შეტყობინება
წესები


სამკარტა ბურა
ტერმინები

 სამი ერთი ფერის ბანქოს ჰქვია: „მცირე კომბინაცია“ ანუ „მალუტკა“

სამი კოზირის კომბინაცია : „ბურა“

თამაში სადაც „მალუტკის“ ჩასვლა მიმდინარეობს ურიგოთ: ბურა ურიგოთ

თამაში სადაც „მალუტკის“ ჩასვლა მიმდინარეობს რიგით: ბურა რიგით

თამაშში ქულების მომატება: დავი -2 ქულა,სე - 3 ქულა, ჩარი - 4ქულა, ფანჯი - 5 ქულა, შაში - 6 ქულა.

 თამაშში მონაწილეობას იღებს მხოლოდ შემდეგი ''მასტის'' (დასახელების) ბანქოს ოთხივე ფერი (გული, აგური, ყვავი, ჯვარი). თითოეულ მათგანს გააჩნია შესაბამისი ფიქსირებული ქულა:

ტუზი” - 11 ქულა.

ათიანი” – 10 ქულა

მეფე” - 4 ქულა

დამა” - 3 ქულა

ვალეტი” - 2 ქულა.

თამაშის წესები

თამაშს იწყებს, რომელიმემოთამაშე შემთხვევითობის პრინციპით, თითოეულ მოთამაშეს ურიგდება 3-3 ბანქო რიგრიგობთ, შემთხვევითი წესით, პროგრამის მეშვეობით ტრიალდება ერთი ბანქო რომელიც განსაზღვრავს კოზირს, ხოლო დარჩენილი ბანქოს დასტა იდება სათამაშო მაგიდაზე, რომელიც თამაშის პროცესში ემატება ორივე მოთამაშეს.

ერთი და იგივე ფერის უფრო მაღალი ბანქოთი ან ნებისმიერი კოზირით იჭრება უფრო დაბალი ''მასტის'' ბანქო, ხოლო კოზირი იჭრება მხოლოდ უფრო მაღალი ''მასტის'' კოზირით. მოთამაშე თავად განსაზღვრავს მოსული ბანქოდან, რომელი კარტი ჩავიდეს. თუ მოთამაშე ვერ ჭრის მეორე მოთამაშის მიერ ჩამოსულ ბანქოს, იგი ატანს მას ჩამოსული ბანქოს შესაბამის რაოდენობას (ერთს, ორს ან სამს) დაფარულად. მოგებულად ითვლება მოთამაშე რომელიც პირველი დაიძახებს 31 ქულას (ვარ) ან მოაგროვებს 3 კოზირს „ბურა“-ს. 31 ქულის დაძახების შემთხვევაში თუ მოთამაშეს არ ექნა 31 ან მეტი ქულა, მოგებულად ჩაითვლება მეორე მოთამაშე.


ხუთკარტა ბურა
ტერმინები

ხუთი ერთი ფერის ბანქოს ჰქვია: „მცირე კომბინაცია“ ანუ „მალუტკა“

ხუთი კოზირის კომბინაცია : „ბურა“

თამაში სადაც „მალუტკის“ ჩასვლა მიმდინარეობს ურიგოთ: ბურა ურიგოთ

თამაში სადაც „მალუტკის“ ჩასვლა მიმდინარეობს რიგით: ბურა რიგით

თამაშში ქულების მომატება: დავი -2 ქულა,სე - 3 ქულა, ჩარი - 4ქულა, ფანჯი - 5 ქულა, შაში - 6 ქულა.

 თამაშში მონაწილეობას იღებს მხოლოდ შემდეგი ''მასტის'' (დასახელების) ბანქოს ოთხივე ფერი (გული, აგური, ყვავი, ჯვარი). თითოეულ მათგანს გააჩნია შესაბამისი ფიქსირებული ქულა:

 

ტუზი” - 11 ქულა.

ათიანი” – 10 ქულა.

მეფე” - 4 ქულა.

დამა” - 3 ქულა.

ვალეტი” - 2 ქულა.

6,7,8,9 – 0 ქულა.

თამაშის წესები

თამაშის იწყებს მოთამაშე შემთხვევითობის პრინციპით, თითოეულ მოთამაშეს ურიგდება 5-5 ბანქო რიგრიგობთ, შემთხვევითი წესით, პროგრამის მეშვეობით ტრიალდება ერთი ბანქო რომელიც განსაზღვრავს კოზირს, ხოლო დარჩენილი ბანქოს დასტა იდება სათამაშო მაგიდაზე, რომელიც თამაშის პროცესში ემატება ორივე მოთამაშეს.

 

ერთი და იგივე ფერის უფრო მაღალი ბანქოთი ან ნებისმიერი კოზირით იჭრება უფრო დაბალი ''მასტის'' ბანქო, ხოლო კოზირი იჭრება მხოლოდ უფრო მაღალი ''მასტის'' კოზირით. მოთამაშე თავად განსაზღვრავს მოსული ბანქოდან, რომელი კარტი ჩავიდეს. თუ მოთამაშე ვერ ჭრის მეორე მოთამაშის მიერ ჩამოსულ ბანქოს, იგი ატანს მას ჩამოსული ბანქოს შესაბამის რაოდენობას (ერთს, ორს, სამს, ოთხს ან ხუთს) დაფარულად. მოგებულად ითვლება მოთამაშე რომელიც პირველი დაიძახებს 61 ქულას (ვარ) ან მოაგროვებს 5 კოზირს „ბურა“-ს. 61 ქულის დაძახების შემთხვევაში თუ მოთამაშეს არ ექნა 61 ან მეტი ქულა, მოგებულად ჩაითვლება მეორე მოთამაშე. თუ ორივე მოთამაშეს აღმოაჩნდება 60-60 ქულა მიმდინარე ხელი ჩაითვლება ფრედ.

ბურის საკომისიო შეადგენს 4,5%, ხოლო დამატებით 0,5% გროვდება ჯეკპოტის გათამაშების ფონდში.

სეკა
ტერმინები

სასტარტო ფსონი (კონში შესატანი), ფსონის გაზრდა, დანებება (დავწექი), სეკა (ერთნაირი ქულების რაოდენობა სხვადასხვა მოთამაშეებს შორის, კარტის გახსნის შემდეგ), გახსნა - ფსონის გასვლა და საკუთარი კარტის ჩვენება, მთლიანად შესვლა - აუცილებელითანხის არქონისდროს, მოთამაშის ბალანსზე არსებული მთლიანი თანხის შესვლა. „წიომნი“ - თამაშის პირველ წრეში კარტის გახსნის უფლება.

 

თამაშის წესები

 

მოთამაშეების რაოდენობა: 2-დან 6-ის ჩათვლით

კარტის რაოდენობა დასტაში: 21

სათამაშო კარტები: 10,J,Q,K,A, 9 ჯვარი (ჯოკერი)

კარტის ფასი სიძლიერის მიხედვით: 10,10,10,10,11,11

თამაშის მიზანი

ყველაზე მაღალი ქულის დაგროვება 3 კარტის კომბინაციით. დასაწყისში, მაგიდასთან ყველაზე ადრე მჯდომი მოთამაშე არის დილერი. შემდეგ ჯერი გადადის მაგიდასთან დაჯდომის რიგის მიხედვით.. თამაშის დაწყებამდე ყველა მოთამაშე აკეთებს წინასწარ დადგენილ სასტარტო ფსონს, რის შემდეგაც ყველა მოთამაშეს ურიგდება 3 კარტი, ხოლო დასტაში დარჩენილი კარტი შემდგომში სათამაშოდ აღარ გამოიყენება. შემდგომ, მიმდინარეობს ვაჭრობა თამაშის მონაწილეებს შორის. პირველი სვლა ეკუთვნის დამრიგებლის მარცხენა მხარეს მყოფ მოთამაშეს. მას შეუძლია დადოს ფსონი და განაგრძოს თამაში ან დაყაროს კარტი და არ განაგრძოს თამაში. თუ მოთამაშემ გააკეთა ფსონი, მაშინ შემდგომი მოთამაშე ვალდებულია გააკეთოს ამ ფსონზე არანაკლები ფსონი ან დაყაროს კარტი. ვაჭრობის პირველი წრის შემდგომ, მოთამაშეებს შეუძლიათ კარტის გახსნა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი გადაიხდიან შესაბამის ფსონს.

თამაშში ქულები ფორმირდება კომბინაციებიდან, რომლებიც შეიძლება იყოს ორი ტიპის:

1 რანგის კომბინაცია - შედგება ერთი რანგის კარტებისგან (მაგალითად,  AA) თუ თამაშში დაშვებულია ჯოკერი, მაშინ ის ემატება ნებისმიერ შედგენილ კომბინაციას (შედგენილ კომბინაციას +11 ქულა).

2 ''მასტის'' კომბინაცია - შედგება ერთი ''მასტის'' კარტებისგან. ყველა შესაძლო კომბინაციიდან, რომლებიც ხელზეა, ირჩევა ის, რომელიც ჯამში იძლევა მაქსიმალურ მნიშვნელობას. მაგალითად, A♥K♥K♦ = 21, A♥K♦ჯოკერი = 22, A♥K♦Q♣ = 11.''მასტის'' კომბინაცია – შედგება ერთი და იმავე ''მასტის'' კარტებისგან. რანგის კომბინაცია – შედგება ერთი და იმავე რანგის კარტებისგან (მაგ. AA ან QQQ).

ჯოკერი(9-იან ჯვარი) ემატება ნებისმიერ შედგენილ კომბინაციას (შედგენილ კომბინაციას +11 ქულა). ხელზე მყოფი შესაძლო ყველა კომბინაციებიდან მოგებულია ის, რომელიც ჯამში ყველაზე მეტ ქულას იძლევა. მაგ. , A♥K♥K♦ = 21, A♥K♦ჟოკერ = 22, A♥K♦Q♣ = 11. თუ კარტის გახსნის შემდეგ მოთამაშეებს აღმოუჩნდებათ ქულების თანაბარი რაოდენობა, მაშინ ასეთ სიტუაციას „სეკა“ ეწოდება და მოთამაშეები ერთმანეთში ათამაშებენ მიმდინარე ბანკს შემდგომ დარიგებაში. დანარჩენი მოთამაშეები ერთვებიან სეკაში მხოლოდ სასეკო ფსონის დადებით, თუ მოთამაშეს არ აქვს „სასეკო ფსონის“ დასადები თანხა იგი ეთიშება მიმდინარე დარიგებას. მოთამაშეებს შეუძლიათ ითამაშონ „წიომნი“. „წიომნი“–ს თამაშისას მოთამაშეს ეძლევა ბოლო სიტყვის უფლება. მომდევნო მოთამაშეს შეუძლია „პერეწიომნის“ თქმა, ან ჩეულებრივად თამაშის გაგრძელება. იმ შემთხვევაში თუ იტყვის „პერეწიომნის“, იგი ვალდებულია გააორმაგოს ის თანხა, რაც „წიომნის“ დროს იყო ნათქვამი. „წიომნი“-ს და „პერეწიომნი“-ს დროს მინიმალური ფსონი უკვე ხდება იმ თანხაზე ორჯერ მეტი რაც მანამდე იყო ნათქვამი.

მაგიდაზე დასაჯდომად საჭიროა მოთამაშეს ქონდეს მინიმუმ კონში შესატანი ფსონის 10 მაგი თანხა. მაგალითად:

10 თეთრიანი მაგიდა - 1 ლარი

20 თეთრიანი მაგიდა - 2 ლარი

50 თეთრიანი მაგიდა - 5 ლარი

სეკის საკომისიო შეადგენს 5%, ხოლო დამატებით 0,5% გროვდება ჯეკპოტის გათამაშების ფონდში.

დომინო
ტერმინები

თამაშის დაკეტვა, როდესაც არცერთ მოთამაშეს არ აქვს საშუალება ჩავიდეს ყველა ქვას - „რიბა

საჭირო ქვის არქონის შემთხევაში დამატებითი ქვების დამატება - „ბაზარში“ წასვლა.

თამაშის წესები

თამაში მიმდინარეობს 28 ქვისგან. თითოულს ქვაზე გამოსახულია 2 ღირებულების ციფრი (0დან 6მდე), რომელიც თამაშის მსვლელობის მთავარ პრინციპს განაპირობებს.

ყოველი ხელის დაწყების დროს მოთამაშეებს ურიგდებათ 7 – 7 ქვა, დანარჩენი 14 ქვა რჩება ე.წ. ბაზარში. თამაშს იწყებს მოთამაშე, რომელსაც ყავს ორი მაღალი ერთნაირი ციფრის მქონე ქვა. დომინოს მთავარი წესია, რომ ქვის მიდება ხდება მხოლოდ ერთი და იმავე მნიშვნელობის ციფრის მქონე ქვის.

თამაშში გამარჯვების მთავარი პრინციპია ქულების მოგროვება, რომელიც ითვლება ქვების ბოლო ციფრების დაჯამებით. ქულა ითვლება, როდესაც ჯამდება 5ზე დამრგვალებული ნებისმიერი ქულა.

თამაშის მსვლელობისას, თუ მოთამაშეს არ ყავს თამაშის გასაგრძელებლად საჭირო მნიშვნელობის მქონე ქვა, იგი მიდის ე.წ. ბაზარში და შემთხვევითობის პრინციპით იღებს ერთ-ერთ დაფარულ ქვას.

ხელი დასრულებულად ითვლება, როდესაც ერთ-ერთი მოთამაშე გამოიყენებს უკანასკნელ ქვას, ამ შემთხვევაშიც მოწინააღმდეგის ხელში დარჩენილი ქვების რიცხობრივი მნიშვნელობა დაითვლება 5 ქულიანი დამრგვალებით და დაერიცხება ხელის გამარჯვებულს. თუ მოწინააღმდეგეს ხელში დარჩა მხოლოდ 0-0 (იგივე "პუსტა-პუსტა") ქულის მნიშვნელობის ქვა ამ შემთხვევაში გამარჯვებული იწერს 10 ქულას. შემდეგ ხელს იწყებს წინა ხელის გამარჯვებული. თუ რომელიმე მოთამაშემ დადო ისეთი ქვა, რომლის დადების მერეც თამაშის გაგრძელების საშუალება არ აქვს არცერთ მოთამაშეს, თამაში ცხადდება დაკეტილად, ასეთ სიტუაციაში თამაში არ სრულდება, იმ შემთხვევაშიც კი თუ რომელიმე მოთამაშეს უკვე აქვს დაგროვილი საჭირო რაოდენობის ქულა. მომდევნო დარიგებაში „სტავკიორი“ ხდება ის მოთამაშე რომელმაც დაკეტა თამაში.

ქულების დაგროვე ხდება წინასწარ დათქმულ რაოდენობამდე (მაგ: 75, 175, 255) და საბოლოოდ იმარჯვებს ის მოთამაშე, რომელიც პირველი მოაგროვებს წინასწარ დათქმულ რაოდენობას.

დომინოს საკომისიო შეადგენს 5%, ხოლო დამატებით 1% გროვდება ჯეკპოტის გათამაშების ფონდში.

ნარდი

Crystalbet-ზე ნარდის სამი სახეობაა წარმოდგენილი - ჩვეულებრივი ნარდი, გრძელი ნარდი და ჰიპერ-ნარდი.

ჩვეულებრივი ნარდი
ზოგადი წესები

ნარდის დაფას აქვს 24 სამკუთხედი, ცვალებადი ფერებით( შავი–თეთრი–შავი–თეთრი...), რომლებსაც ჰქვიათ წერტილები(POINTS). დაფა გაყოფილია 4 ნაწილად, კვადრატებად, რომელთაგან თითოეულს გააჩნია 6 ხაზი. თქვენ და თქვენს ოპონენტს გაგაჩნიათ შიდა(სახლი) და გარე დაფა, რომლებიც გაყოფილია ვერტიკალური სექციით–ბორტით. მას შემდეგ რაც ქვა კვდება იგი თავსდება ბორტზე, და გაცოცხლებით ცოცხლდება მხოლოდ ოპონენტის სახლში. სასტარტო პოზიცია – არის ქვების საწყის პოზიციებში. სულ თამაშში არის 30 ქვა, 15 ერთი ფერის და 15 მეორე ფერის. თავიდან ქვები ლაგდება შემდეგი პრინციპით: 2 ქვა 24 წერტილში თითოეული მოთამაშისათვის, 5 ქვა 13–ე წერტილში, 3 ყოველ 8–ე წერტილში და 5 ყოველ 6–ე წერტილში. თამაშის მიმართულებ არის, თქვენი ოპონენტის სახლიდან მის გარე დაფამდე–თქვენს სახლამდე.

თამაშის მიზანი

თამაშის მიზანი თითოეული მოთამაშისათვის არის–შემოიყვანოს ყველა ქვა თავის სახლში და შემდეგ მოხსნას ისინი დაფიდან. პირველი მოთამაშე რომელიც მოხსნის ყველა ქვას არის მიმდინარე ხელის გამარჯვებული.

თამაშის დასაწყისი: თამაშის დასაწყისში ორივე მოთამაშე აგდებს კამათელს. ის ვინც უფრო მეტ რიცხვს გააგორებს ის იწყებს თამაშს.

ქვების გადაადგილება: ქვები ყოველთვის მოძრაობენ წრეზე, ბიჯებით რომლებიც ტოლია კამათელზე ამოსული რიცხვებისა.

რიხვები კამათლებზე აღნიშნავენ განსხვავებულ სვლებს. მაგალითად თუ გაგორდება 4 და 6, ამ შემთხვევაში მოთამაშეს შუძლია ქვის გადაადგლება 4 წერტილზე, საბოლოო წერტილი უნდა იყოს თავისუფალი და შემდეგ შეუძლია შემდეგი ქვის გადაადგილება 6 ერტილზე, ან შეუძლია გააადგილოს ერთი ქვა 10 წერტილზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შუალედური წერტილი არის თაფისუფალი.

ქვები ყოველთვის მოძრაობენ გარე დაფიდან სახლისაკენ.

წყვილის გაგორების შემთხვევაში (2:2, 3:3, 4:4 და ა.შ.) მოთამაშე ეძლევა ოთხი სვლა.

ქვა შეიძლება გაადგილებულ იქნას მხოლოდ ღია წერტილში, იმ წერტილში რომელიც არ არის დაკავებული ორი ან ორზე მეტი ქვით. ქვა შეიძლება გადაადგილდეს წერტილზე სადაც არის მოწინააღმდეგის ერთი ქვა. ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგის ქვა ითვლება მკვდარად და თავსდება ბორტზე.

ბორტი: ბორტი არის ცენტრალური ხაზი, რომელიც აცალკევებს გარე და შიდა დაფას და ის ქვა, რომელიც ხვდება მასზე გადის თამაშიდან მანამ სანამ არ გააცოცხლებენ ოპონენტის სახლში.

იმისათვის რომ თავი დავიცვათ ასეთი შემთხვევებისგან უნდა გამოვიყენოთ სვლები ისე რომ შეძლებისდაგვარად ავიცილოთ წერტილები სადაც ერთი ქვა არის განთავსებული. მოთამაშე აკონტორლებს წერტილს თუ ზედ განთავსებულია მისი ორი ქვა.

ქვის გაცოცხლება: ქვები ცოცხლდებიან წერტილებზე რომლებიც ამოდის კამათელზე (მაგალითად, თუ ამოვიდა 4,2, გაცოცხლება შესაძლებელია 2 ზე ან 4ზე). ქვის მოკვლა სავალდებულო არ არის. იმ წერტილებში სადაც ორი ან ორზე მეტი ქვაა, ქვები ვერ ცოცხლდიბიან და მოთამაშე ტოვებს სვლას. თუ მოთამაშემ დაიკავა 6–ვე წერტილი თავის სახლში, თქვენ ვერ აცოცხლებთ ქვებს, მანამ სანამ თქვენი ოპონენტი არ გახსნის ერთ წერტილს მაინც. თუ მოთამაშეს ჰყავს ქვები ბორტზე ყველა უნდა გააცოცხლოს მანამ სანამ იგი სხვა ქვით ითამაშებს.

ქვების გამოყვანა დაფიდან: ქვების გაყვანა არის ფინალური სტადია და იწყება მას მერე რაც ყველა ქვა არის თქვენს სახლში. მას შემდეგ რაც ქვები არიან სახლში ისინი გადიან დაფიდან კამათელზე ამოსული ნომრების შესაბამისად.(მაგალითად თუ ამოვიდა 5,3: შესაძლებელია თითო თითო ქვის მოხსნა 3,5 წერტილიდან). ქვების გაყვანის პროცესში შესაძლებებლი ერთი ქვის გაყვანა და ერთი უბრალო სვლის გაკეთება. ყოველი გაგორება სრულდება სრულად (მაგალითად თუ გაგორდა 3, არ შეიძლება 5–ზე სვლა). თუ მოთამაშეს არ აქვს სვლა იგი ტოვებს სვლას. მოთამაშე რომელიც პირველი გაიყვანს ყველა 15 ქვას დაფიდან იგებს.

დავი: მოთამაშეებს შეუძლიათ ერთმანეთს შესთავაზონ დავი ანუ ორ ქულაზე თამაში, მოთამაშე რომელიც იღებს გამოწვევას, ეძლევა უპირატესობა შესთავაზოს მოწინააღმდეგეს სე (ჩარი, ფანჯი, შაში).

ნარდის საკომისიო შეადგენს პირველ ხელზე 5% ს, ხოლო დამატებით 0,5% გროვდება ჯეკპოტის გათამაშების ფონდში. ასევე ყოველ მომდევნო ხელზე საკომისიო შეადგენს 0,5%.

გრძელი ნარდი
ზოგადი წესები

ნარდის დაფას აქვს 24 სამკუთხედი, ცვალებადი ფერებით( შავი–თეთრი–შავი–თეთრი...), რომლებსაც ჰქვიათ წერტილები(POINTS). დაფა გაყოფილია 4 ნაწილად, კვადრატებად, რომელთაგან თითოეულს გააჩნია 6 ხაზი. თქვენ და თქვენს ოპონენტს გაგაჩნიათ შიდა(სახლი) და გარე დაფა, რომლებიც გაყოფილია ვერტიკალური სექციით–ბორტით. სულ თამაშში არის 30 ქვა, 15 ერთი ფერის და 15 მეორე ფერის. თავიდან ქვები ლაგდება შემდეგი პრინციპით: ყველა ქვა 24 წერტილში თითოეული მოთამაშისათვის. თამაშის მიმართულება არის მოწინააღმდეგის სახლიდან მის გარე დაფამდე და შემდეგ თქვენს სახლამდე.

თამაშის მიზანი

თამაშის მიზანი თითოეული მოთამაშისათვის არის–შემოიყვანოს ყველა ქვა თავის სახლში და შემდეგ მოხსნას ისინი დაფიდან. პირველი მოთამაშე რომელიც მოხსნის ყველა ქვას არის მიმდინარე ხელის გამარჯვებული.

თამაშის დასაწყისი: თამაშის დასაწყისში ორივე მოთამაშე აგდებს კამათელს. ის ვინც უფრო მეტ რიცხვს გააგორებს ის იწყებს თამაშს. ქვების გადაადგილება: ქვები ყოველთვის მოძრაობენ წრეზე, ბიჯებით რომლებიც ტოლია კამათელზე ამოსული რიცხვებისა.

რიხვები კამათლებზე აღნიშნავენ განსხვავებულ სვლებს. მაგალითად თუ გაგორდება 4 და 6, ამ შემთხვევაში მოთამაშეს შუძლია ქვის გადაადგლება 4 წერტილზე, საბოლოო წერტილი უნდა იყოს თავისუფალი და შემდეგ შეუძლია შემდეგი ქვის გადაადგილება 6 წერტილზე, ან შეუძლია გააადგილოს ერთი ქვა 10 წერტილზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შუალედური წერტილი არის თაფისუფალი. წყვილის გაგორების შემთხვევაში მოთამაშეს შეუძლია გადაადგილოს მხოლოდ ერთი ქვა.

ქვები ყოველთვის მოძრაობენ გარე დაფიდან სახლისაკენ.

კამათლების პირველ გაგორებას გააჩნია ორი გამონაკლისი ზემოხსნებული წესებიდან:

1) თუ მოთამაშეს, რომელიც იწყებს თამაშს, პირველივე გაგორებაზე ამოუვა შემდეგი კომბინაციებიდან ერთ-ერთი: 6x6 (დუ-შაში), 4x4 (დორი-ჩარი) ან 3x3 (დუ-სე), მას შეუძლია 2 ქვა გადაათამაშოს.

2) თუკი მოთამაშე რომელიც პირველი იწყებს თამაშს პირველივე გაგორებაზე გააგორებს შემდეგი კომბინაციებიდან ერთ-ერთს: 5x5 (დუ-ბეში), 2x1 (დუ-იაქე) ან 6x2 (შაში-დუ), ხოლო მისი მოწინააღმდეგე ამის შემდეგ გააგორებს შემდეგი კომბინაციებიდან ერთ-ერთს: 4x4 (დორი-ჩარი), 5x5 (დუ-ბეში) ან 6x2 (შაში-დუ) ამ უკანასკნელს შეუძლია ორი ქვა გადაათამაშოს ერთის ნაცვლად.

აკრძალულია მიყოლებით 6 წერტილის ჩაკეტვა (დაბლოკვა) თუკი ამ ბლოკის წინ არ დევს მოწინააღმდეგის თუნდაც ერთი ქვა.

თუ წერტილები ისეა ჩაკეტილი, რომ მოთამაშეს გაგორებული კომბინაციის გათამაშება არ შეუძლია, კომბინაცია გაუქმებულად ითვლება.

გრძელ ნარდში მოწინააღმდეგის ქვის მოკვლა არ შეიძლება. მოწინააღმდეგის მიერ დაკავებულ წერტილზე ქვას ვერ გადაადგილებთ. თუ მოთამაშეს შეუძლია მხოლოდ ერთ კამათელზე ამოსული რიცხვით გადაადგილოს ქვა, ხოლო მეორე კამათლით განსაზღვრული რიცხვის გამოყენება შეუძლებელია, მაშინ ეს მეორე რიცხვი უქმდება და მოთამაშე მხოლოდ ერთი კამათლის მიერ მოცემულ რიცხვს იყენებს.

ქვების გამოყვანა დაფიდან: ქვების გაყვანა არის ფინალური სტადია და იწყება მას მერე რაც ყველა ქვა არის თქვენს სახლში. მას შემდეგ რაც ქვები არიან სახლში ისინი გადიან დაფიდან კამათელზე ამოსული ნომრების შესაბამისად.(მაგალითად თუ ამოვიდა 5,3: შესაძლებელია თითო თითო ქვის მოხსნა 3,5 წერტილიდან). ქვების გაყვანის პროცესში შესაძლებებლი ერთი ქვის გაყვანა და ერთი უბრალო სვლის გაკეთება. ყოველი გაგორება სრულდება სრულად (მაგალითად თუ გაგორდა 3, არ შეიძლება 5–ზე სვლა). თუ მოთამაშეს არ აქვს სვლა იგი ტოვებს სვლას. მოთამაშე რომელიც პირველი გაიყვანს ყველა 15 ქვას დაფიდან იგებს.

ჰიპერ-ნარდი

ჰიპერ-ნარდის თამაშის წესები იგივეა რაც ჩვეულებრივი ნარდის. ერთადერთი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ 30 ქვის ნაცვლად თამაშში 6 ქვა მონაწილეობს - 3 ერთი ფერის და 3 მეორე ფერის. ქვების საწყისი განლაგებაა: თითო ქვა 24,23 და 22 წერტილებში.

ბლექჯეკი

ეს არის ბლექჯეკი ერთ დარიგებაში. მოთამაშეს ეძლევა საშუალება მაგიდაზე არსებული ხუთივე სათამაშო ადგილი დაიკავოს. თამაში მიმდინარეობს კარტის 6 შეკვრით. თამაშის მიზანია, მოთამაშემ დააგროვოს 21 ქულა, ან 21-მდე მიახლოებული კომბინაცია. 21 ქულაზე გადაცილება (ჩაწვა) ფსონის წაგებას ნიშნავს. თუ თქვენი პირველი ორი კარტის ჯამი 21-ის ტოლია, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ბლექჯეკი.

თამაშის წესები

მოთამაშე მოგებულია თუკი მის მიერ დაგროვილი ქულა აჭარბებს დილერის კომბინაციას. ბლექჯეკის შემთხვევაში მოგება სამი ორთან (3:2) შეადგენს (იმ შემთხვევაში თუკი დილერს ბლექჯეკი არ ჰყავს). ტუზი 1-ის ან 11-ის ტოლია, ყველა ნახატი კარტი 10 ქულას უდრის, ხოლო დანარჩენი კარტის ქულები თითოეულ მათგანზე გამოხატული ციფრის იდენტურია. თუკი დაგროვილი ქულების ჯამმა 21-ს გადააჭარბა, მაშინ მოთამაშე აგებს ფსონს, ხოლო თანაბარი ქულების შემთხვევაში არცერთი მხარე არ რჩება წაგებული და მოთამაშეს ფსონი უბრუნდება. ბლექჯეკის კომბინაცია უგებს 2-ზე მეტი კარტით დაგროვილ 21-ქულიან კომბინაციას.

თამაში წარმოებს ტრადიციული წესების მიხედვით, რამოდენიმე გამონაკლისის გათვალისწინებით:

- მოთამაშეს “სპლიტის” (კარტის გაყოფის) უფლება მხოლოდ ერთხელ აქვს.

- მოთამაშეს უფლება აქვს გააორმაგოს ფსონი “სპლიტის” შემდეგ.

ფსონის დადება

ფსონის დასადებად მოთამაშემ მაუსის დაწკაპებით უნდა აარჩიოს სასურველი ღირებულების ჩიპი და ამის შემდეგ დააკლიკოს მაგიდაზე ფსონის დადების ადგილზე.

მოთამაშის ვარიანტები

სპლიტი(გაყოფა): თუკი პირველი ორი კარტი ერთნაირი ღირებულებისაა, მოთამაშეს შეუძლია გაყოს (“გასპლიტოს”) კარტი ორ ცალკეულ ხელად, თავდაპირველი ფსონის ფასად. ამის შემდგომ თამაში ჩვეულებრივ გრძელდება ერთი გამონაკლისის გათვალისწინებით: ორი ტუზის “სპლიტის” შემთხვევაში, მოთამაშეს უფლება არ აქვს მოითხოვოს მესამე კარტი. ტუზების “სპლიტის” შემთხვევაში ბლექჯეკი 21 ქულად ითვლება.

გაორმაგება: თუკი პირველი ორი კარტის დარიგების შემდეგ მოთამაშემ 9-დან 15 ქულამდე მოაგროვა და ამასთან, ტუზის გარეშე, მოთამაშეს უფლება აქვს გააორმაგოს ფსონი (თუკი იგი დილერის ერთი კარტიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ უკეთესი ქულის დაგროვება შეუძლია), თუმცა ამ შემთხვევაში მოთამაშეს ურიგდება მხოლოდ ერთი კარტი, რის შემდეგაც იგი იძულებულია შეჩერდეს

დაზღვევა: დაზღვევა მოთამაშეს საშუალებას აძლევს თავი დაიცვას დილერის ბლექჯეკისაგან, მაგალითად: ისეთ შემთხვევაში, როდესაც დილერის პირველი კარტი ტუზია. დაზღვევის ღირებულება თავდაპირველი ფსონის ნახევარს შეადგენს. დილერთან ბლექჯეკის ამოსვლის შემთხვევაში, დაზღვევა 2:1-თან შეფარდებით ანაზღაურდება, რაც თავდაპირველი ფსონის ტოლფასია. იმ შემთხვევაში, თუკი მოთამაშე შეიძენს დაზღვევას, მაგრამ დილერს ბლექჯეკი არ ამოუვა, დაზღვევის თანხა მოთამაშეს არ უბრუნდება. მოთამაშესთან ბლექჯეკის ამოსვლის შემთხვევაში, მას უფლება აქვს მოითხოვოს მოგების 2:1-თან (ერთი ერთში) გადახდა, რაც ხელის დასრულებას ნიშნავს. თუკი ბლექჯეკის მქონე მოთამაშე განაგრძობს თამაშს და დილერსაც ბლექჯეკი ამოუვა, ცხადდება ფრე. წინააღმდეგ შემთხვევაში მოთამაშის მოგება შეადგენს 3:-თან.

დანებება: მოთამაშეს არ შეუძლია დანებება და თამაშის შეწყვეტა მის დასრულებამდე. ასეთ შემთხვევაში მოთამაშე ცხადდება წაგებულად.

აირჩიეთ სახელის აღდგენის მეთოდი
ელფოსტა SMS
აირჩიეთ პაროლის აღდგენის მეთოდი
ელფოსტა SMS