შეტყობინება
წესები

ROULLETE (რულეტი)
 
აპარატი  წარმოადგენს ელექტრონულ მოწყობილობას, კერძოდ: ელექტრონული სათამაშო ბორბალი (რულეტი), (რომლის სათამაშო ბურთულა მოძრაობაში მოდის ელექტრონული წესით ან კრუპიეს მოძრაობის შედეგად) და სპეციალური ველი, რომელზეც ელექტრონულად გამოსახულია მოთამაშის კრედიტის ოდენობა, მოგების ოდენობა, ელექტონული ველი, სადაც გამოსახულია 37 ციფრი, 0-დან 36-ის ჩათვლით და ფსონის სახეობები) რაც საშუალებას აძლევს მოთამაშეს ამ სათამაშო ველზე საკუთარი სურვილისამებრ (მონიტორზე განთავსებული ღილაკის მეშვეობით) აირჩიოს, თუ რომელ ციფრს ან ფსონს მიანიჭოს უპირატესობა.
მოთამაშეს შეუძლია აირჩიოს თამაშის ტიპი Europe Live (სადაც ბურთულის მოძრაობას ახორციელებს კრუპიე) ან Auto Roulette (სადაც ბურთულა მოძრაობაში მოდის ელექტრონული წესით). მოთამაშეს ასევე შეუძლია აირჩიოს სხვადასხვა სათამაშო მაგიდა. მაგიდების მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მინიმალური და მაქსიმალური ფსონების რაოდენობაა. ნებისმიერი სათამაშო ტიპის არჩევისას, ეკრანზე გამოისახება: მოთამაშის კრედიტის ოდენობა (ქულებში); მიმდინარე ფსონის ოდენობა; დადებული ფსონის (ფსონების) საერთო ოდენობა; მოგების ოდენობა; სათამაშო მოედანი; ბოლო 10 მომგებიანი რიცხვი; მიმდინარე მომგებიანი რიცხვი; შეტყობინება ფსონების მიღების დაწყების ან დასრულების შესახებ.
თამაშის წესები
მოთამაშე თანხის შეტანას და ფსონის დადებას ახორციელებს ”კრისტალბეთ”-ის ელექტრონულ სისტემაში მის ბალანსზე არსებული თანხიდან. მოთამაშე სპეციალური ღილაკის მეშვეობით გადაიტანს თანხას ელექტრონულ ბორბალზე სათამაშოდ.
მას შემდეგ, რაც ეკრანზე დაფიქსირდება კრედიტი, მოთამაშე განსაზღვრული დროის ფარგლებში დებს ფსონს (ფსონებს), რომლის ამოწურვის შემდეგაც ხდება გათამაშება.  სათამაშო ბორბალში ტრიალდება სათამაშო ბურთულა (კრუპიეს ან ელექტრო მოწყობილობის მიერ) და გამოვლინდება მომგებიანი რიცხვი, რომელიც მომენტალურად აისახება მოთამაშის  კომპიუტერის ეკრანზე. მოგებული თანხა ავტომატურად დაერიცხება მონიტორის მარცხენა ქვემოთ ნაწილში და მომენტალურად აისახება მოთამაშის ბალანსზე.
მოთამაშეს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს თამაში და მოგებული თანხა გადაიტანოს მის კუთვნილ მთავარ ბალანსზე.
სათამაშო მინდორი შედგება 37 რიცხვის (1-დან 36-ის ჩათვლით) და 1 ნულისაგან (ზერო) და დამატებითი უჯრებისაგან, რომლებზეც ასევე იდება ფსონები.
ფსონების სახეობები და მათი შესაბამისი მოგებები
•             “რიცხვი” (სტრეიდაფი) _ ფსონი იდება კონკრეტულად ერთ რიცხვზე (ზეროს (0) ჩათვლით), 1 ქულაზე მიიღება 36 ქულა  1 ქ. X 36 ქ.;
•             “სპლიტი” _ ფსონი იდება ხაზზე ორ ნებისმიერ რიცხვს შორის,     1 ქ. X 17 ქ.;
•             “კორნერი” _ ფსონი იდება ოთხ რიცხვზე გამავალი ხაზის მინდორზე, ფსონი ფარავს 4 რიცხვს, 1 ქ. X 8 ქ.;
•             ”სტრიტი” _  ფსონი იდება რიცხვთა 12 სვეტის ბოლოში, მოცემული ფსონი ფარავს 3 რიცხვს, 1 ქ. X 11 ქ.;
•             “წითელი-შავი”- ფსონი იდება ფერზე – წითელი ან შავი, 1 ქ. X 1 ქ.;
•             ”სიქს ლაინი” _ ფსონი მოიცავს 6 ციფრს, 1 ქ. X 5 ქ.;
•             ”კოლონა” _ მოცემული ფსონი მოიცავს 3 კოლონას, მოგებულად ითვლება მხოლოდ ერთ კოლონა,  1 ქ. X 2 ქ.;
•             ”კენტი და ლუწი” – მოგებულია  კენტი ან ლუწი რიცხვი 1 ქ. X 1 ქ.;
•             ”1-12”; ”13-24” ”25-36” – მოგება განისაზღვრება მოგებულ კოლონაში მოხვედრილი რიცხვების მიხედვით, 1 ქ. X 2 ქ.;
•             ”1-18”; ””19-36 (ივენ შანსი) - მოგება განისაზღვრება მოგებულ კოლონაში მოხვედრილი რიცხვების მიხედვით, 1 ქ. X 1ქ.;
 
 
 
BlackJack (ლაივ ბლექჯეკი)
 
 
თამაშის მოკლე მიმოხილვა
თამაშის მიზანია დააგროვოთ დილერზე მეტი ქულა. თუ დილერის ხელთ არსებული ქულების ჯამი 21-ზე მეტია, დილერი წაგებულად ითვლება (ჩაწვა). მოთამაშე ასევე უნდა ეცადოს, რომ მის ხელთ არსებული ქულების ჯამი 21-ზე მეტი არ გამოვიდეს, ვინაიდან ამ შემთხვევაში ის ავტომატურად წააგებს. თუკი მოთამაშის და დილერის ქულები თანაბარია თამაში ფრედ მთავრდება და მოთამაშეს ფსონი დაუბრუნდება.
თამაშის წესები 
ბლექჯეკი ითამაშება კარტის ექვსი შეკვრით. ყოველი დასტა შეიცავს 52 კარტს ჯოკრების გარეშე.
ბლექჯეკში კარტის ფერს მნიშვნელობა არ აქვს. 2-იდან 10-ის ჩათვლით კარტების ქულა მათზე გამოსახული ციფრის ტოლია. ნახატი კარტები 10-ს უდრის. გამონაკლის მხოლოდ ტუზი წარმოადგენს. ის შეიძლება უდრიდეს ერთს ან თერთმეტს იმისდა მიხედვით თუ რომელი უფრო აწყობს მოთამაშეს მის ხელთ არსებული სხვა კარტებიდან გამომდინარე.
ბლექჯეკი ჰქვია კომბინაციას როდესაც მოთამაშისთვის დარიგებული პირველი ორი კარტის ქულა 21 უდრის (მაგალითად ტუზი და 10). თუ მოთამაშეს ბლექჯეკი აქვს მას ახალი კარტის დამატება აღარ შეუძლია. მოთამაშე ბლექჯეკს ვერ მიიღებს სპლიტის შემდეგ. ბლექჯეკის შემთხვევაში გაანგარიშების კოეფიციენტია 3:2. ყველა სხვა შემთხვევაში - 1:1.
თამაშის დასაწყისში ყოველ მოთამაშეს ურიგდება ორ-ორი კარტი სახით ზემოთ. დილერი ირიგებს ერთ კარტს. ყოველ მოთამაშეს შეუძლია აიღოს დამატებითი კარტი (hit) ან უარი თქვას კარტის დამატებაზე (stand). ასევე ყოველ მოთამაშეს შეუძლია მოახდინოს ხელის გაყოფა (split) ორ ხელად თუკი მას ყავს წყვილი ან ორი ერთნაირი ქულის კარტი. ხელის გასპლიტვის შემდეგ დილერი ამატებს კიდევ ერთ კარტს ხელის შესავსებად. ამის შემდეგ მოთამაშეს შეუძლია დაიმატოს (hit), არ დაიმატოს (stand) ან ისევ გაყოს (split) მის ხელთ არსებული კარტები (სპლიტის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ სამჯერ ერთი დარიგების განმავლობაში). თუ მოთამაშე გასპლიტავს ხელს ორი ტუზის შემთხვევაში, მხოლოდ ერთი კარტის დამატება შეუძლია ყოველ გასპლიტულ კომბინაციებზე.
როცა დილერს დაურიგდება ტუზი, მოთამაშეებს შეუძლიათ გააკეთონ დაზღვევა იმ შემთხვევისთვის თუ დილერს ბლექჯეკი ამოუვა. დაზღვევის ფსონი მოთამაშის ფსონის ნახევრის ტოლია. თუ დილერს ბლექჯეკი ამოუვა ამ ფსონი გაანგარიშება ხდება კოეფიციენტით 2:1. თუ დილერს არ ამოუვა ბლექჯეკი, მაშინ ფსონი წაგებულად ჩაითვლება და ხელი გაგრძელდება ჩვეულებრივად.
თუ დილერის კარტების ქულა შეადგენს 16 ან ნაკლებს, ის ვალდებულია კარტი დაიმატოს, ხოლო თუ მის არსებული კარტების ქულათა ჯამი 17 ან მეტია, დილერი კარტს ვეღარ დაიმატებს.
მოთამაშეს ასევე შეუძლია გააკეთოს ფსონი მაგიდასთან მჯდომ ნებისმიერ სხვა მოთამაშეზე. ასეთი ფსონის შემთხვევაში მოთამაშეს შეუძლია მხოლოდ თვალი ადევნოს თამაშის პროცესს და მასში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მინიმალური და მაქსიმალური ფსონი იგივეა რაც ჩვეულებრივი ფსონის შემთხვევაში მაგიდის ლიმიტებიდან გამომდინარე.
Baccarat (ლაივ ბაქარა)
 
ბაკარა გახლავთ ბანქოს თამაში. მოთამაშის მთავარი მიზანია ერთ დარიგებაზე მიიღოს კომბინაცია რომლის ჯამია 8 ან 9 ან 9-სთან მიახლოებული ქულა. მოთამაშეს და ბანკირს რიგ-რიგობით ურიგდებათ 2-2 კარტი. მოთამაშე ძირითადად აკეთებს შემდეგი სახის ფსონს: მოთამაშე მოიგებს, ბანკირი მოიგებს ან გაყრა (როდესაც მოთამაშესაც და ბანკირსაც თანაბარი ქულების ჯამი მოუვათ). კარტები რიგდება სახით მაღლა. თუ რომელიმე მხარეს დარიგდა 8 ან 9 ქულა მესამე კარტი აღარ დარიგდება და ხელი დასრულებულად ჩაითვლება. თუკი პირველი ორი კარტის ჯამი 6-ზე ნაკლებია მაშინ მოთამაშესაც და ბანკირსაც ურიგდებათ მესამე კარტი. თუ ორივეს უწევს მესამე კარტის მიღება მაშინ ძალაში შედის შემდეგი წესები:
1.       თუ ბანკირს ხელზე აქვს 2 ან ნაკლები ქულა, მაშინ ბანკირი დაირიგებს მესამე კარტს მიუხედავად იმისა თუ რა სახის მესამე კარტი ყავს მოთამაშეს.
2.       თუ ბანკირს ხელზე აქვს 3 ქულა, მაშინ ბანკირი დაირიგებს მესამე კარტს გარდა შემთხვევისა როცა მოთამაშის მესამე კარტი არის 8.
3.       თუ ბანკირს ხელზე აქვს 4 ქულა, მაშინ ბანკირი დაირიგებს მესამე კარტს თუ მოთამაშის მესამე კარტი იყო 2, 3, 4, 5, 6, 7.
4.       თუ ბანკირს ხელზე აქვს 5 ქულა, მაშინ ბანკირი დაირიგებს მესამე კარტს თუ მოთამაშის მესამე კარტი იყო 4, 5, 6 ან 7.
5.       თუ ბანკირს ხელზე აქვს 7 ქულა, მაშინ ბანკირი აღარ დაირიგებს მესამე კარტს.
ბაკარაში ბანქოს ქულები შემდეგნაირად ნაწილდება:
ტუზი=1, ნახატი კარტები და ათიანი=10, ორიანიდან ცხრიანის ჩათვლით კარტები უტოლდება იმ ქულას რომელ ციფრსაც გამოსახავს.
ქულები გამოითვლება შემდეგნაირად: თუ ხელში არსებული ქულების რაოდენობა 10-ზე მეტია, მაშინ ამ ქულას აკლდება 10 (მაგალითად: 8+8=16, მაგრამ ითვლება როგორც 6 ქულა. „ვალეტი“+7=17, მაგრამ ითვლება როგორც 7 ქულა).  
ორი კარტის ჯამისგან მიღებული 9 ითვლება საუკეთესო კომბინაციად და მას „ნატურალური“ ეწოდება. სხვა საუკეთესო კომბინაციაა „ნატურალური 8“. თუ ორივეს - მოთამაშესაც და ბანკირსაც დაურიგდათ იდენტური კარტები თამაში მთავრდება ფრედ (გაყრა).
ბაკარას ფსონების ტიპები:
ჩვეულებრივი ფსონი: მოთამაშე აკეთებს ფსონს მოთამაშის მოგებაზე, ბანკირის მოგებაზე ან გაყრაზე. თუ მოთამაშე მოგებს გაანგარიშება ხდება კოეფიციენტით 1:1. თუ ბანკირი მოიგებს - გაანგარიშების კოეფიციენტია 0.95:1. ეს იმას ნიშნავს რომ კაზინო მოგებიდან აიღებს 5%-ს. თუ თამაში დასრულდება ფრედ (გაყრა), მაშინ გაანგარიშების კოეფიციენტი 8:1-ის ტოლია. თუ მოთამაშეს არ ედო ფსონი გაყრაზე და ხელი ფრედ დასრულდა, მოთამაშეს უბრუნდება ფსონი.
ბაკარას დამატებით ფსონები: ბაკარა გთავაზობთ შემდეგი სახის დამატებით ფსონებს: ბანკირის და მოთამაშის წყვილი, დრაგონი და თაიგერი, სუპერ6-ის გვერდით ფსონები.
1.         ბანკირის და მოთამაშის წყვილი. ფსონი გულისხმობს, რომ ან მოთამაშეს ან ბანკირს პირველი ორი კარტის დარიგებაზე ორი ერთნაირი კარტი ამოუვა (მაგ.: ორი ვალეტი, ორი ოთხიანი და ა.შ.). ამ ფსონზე გადახდა ხდება კოეფიციენტით 11:1.
2.         დრაგონი და თაიგერი. მოთამაშე აკეთებს ფსონს დრაგონის ან თაიგერის მოგებაზე. გაანგარიშება - 1:1. წესები იგივეა რაც დრაგონ-თაიგერში. თუ ხელი მთავრდება გაყრით ხოლო მოთამაშეს დრაგონის ან თაიგერის მოგებაზე ედო, მოთამაშე აგებს ფსონს. მოთამაშეს უნდა ახსოვდეს რომ ტუზი ყველაზე დაბალი კარტია, ხოლო უმაღლესი კარტი არის მეფე.
3.         „სუპერ ექვსი“ არის ფსონი როცა ბანკირი 6 ქულის დაგროვებით იგებს ხელს და გადახდის კოეფიციენტი შეადგენს 11:1.
თამაშის პროცესი:
ფსონის განსათავსებელად მოთამაშემ უნდა აირჩიოს სასურველი ჩიპი და მოათავსოს იგი მაგიდაზე გამოსახულ სასურველ პოზიციაზე. მთლიანობაში მოთამაშეს შეუძლია დადოს რვა განსხვავებული სახის ფსონი. მოთამაშეს შეუძლია უკან დაიბრუნოს ფსონი ღილაკზე “Undo” დაჭერით ან მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაწკაპებით. თუ მოთამაშე დარწმუნებულია დადებული ფსონების სისწორეში მან უნდა დააჭიროს დადასტურების ღილაკს. მომდევნო ფსონის დადებისას მოთამაშეს შეუძლია გამოიყენოს ფოსნის გამეორების ღილაკი. უარყოფის (Cancel) ღილაკი საშუალებას აძლევს მოთამაშეს გააუქმოს ყველა დადებული ფსონი.
Casino Live Hold'em
 
 
Casino Live Hold'em  არის პოკერის ყველაზე მარტივი ფორმა. წესები მარტივია და იგი უზრუნველყოფს თქვენს გაცნობიერებას პოკერის საფუძვლებში.
ამ თამაშში მაგიდის ცენტრში რიგდება 5 კარტი, რომელსაც ხედავს ყველა და 2 საიდუმლო კარტი თითოეული მოთამაშისათვის.
როდესაც მაგიდა იხსნება, მოთამაშეებს ურიგდებათ თითო კარტი, ვისაც ყველაზე მაღალი კარტი აქვს სახელდება როგორც დილერის ღილაკი. კარტების დარიგება იწყება დილერის ღილაკის მარცხნივ მჯდომი მოთამაშისაგან და გრძელდება საათის ისრის მიმართულებით, მანამ სანამ თითოეულ მოთამაშეს არ დაურიგდება ორი საიდუმლო (ან ჰოულ) კარტი.საიდუმლო ნიშნავს, რომ მხოლოდ მოთამაშეს შეუძლია დაინახოს თავისი საკუთარი კარტი. სანამ კარტები დარიგდება, ღილაკის შემდეგ მჯდარი ორი მოთამაშე აკეთებს ფსონს. კარტების დარიგების შემდეგ ღილაკის შემდგომ მჯდარი მოთამაშე იწყებს მოქმედებას. მოთამაშეს აქვს სამი არჩევანი:
ფოლდი - რაც ხელის დამთავრებას ნიშნავს
ქოლი - რაც ნიშნავს, რომ იგი შევიდა ფსონს და გააგრძელა თამაში
რეიზი - რაც ნიშნავს რომ, მოთამაშე ზრდის ფსონს
ამის შემდეგ თამაში გრძელდება საათის ისრის მიმართულებით, მანამ სანამ ყოველ მოთამაშეს მაგიდასთან არ ექნება თანაბარი ფსონი.
პირველი ფსონების რაუნდის შემდეგ იწყება
 
ფლოპი - სამი კარტი რიგდება მაგიდის ცენტრში, ისე რომ ყველა ხედავდეს. ეს ნიშნავს რომ, თითოეულ მოთამაშეს შეუძლია ამ კარტების გამოყენება საკუთარი ორი ჰოულ კარტის კომბინაციის შესაქმნელად. მეორე ფსონების ჩამოსვლის რაუნდი იწყება დილერის ღილაკის შემდგომ პირველი მოთამაშისაგან, რომელსაც ორი არჩევანი აქვს:
ჩეკი - მოთამაშე იღებს გადაწყვეტილებას არ გააკეთოს ფსონი და მოქმედება გადადის შემდეგ მოთამაშეზე
ფსონი - მოთამაშე დებს ჩიპებს პოტში. თუ მოთამაშე გააკეთებს ფსონს ზემოთ ჩამოთვლილი სამი არჩევანი (ფოლდი, ქოლი, რეიზი) შესაძლებელია.
ფსონების ჩასვლის მეორე რაუნდის შემდეგ იწყება
თერნი - მეოთხე კარტი რიგდება მაგიდის ცენტრში. ფსონების ჩამოსვლის მესამე რაუნდიც ისევე მიმდინარეობს, როგორც მეორე. მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ იწყება
რივერი - მეხუთე კარტი რიგდება მაგიდის ცენტრში. ამის შემდეგ მოდის მეოთხე და ფინალური ფსონების გაკეთების რაუნდი, წინა რაუნდის წესებით. ყველა მოთამაშისათვის, ვისაც ქოლი აქვს გაკეთებული იწყება
შოუდაუნი - ყველა მოთამაშის ჰოული (ან საიდუმლო) კარტები იხსნება და იგებს ის, ვისაც ყველაზე მაღალი ხელი აქვს
 
კომბინაციები
ფლეშ როიალი - ერთი მასტის 10, ვალეტი, დედოფალი, მეფე, ტუზი
სტრიტ ფლეში - ერთი მასტის ნებისმიერი კარტი მიმდევრობით.
კარე - ოთხი ერთნაირი რანგის კარტი.
ფულჰაუსი - ერთნაირი რანგის სამი  და ერთნაირი რანგის ორი კარტი.
ფლეში - ერთნაირი მასტის 5 კარტი, თანმიმდევრობას მნიშნველობა არ აქვს.
სტრიტი - სხვადასხვა მასტის ნებისმიერი ხუთი თანმიმდევრული კარტი. 
სამი მსგავსი - ერთნაირი რანგის სამი კარტი.  
ორი წყვილი - ერთნაირი რანგის 2 კარტი და ერთნაირი რანგის კიდევ 2 კარტი.
წყვილი - ერთნაირი რანგის ორი კარტი
მაღალი კარტი - ეს კონბინაცია არაა, უბრალოდ თქვენ გაქვთ ერთი კარტი, რომელიც სხვების კარტზე მაღალია.
 
 
 
Dragon Tiger (ლაივ დრაგონ-თაიგერი)
 
 
დრაგონ თაიგერში ფსონი კეთდება იმაზე თუ ვის ამოუვა უფრო მაღალი კარტი.
მოთამაშე აკეთებს ფსონს „დრაგონ“-ზე, „თაიგერ“-ზე ან „ფრე“-ზე (Tie). ფსონის გაკეთების შემდეგ დილერი არიგებს თითო კარტს „დრაგონ“-ზე და „თაიგერ“-ზე. თუ მოთამაშის მიერ დადებულ პოზიციაზე ამოვა მაღალი კარტი, მოთამაშე იგებს. თუ ორივე პოზიციაზე ამოვა თანაბარი ქულის მქონე კარტი, ხდება „ფრე“ (კარტის მასტს მნიშვნელობა არ აქვს).
კაროლია უმაღლესი ქულა ხოლო ტუზი უმდაბლესი. K, Q, J, 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, A
გაანგარიშება დამოკიდებულია მოთამაშის გაკეთებულ ფსონზე და ხდება შემდეგი პრინციპით: თუ ფსონი დადებული იყო დრაგონზე ან თაიგერზე გაანგარიშება არის 1:1. თუ მოთამაშე დებს ფრეზე - გაანგარიშება შეადგენს 8:1. არ აქვს მნიშვნელობა „დრაგონი“ მოიგებს თუ „თაიგერი“, საკომისიოს არ იხდის არცერთი მხარე. მაგრამ თუ ამოვა „ფრე“, მაშინ „დრაგონზე“ და „თაიგერზე“ დადებული თანხის 50% პროცენტი მიდის კაზინოს ბალანსზე საკომისიოს სახით. დარჩენილი თანხა დაუბრუნდება მოთამაშეს.
გარდა ამისა, შესაძლებელია დამატებითი ფსონების გაკეთება: „დიდი დრაგონი“, „პატარა დრაგონი“, „დრაგონ გული“, „დრაგონ აგური“, „დრაგონი ყვავი“, „დრაგონ ჯვარი“, „თაიგერ დიდი“, „თაიგერ პატარა“, თაიგერ გული“, „თაიგერ აგური“, „თაიგერ ყვავი“, „თაიგერ ჯვარი“.
„დიდი დრაგონი ან დიდი თაიგერი“. ამ ფსონის მოსაგებად მოთამაშეს უნდა ამოუვიდეს 7-ზე მეტი ქულის კარტი. გაანგარიშებაა 1:1. თუ ამოსული კარტის ქულა არის 7 ან ნაკლები მოთამაშე აგებს ხელს.
„პატარა დრაგონი ან პატარა თაიგერი“. ამ ფსონის მოსაგებად მოთამაშეს უნდა ამოუვიდეს 7-ზე ნაკლები ქულის კარტი. გაანგარიშებაა 1:1. თუ ამოსული კარტის ქულა არის 7 ან მეტი მოთამაშე აგებს ხელს.
„დრაგონ აგური ან თაიგერ აგური“. ამ ფსონის მოსაგებად მოთამაშეს უნდა ამოუვიდეს აგურის მასტი. გაანგარიშებაა 2:1. თუ ამოსული კარტის მასტი არ არის აგური მოთამაშე აგებს ხელს. თუ ამოსული კარტის ქულა შეადგენს 7, მოთამაშე აგებს ხელს.
„დრაგონ ყვავი ან თაიგერ ყვავი“. ამ ფსონის მოსაგებად მოთამაშეს უნდა ამოუვიდეს ყვავის მასტი. გაანგარიშებაა 2:1. თუ ამოსული კარტის მასტი არ არის ყვავი მოთამაშე აგებს ხელს. თუ ამოსული კარტის ქულა შეადგენს 7, მოთამაშე აგებს ხელს.
„დრაგონ გული ან თაიგერ გული“. ამ ფსონის მოსაგებად მოთამაშეს უნდა ამოუვიდეს გულის მასტი. გაანგარიშებაა 2:1. თუ ამოსული კარტის მასტი არ არის გული მოთამაშე აგებს ხელს. თუ ამოსული კარტის ქულა შეადგენს 7, მოთამაშე აგებს ხელს.
„დრაგონ ჯვარი ან თაიგერ ჯვარი“. ამ ფსონის მოსაგებად მოთამაშეს უნდა ამოუვიდეს ჯვრის მასტი. გაანგარიშებაა 2:1. თუ ამოსული კარტის მასტი არ არის ჯვარი მოთამაშე აგებს ხელს. თუ ამოსული კარტის ქულა შეადგენს 7, მოთამაშე აგებს ხელს.
EGT (ელექტრონული რულეტი)

ეს თამაში არის ელექტრონული რულეტი . ყველა ოპერაცია ფიშკების, მონეტების დალაგება, დალაგებული ფიშკების გაუქმება ან სხვა ციფრზე(ციფრებზე) მათი დალაგება, ფიშკების ღირებულების განსაზღვრა , ციფრების წაკითხვა და გამოცხადება, მოგების ან წაგების მათემატიკური დაანგარიშება,ციფრების მთლიანი ან ნაწილობრივი დამთხვევის განსაზღვრა,ნაწილობრივი დამთხვევის დროს მოგების ან წაგების მათემატიკური დათვლა მოქმედებაში მოჰყავს და ყველა ზემოთჩამოთვლილ პროცესს ანხორციელებს ელექტრო მექანიზმები ე.წ.რულეტკა,რომელიც განთავსებულია ბარათაშვილის ქ N 2 ში „crystalbet“ ის სლოტ კლუბში,ხოლო საიტზე ხდება მისი პირდაპირი ტრანსლირება.

თამაშის პრინციპი დაფუძნებულია ციფრების გამოცნობაზე. მოთამაშემ უნდა გამოიცნოს ციფრი ან ციფრების ჯგუფი. მთლიანი ან ნაწილობრივი დამთხვევის დროს მათემატიკურად ანგარიშდება მოგება და ხდება მისი დაფიქსირება. მოთამაშეს შეუძლია აირჩიოს 0-36 ის ჩათვლით ნებისმიერი ციფრი ან ციფრები. თუ ბურთულა ჩავარდება მოთამაშის მიერ არჩეულ ციფრზე, ფიქსირდება მოგება, რომელიც კლიენტის მიერ ამ ციფრზე დადებული ფსონის 35:1 (Sraight Up) შეადგენს, რულეტზე შესაძლებელია აგრეთვე ე.წ. Split, Corner, 1st2nd3rd Dozen, Six numbers, Three numbers, Columns, Trio, Even, Odd, Low, High, Red, Black დადება. Split ის დროს გადახდა არის 17:1, Corner ის დროს გადახდა არის 8:1, 1st2nd3rd Dozen, ის დროს გადახდა არის 2:1, Six numbers ის დროს გადახდა არის 5:1, Three numbers ის დროს გადახდა არის 11:1, Columns ის დროს გადახდა არის 2:1, Trio ს დროს გადახდა არის 11:1, Even, Odd, Low, High, Red, Black ის დროს გადახდა არის 1:1 მოთამაშე წააგებს თუ მოხდა 0 ციფრის დაფიქსირება რულეტის ბარაბანზე(გარდა Trio ს დროს)

რულეტს აქვს დენომენაციის , ანუ 1 კრედიტის ღირებულება 1 ლართან. 1 კრედიტი ღირს 0,1 ლარი. მინიმალური კრედიტი ციფრზე არის 1 კრედიტი ანუ 0,1 ლარი, მაქსიმალური ფსონი ციფრზე არის 200 კრედიტი ანუ 20 ლარი. მინიმალური ფსონი Split არის 1 კრედიტი ანუ 0,1 ლარი, მაქსიმალური ფსონი Split არის 400 კრედიტი ანუ 40 ლარი. მინიმალური ფსონი Corner არის 1 კრედიტი ანუ 0,1 ლარი, მაქსიმალური ფსონი Corner არის 800 კრედიტი ანუ 80 ლარი. მინიმალური ფსონი 1st2nd3rd Dozen, Columns არის 5 კრედირი ანუ 0.5 ლარი, მაქსიმალური ფსონი 1st2nd3rd Dozen , Columns არის 2400 კრედიტი ანუ 240 ლარი. მინიმალური ფსონი Six numbers არის 1 კრედიტი ანუ 0,1 ლარი, მაქსიმალური ფსონი , Six numbers არის 1200 კრედიტი ანუ 120 ლარი. მინიმალური ფსონი Three numbers არის 1 კრედიტი ანუ 0,1 ლარი, მაქსიმალური ფსონი Three numbers არის 600 კრედიტი ანუ 60 ლარი. მინიმალური ფსონი Trio არის 1 კრედიტი ანუ 0,1 ლარი, მაქსიმალური ფსონი Trio არის არის 600 კრედიტი ანუ 60 ლარი. მინიმალური ფსონი Even, Odd, Low, High არის 5 კრედიტი ანუ 0,5 ლარი მაქსიმალური ფსონი Even, Odd, Low, High არის 3600 კრედიტი ანუ 360 ლარი. მაქსიმალური ფსონი რომელიც შესაძლებელია გაკეთდეს რულეტის მთლიან დაფაზე არის 40000 კრედიტი ანუ 4000 ლარი. მაქსიმალური მოგება არის 12 240 ლარი.

თამაშის პრინციპებში უკეთ გარკვევისათვის მოთამაშეს შეუძლია დააკლიკოს ღილაკი „დახმარება“, სადაც თვალსაჩინოდაა აღწერილი თამაშის ყველა ძირითადი მომენტი.


ODDREX (ელექტრონული რულეტი)

ეს თამაში არის ელექტრონული რულეტი . ყველა ოპერაცია ფიშკების, მონეტების დალაგება, დალაგებული ფიშკების გაუქმება ან სხვა ციფრზე(ციფრებზე) მათი დალაგება, ფიშკების ღირებულების განსაზღვრა , ციფრების წაკითხვა და გამოცხადება, მოგების ან წაგების მათემატიკური დაანგარიშება,ციფრების მთლიანი ან ნაწილობრივი დამთხვევის განსაზღვრა,ნაწილობრივი დამთხვევის დროს მოგების ან წაგების მათემატიკური დათვლა მოქმედებაში მოჰყავს და ყველა ზემოთჩამოთვლილ პროცესს ანხორციელებს ელექტრო მექანიზმები ე.წ.რულეტკა,რომელიც განთავსებულია ბარათაშვილის ქ N 2 ში „crystalbet“ ის სლოტ კლუბში,ხოლო საიტზე ხდება მისი პირდაპირი ტრანსლირება.

თამაშის პრინციპი დაფუძნებულია ციფრების გამოცნობაზე. მოთამაშემ უნდა გამოიცნოს ციფრი ან ციფრების ჯგუფი. მთლიანი ან ნაწილობრივი დამთხვევის დროს მათემატიკურად ანგარიშდება მოგება და ხდება მისი დაფიქსირება. მოთამაშეს შეუძლია აირჩიოს 0-36 ის ჩათვლით ნებისმიერი ციფრი ან ციფრები. თუ ბურთულა ჩავარდება მოთამაშის მიერ არჩეულ ციფრზე, ფიქსირდება მოგება, რომელიც კლიენტის მიერ ამ ციფრზე დადებული ფსონის 35:1 (Sraight Up) შეადგენს, რულეტზე შესაძლებელია აგრეთვე ე.წ. Split, Corner, 1st2nd3rd Dozen, Six numbers, Three numbers, Columns, Trio, Even, Odd, Low, High, Red, Black დადება. Split ის დროს გადახდა არის 17:1, Corner ის დროს გადახდა არის 8:1, 1st2nd3rd Dozen, ის დროს გადახდა არის 2:1, Six numbers ის დროს გადახდა არის 5:1, Three numbers ის დროს გადახდა არის 11:1, Columns ის დროს გადახდა არის 2:1, Trio ს დროს გადახდა არის 11:1, Even, Odd, Low, High, Red, Black ის დროს გადახდა არის 1:1 მოთამაშე წააგებს თუ მოხდა 0 ციფრის დაფიქსირება რულეტის ბარაბანზე(გარდა Trio ს დროს)

მინიმალური ფსონი ციფრზე (Sraight Up) არის 0,1 ლარი მაქსიმალური ფსონი ციფრზე (Sraight Up) არის 10 ლარი. მინიმალური ფსონი Split არის 0,1 ლარი, მაქსიმალური ფსონი Split არის 20 ლარი. მინიმალური ფსონი Corner არის 0,1 ლარი, მაქსიმალური ფსონი Corner არის 40 ლარი. მინიმალური ფსონი 1st2nd3rd Dozen aris, Columns არის 0.5 ლარი, მაქსიმალური ფსონი 1st2nd3rd Dozen , Columns არის 120 ლარი. მინიმალური ფსონი Sixline არის 0,1 ლარი, მაქსიმალური ფსონი , Sixline არის 60 ლარი. მინიმალური ფსონი Street არის 0,1 ლარი, მაქსიმალური ფსონი Street არის 30 ლარი. მინიმალური ფსონი Trio არის 0,1 ლარი, მაქსიმალური ფსონი Trio არის 30 ლარი. მინიმალური ფსონი Even, Odd, Low, High არის 0,5 ლარი მაქსიმალური ფსონი Even, Odd, Low, High არის 180 ლარი.

"Odrex" ჯეკპოტის გათამაშების წესები

ყოველ მესამოცე სპინზე ეკრანზე ისახება შემთხვევითი წესით შერჩეული ციფრი -"Lucky Number". თუ ბურთი ჩავარდება იმავე რიცხვში, გათამაშედება ჯეკპოტი, მოიგებენ ის მოთამაშეები რომელთაც იღბლიან რიცხვზე (Lucky Number) ჯამში ჰქონდათ დადებული მინიმუმ 0,50 ლარი.

ჯეკპოტის მთლიანი თანხა პროპორციულად გადანაწილდება მოგებულ მოთამაშეებზე, დადებული ფსონის სიდიიდის შესაბამისად.

ონლაინ ტოტალიზატორი "crystalbet" ი უფლებას იტოვებს შეცვალოს ჯეკპოტის გათამაშების სპინების რაოდენობა შეხედულებისამებრ.

აირჩიეთ სახელის აღდგენის მეთოდი
ელფოსტა SMS
აირჩიეთ პაროლის აღდგენის მეთოდი
ელფოსტა SMS