფართი 1. ( ინდ.მეწარმე “ნინო ეგრისელაშვილი“ ნებრათვა №19–05/0 32)

12. ქ. მარნეული, რუსთველის ქ.№ 72. (ინდ.მეწარმე „გულჩინა ამოევა“ ნებრათვა №19–05/095 )

სადაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, მომხმარებლის პირადი დეპოზიტიდან მოიხსნება თანხა და გადაეცემა მომხმარებელს.

3. უნაღდო ანგარიშსწორების დროს, მოგებული თანხა ავტომატურად დაირიცხება მოთამაშის დეპოზიტზე, თამაშობის დასრულებისთანავე. მოთამაშე ირჩევს მისთვის სასურველ პარტნიორ ბანკს და საკუთარი სადეპოზიტო ანგარიშიდან ახდენს თანხის გადარიცხვას პირად საბანკო რეკვიზიტზე ან/და პლასტიკურ ბარათზე.

4. მოგებული თანხა მომენტალურად აისახება მომხმარებლის ანგარიშზე, შესაბამისად წაგებული თანხა კი ჩამოიჭრება მისი ანგარიშიდან. თუ თქვენს ბალანსზე არსებული თანხა მინიმალურ ფსონზე ნაკლებია, თქვენს მიერ არჩეული ბილეთი არ იქნება დაფიქსირებული, რადგანაც „კრისტალბეთი“ არ ითვალისწინებს კრედიტში თამაშს.

5.ნებისმიერი საბანკო ოპერაციის შესრულებისას კლიენტი ვალდებულია „კრისტალბეთ“–ს წარმოუდგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი პირადად.

6.მოთამაშეს არა აქვს უფლება ნება დართოს მესამე პირს გამოიყენოს მისი ანგარიში.

მოთამაშე პირადად არის პასუხისმგებელი საკუთარ „პაროლზე“, ანგარიშზე და თამაშის ისტორიაზე.მისი დაკარგვის ან/და სხვა პირზე გაცემის შემთხვევაში პასუხისმგებლობა მხოლოდ მოთამაშეს ეკისრება.

7. “კრისტალბეთი“–ს ვებ–გვერდზე არსებული ანგარიშის არამიზნობრივი და არაკეთილსინდისიერი გამოყენების შემთხვევაში (თანხის შემოტანისა და 30%–ის გათმაშების გარეშე, ამ თანხის გატანის შემთხვევაში), „კრისტალბეთი“ იტოვებს უფლებას, მომხმარებელს დეპოზიტზე არსებული თანხის გატანის მომენტში, საკომისიოს სახით გატანილი თანხიდან ჩამოაჭრას 10% (ათი).

VII. განსაკუთრებული პირობები.

1. კოეფიციენტთა სიის გამოქვეყნების მომენტიდან ტოტალიზატორ „კრისტალბეთს“ უფლება აქვს, საკუთარი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს შეცვალოს, შეამციროს, გაზარდოს ან/და საერთოდ გააუქმოს ნებისმიერი კოეფიციენტი.

2. ნებისმიერი ტექნიკური თუ მექანიკური ხარვეზი განიხილება როგორც შტატგარეშე გარემოება და ამ შემთხვევაში ტოტალიზატორი „კრისტალბეთი“ იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას. ასეთი გარემოების შემთხვევაში „კრისტალბეთი“ იტოვებს უფლებას ფსონი გაუქმებულად ჩათვალოს.

3. იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშეს თანხა არასწორად დაერიცხა (მაგ. შედეგი შეცდომით იქნე შეტანილი) ტოტალიზატორი „კრისტალბეთი“ იტოვებს უფლებას, მოახდინოს მოგებული თანხის ხელახალი გადაანგარიშება. იმ შემთხვევაში თუ გადაანგარიშების შემდეგ მოთამაშეს ექნება უარყოფითი ბალანსი, მოთამაშე ვერ დადებს ბილეთს ბალანსის შევსებამდე.

4. ყველა პრეტენზია და სადაო საკითხი განიხილება ელექტრონული ბილეთის დადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეტენზიები არ მიღება.

5. ნებისმიერი ფსონის შესახებ ინფორმაცია ინახება ტოტალიზატორ „კრისტალბეთი“–ს მონაცემთა ბაზაში და სადაო საკითხის განხილვის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ელექტრონულ არქივში შენახულ და დაცულ ჩანაწერს.

6.წინამდებარე წესებით გაუთვალისწინებელი დავის წარმოქმნის შემთხვევაში, დავა გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

7. “კრისტალბეთი“ იტოვებს უფლებას, „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, შეიტანოს ცვლილებები ან/და დამატებები წინამდებარე წესდებაში, რომელიც წერილობითი ფორმით შეთანხმებული იქნება შემოსავლების სამსახურთან. ცვლილებები გამოქვეყნდება საიტის ვებ გვერდზე.

8. მხარეები არ აგებენ პასუხს წინამდებარე ვალდებულებების შეუსრულებლობაზე იმ შემთხვევაში, თუ ეს გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (ფორს–მაჟორის) გარემოებებით, და რომლებიც არ არის დამოკიდებული მხარეებზე. კერძოდ, სტიქიური უბედურებები, ავარიები, ხანძრები, მასობრივი არეულობები, სამხედრო მოქმედებები, კარანტინის გამოცხადება ან სხვა სახის უბედურებები, რომლებიც ხდება იმ რაიონებში, რომლებიც ოფიციალურად ითვლებიან ზემოხსენებული მოვლენების გავლენის ქვეშ.

VIII.დავები და საჩივრები

1. ინფორმაცია დადებული ფსონის შესახებ ინახება მოგებული თანხის გაცემამდე. სადაო საკითხის განხილვის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზაციის კომპიუტერულ ქსელში დაფიქსირებულ ჩანაწერს.

2.საჩივარი განსახილველად მიიღება ვარიანტში შეტანილი ღონისძიებებიდან ყველაზე გვიან ჩატარებულის თარიღიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ საჩივრები არ მიიღება,

3. იმ შემთხვევებში, რომელთა წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელია და წინამდებარე წესებში აღწერილი არ არის, მოთამაშე ვალდებულია დაეთანხმოს ორგანიზაციის დირექციის გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევაში დავა გადაწყდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4.ფორსმაჟორული გარემოებების დადგომისას ორგანიზაცია თავისუფლდება ყოველგვარი ვალდებულებებისგან.

5.ორგანიზაცია ვალდებულებას იღებს კონფიდენციალურად შეინახოს ყველა ინფორმაცია მოთამაშეებზე და ფსონებზე .

ტოტალიზატორ „ კრისტალბეთი“ ვებ – გვერდის მისამართი : www.crystalbet.com

წინამდებარე წესდება ძალაშია მისი გამოქვეყნებისთანავე და ის სავალდებულოა ტოტალიზატორ „კრისტალბეთი“–ს ყველა მოთამაშისათვის.

IX. დასკვნითი დებულებები

1.წინამდებარე წესები ძალაშია მისი გამოქვეყნებისთანავე და ბათილად ითვლება ყველა

მანამდე არსებული წესი.

2.ორგანიზაცია უფლებას იტოვებს წინამდებარე წესებში საჭიროების მიხედვით, საკუთარი შეხედულებისამებრ შეიტანოს ცვლილება–დამატებები ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით.

3.ტოტალიზატორში არ დაიშვება, ფსონი არ მიიღება და არც მოგება გაიცემა 18 წლამდე ასაკის პირებზე.

4.ორგანიზაცია ვალდებულებას იღებს კონფიდენციალურად შეინახოს ყველა ინფორმაცია მოთამაშეებზე და ფსონებზე. თუ ფსონების თანაფარდობისას, ტოტალიზატორის შესაძლო წაგება აღემატება 10.000 ლარს, ტოტალიზატორი დროებით წყვეტს ფსონების მიღებას.

 საიტის მომხმარებლები ვალდებულნი არიან დაიცვან თამაშის და www.crystalbet.com ის მოხმარების წესები, ვებ გვერდი გამოიყენონ მხოლოდ თამაშის და
გართობის მიზნით, ასევე კომპანია იტოვებს უფლებას , რომ საიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია შეიძლება შეცვალოს წინასწარი გაფრთხილების გარეშე,
შპს”კრისტალბეთი” ს კუთვნილ ვებ გვერდზე მომხმარებლების ნებისმიერი არა სანქცირებული ქმედების შემთხვევაში კომპანია გამოიყენებს კანონით განსაზღვრულ
უფლებას, რათა აღკვეთოს მსგავსი ქმედებები.
LICENSE # : 19-04/05 19-05/083