02.03.2014
12:45
წესები


I ზოგადი დებულება

1. წინამდებარე წესები შეთანხმებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან.

2.ტოტალიზატორ “კრისტალბეთის“ (შემდგომში“კრისტალბეთი“) საიტზე დარეგისტრირებული მომხმარებლის (შემდეგში “მოთამაშე”) მიზანია სპორტული შეჯიბრის ან სხვა საზოგადოებისთვის საინტერესო მოვლენათა შედეგის გამოცნობა, ორგანიზაციის მიერ წინასწარ გამოქვეყნებული პროგრამის მიხედვით. სპოტული შეჯიბრების ყველა ფსონი ეხება მატჩის ძირითად დროს თუ მითითებული არ არის ოვერტაიმი. ძირითადი დრო - მატჩისათვის განკუთვნილი დრო და მსაჯის მიერ დამატებული კომპენსირებული დრო (მხედველობაში არ მიიღება მატჩის შემდგომი დამატებითი დრო, ოვერტაიმები, პენალტების სერია).

3. ყველა მოთამაშე ვალდებულია “კრისტალბეთის“ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლისა და ფსონის დადების წინ გაეცნოს წინამდებარე წესებს. გათამაშების წესების არცოდნა არ მიიღება არგუმენტად ფსონის გასაუქმებლად ან სხვა სადავო საკითხის გადასაწყვეტად.

4. მოთამაშის მიერ რეგისტრაციის გავლა და ფსონის დადება ნიშნავს რომ ის ეთანხმება “კრისტალბეთის“ მიერ დადგენილ გათამაშების წესებს.

5. ფსონები მიიღება 18 წელს მიღწეული პირებისაგან, რომლებიც ეთანხმებიან ტოტალიზატორ “კრისტალბეთის“ გათამაშების წესებს. ამ პუნქტის დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მოთამაშეს.

ტოტალიზატორ „კრისტალბეთი“–ს ვებ გვერდზე რეგისტრაციისათვის მოთამაშეს თავდაპირველად შეჰყავს პირადი სახელი და პაროლი, შემდგომ მომხმარებელს შეყავს პირადი ინფორმაცია,კერძოდ სახელი,გვარი პირადი ნომერი, სრული მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელ ფოსტის მისამართი, ამის შემდგომ პირი ადასტურებს რომ გაეცნო გათამაშების წესებს და შეუსრულდა 18 წელი. მხოლოდ ამის შემდგომ სისტემა არეგისტრირებს მომხმარებელს და ანიჭებს მას პირად საინდიფიკაციო კოდს, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია თანხის დამატება ან თანხის გატანა ორგანიზაციიდან.

ამ საინდეტიფიკაციო კოდის მეშვეობით ორგანიზაცია ახდენს მომხმარებლის იდენტიფიცირებას.

6. რეგისტრაციის შედეგად მინიჭებული “პაროლი” არის საიდუმლო და იკრძალება მისი გასხვისება ან მოთამაშის მიერ მისი გადაცემა მესამე პირისთვის. ამ შემთხვევაში მიყენებულ ზარალზე “კრისტალბეთი ”-ს ადმინისტრაცია სრულად იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას და პასუხისმგებლობა ეკისრება მოთამაშეს.

7.მოთამაშის მხრიდან თაღლითობის გამოვლენის შემთხვევაში, რომლის შედეგადაც ტოტალიზატორ „კრისტალბეთს “ მიადგება სხვადასხვა სახის ზიანი , ის იტოვებს უფლებას:

• დაუბლოკოს მოთამაშეს ვებ-გვერდზე შემოსვლა;

• გააუქმოს ანგარიში და დაუბრუნოს თანხა მოთამაშეს;

• საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიმართოს შესაბამის ორგანოებს თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებით.

8. ტოტალიზატორი “კრისტალბეთი” არ იღებს პასუხისმგებლობას და პრეტენზიებს არ განიხილავს, სპორტული შეჯიბრებების სიაში გუნდების, მოთამაშეების და ა.შ. სახელწოდებების თარგმანის სიზუსტეზე. ყველა ინფორმაცია, რომელიც შეეხება გარკვეული სპორტული შეჯიბრების დასახელებას, ატარებს საინფორმაციო ხასიათს და მისი არაკორექტულობა არ შეიძლება გახდეს ფსონის გაუქმების წინაპირობა.

9. ყველა დარეგისტრირებულ მომხმარებელს უნდა ჰქონდეს მხოლოდ ერთი ანგარიში. დარეგისტრირებულ მოთამაშეს არ შეუძლია გაიაროს ახლიდან რეგისტრაცია. ამ წესის დარღვევისათვის საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას დაბლოკოს ასეთი ანგარიში.

10. ტოტალიზატორი “კრისტალბეთი“ იტოვებს უფლებას ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე უარი უთხრას მოთამაშეს ვებ გვერდზე რეგისტრაციის გავლაზე ან ფსონის დადებაზე .

11. მოთამაშის მიერ ბალანსის შევსების დროს მის მიერ თანხის სხვის პირად ნომერზე შეცდომით გადარიცხვის შემთხვევაში, “კრისტალბეთის” ადმინისტრაცია იხსნის ყოველგავრ პასუხისმგებლობას აღნიშნული თანხის დაბრუნებასთან ან სხვა ანგარიშზე გადატანასთან დაკავშირებით.

II. ფსონის დადება

1. ტოტალიზატორი “კრისტალბეთი“ ფსონებს იღებს მის მიერ გამოქვეყნებული პროგრამის საფუძველზე;

2. კოეფიციენტის პირველი გამოქვეყნების მომენტიდან ორგანიზაციას უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეცვალოს(გაზარდოს ან შეამციროს) ან გააუქმოს ნებისმიერი კოეფიციენტი. კოეფიციენტის შეცვლა ან გაუქმება არ ეხება უკვე დადებულ ფსონს.

3. პროგრამაში შეტანილი ღონისძიების გასწვრივ მითითებულია ყველა შესაძლო კოეფიციენტი.

4. ინტერნეტ-ტოტალიზატორში ფსონის დადება ნიშნავს ორგანიზაციასა და მოთამაშეს შორის ერთჯერადი ხელშეკრულების გაფორმებას. თამაშისას გამოიყენება ე.წ. ელექტრონული ბილეთი, რომელიც ადასტურებს ფსონის დადებას, ხელშეკრულების გაფორმების ფაქტს და ერთჯერადი ხელშეკრულების დამადასტურებელი საბუთია.

ელექტრონული ბილეთი –არის მოთამაშის მიერ დადებული ფსონი (ექსპრესი ან სისტემა) რომელსაც მინიჭებული აქვს შესაბამისი ნომერი.

5.თამაშში მონაწილეობის დამადასტურებელ დოკუმენტად გამოიყენებული იქნება ე.წ. ელექტრონული ბილეთი. კერძოდ, მოთამაშე ინტერნეტის საშუალებით უნდა დარეგისტრირდეს ტოტალიზატორ „კრისტალბეთი“–ს ვებ გვერდზე www.crystalbet.com –ზე, რის შედეგადაც მომხმარებელს ენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერი. პირადი სახელისა და პაროლის გამოყენებით მომხმარებელი შედის სისტემაში და „კრისტალბეთი“–ს წინასწარ გამოქვეყნებული პროგრამის საფუძველზე აკეთებს საკუთარ პროგნოზს, დებს სასურველ ფსონს(ფსონებს), სასურველი ვარიანტის არჩევის შემთხვევაში, იგი აჭერს „ბილეთის დადება“ –ს ღილაკს, რითაც ეთანხმება შერჩეულ ვარიანტს და გადადის ფსონის დადების შემდგომ ეტაპზე, სადაც ახდენს პირადი სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის დადებას შერჩეულ ვარიანტზე, ამის შემდეგ არჩეული ვარიანტი „კრისტალბეთი“–ს საიტზე დაფიქსირდება ელექტრონული ბილეთის სახით. რომელსაც პროგრამულად მიენიჭება ნომერი.

6. ფსონი მიიღება ლარებში;

7. მინიმალური ფსონი შეადგენს 0.20 ლარს (ოცი თეთრი)

8. მაქსიმალური მოგება ერთ ელექტრონულ ბილეთზე (ან ჯამურად რამოდენიმე ერთნაირ ელექტრონულ ბილეთზე) არ უნდა აღემატებოდეს 35.000 ლარს. თუ ელექტრონულ ბილეთზე (ან ერთნაირი ელექტრონული ბილეთების ჯამზე), მოგება აღემატება ნებადართულ ზღვარს, ის ჩაითვლება 35.000 ლარად. ის ბილეთები, რომელთა სავარაუდო მოგება აღემატება 10.000 (ათი ათასი) ლარს, უნდა შეთანხმდეს საიტის ადმინისტრაციასთან (ბილეთის მიღება უნდა დაადასტუროს საიტის ადმინისტრაციამ).

9. ტოტალიზატორი “კრისტალბეთი” იტოვებს უფლებას არ მისცეს მოთამაშეს ერთი და იმავე ელექტრონული ბილეთის რამდენჯერმე დადების საშუალება;

10. შედეგის გამოცნობისას მოთამაშე მიიღებს თანხას, რომელიც დადებული თანხისა და შედეგის შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლის ტოლია. კოეფიციენტების ნამრავლი არ უნდა აღემატებოდეს 1200 (ათას ორასი) თუ კოეფიციენტების ნამრავლი აღემატება 1200–ს (ათას ორასი) ბილეთის მოგების შემთხვევაში კოეფიციენტი ჩაითვლება 1200 (ათას ორასი). კოეფიციენტის ნამრავლი მრგვალდება მეასედამდე სიზუსტით.

11. ზოგ შემთხვევაში მატჩში მონაწილე გუნდების გასწვრივ შეიძლება მითითებული იყოს ანგარიში (ჰანდიკაპი). ასეთ შემთხვევაში შესაბამისი მატჩის შედეგი განისაზღვრება ამ ანგარიშის გათვალისწინებით.

12. დაუშვებელია ერთ ბილეთში ერთი და იგივე წყვილის რამოდენიმეჯერ შეტანა, გამონაკლისს წარმოადგენს „ცოცხალი“, სადაც შესაძლებელია ერთმანეთს გადაებას ის პოზიციები რომლებიც მონიშნულია სპეციალური ნიშნით.(მაგ: *)

13. ტოტალიზატორი „კრისტალბეთი“ გთავაზობთ შემდეგი სახის ფსონებს :

– ექსპრესი, სადაც სავარაუდო მოგება შეადგენს შესაბამისი კოეფიციენტების ნამრავლისა და დადებული თანხის ნამრავლს.

– სისტემა, სადაც სავარაუდო მოგება შეადგენს სისტემაში შემავალი მოგებული ვარიანტების ჯამს.

–პირველი გუნდის მოგება – აღნიშნულია „1“

–ფრე – აღნიშნულია“X”

–მეორე გუნდის მოგება – აღნიშნულია“2”

–პირველი გუნდის მოგება ან ფრე – აღნიშნულია“1X”

–პირველი ან მეორე გუნდის მოგება – აღნიშნულია“12”

–მეორე გუნდის მოგება ან ფრე – აღნიშნულია “X2”

–ფრეს გარეშე - 1(0) მასპინძელი გუნდის მოგება , (0)2 სტომარი გუნდის მოგება, ფრეს შემთხვევაში კოეფიციენტი უტოლდება 1.0 –ს (ერთი) .

–გატანილი გოლები- მატჩის ძირითად დროში გატანილი გოლების რაოდენობა.

–ორივე გაიტანს “კი”- გოლი უნდა გაიტანოს ორივე გუნდმა. “არა”- ერთ-ერთი ან ორივე გუნდი მატჩში გოლს ვერ გაიტანს. ავტოგოლი ეთვლება იმ გუნდს რომლის ანგარიშზეც ჩაიწერება გოლი.

–ჰანდიკაპი შედეგი განისაზვრება შესაბამისი ფორის გათვალისწინებით.

–კენტი-ლუწი მატჩში გატანილი გოლების ჯამი იქნება კენტი თუ ლუწი (0-0 ითვლება ლუწად).

–გაიტანს თუ არა მასპინძელი გუნდი მატჩში გოლს

–გაიტანს თუ არა სტუმარი გუნდი მატჩში გოლს

–რომელ ტაიმში გავა მეტი გოლი – პირველში, მეორეში თუ თანაბრად. (0:0 ითვლება თანაბრად).

–ანგარიშის გახსნა - დასახელებული წყვილიდან რომელი გუნდიც გახსნის მატჩში ანგარიშს. მატჩის 0-0 დასრულების შემთხვევაში “ანგარიშის გახსნაზე” დადებული ორივე ფსონი წაგებულად ითვლება.

–ტაიმ ბოლი-კოეფიციენტი შეესაბამება მატჩის პირველი ტაიმისა და ძირითადი დროის შედეგის გამოცნობას (პირველი ტაიმის შედეგი/მატჩის ძირითადი დროს შედეგი).1/1, 1/X, 1/2, X/1, X/X, X/2, 2/1, 2/X, 2/2.

III შემთხვევები, როდესაც ღონისძიების კოეფიციენტი 1.0–ს ( ერთი მთელი) უტოლდება.

ფსონი გაუქმებულად ითვლება და თანხა მოთამაშეს უბრუნდება იმ შემთხვევაში თუ:

– ფსონი დადებულია მატჩის დაწყების შემდეგ;

– ღონისძიება გადაიდო და არ ჩატარდა პროგრამაში მითითებული თარიღიდან მომდევნო დღის განმავლობაში. (შემდეგ ეტაპზე გასვლის ფსონები უქმდება თუ მატჩი გადაიდო 3 კვირაზე მეტი ხნით).

–ღონისძიება ჩაიშალა ან შეწყდა, შედეგი არ დაფიქსირდა ნებისმიერი მიზეზის გამო და არ გადათამაშდა(ან გაგრძელდა) პროგრამაში მითითებული თარიღიდან მომდევნო დღის განმავლობაში.(ტექნიკური შედეგი მხედველობაში არ მიიღება)

–წყვილში რომელიმე გუნდი შეცდომით არის დასახელებული.

–შეიცვალა მასპინძელი გუნდი (ორმატჩიანი სათასო ტურნირებისათვის გაუქმებულად არ ითვლება ფსონი, რომელიც დადებულია გუნდის შემდეგ ეტაპზე გასვლაზე). ერთი და იგივე ქალაქში თამაშის სხვა სტადიონზე გადატანისას, ან/და მისი ნეიტრალურ მოედანზე ჩატარებისას ფსონი გაუქმებულად არ ითვლება.

– თუ მატჩი დამთავრდა და მისი შედეგი დაფიქსირდა, ხოლო შემდეგ გაპროტესტდა და შედეგი შეიცვალა ან/და მატჩი გადათამაშდა, მოგებები გაიცემა პირველი შედეგის მიხედვით. გაუქმებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ფსონები, რომლებიც დადებულოა ორმატჩიანი სათასო ტურნირებში შემდეგ ეტაპზე გასვლაზე პირველი მატჩის წინ, იმ შემთხვევაში თუ ტექნიკური შედეგი დაფიქსირდა პირველ მატჩში და ტექნიკური შედეგის დაფიქსირება მოხდება მანამდე სანამ ჩატარდება მეორე მატჩი.

– ფსონი ერთ ვარიანტზე 0.20(ოცი თეთრი) ლარზე ნაკლებია.

–თუ რომელიმე ღონისძიების გასწვრივ გამოცხადებულ კოეფიციენტებში არის ტექნიკური შეცდომა. (მაგ: 1.50 ის ნაცვლად წერია 15.0 , „+“ ის მაგივრად წერია “–„ ,ჰანდიკაპის შემთხვევაში 0:1 –ის მაგივრად წერია 1:0, და სხვა)

–იმ შემთხვევაში თუ რომელიმე სპორტის სახეობაში ზღვარად დასახელებული ქულების რაოდენობა გამოსახულია მთელი რიცხვით (მაგ:19.0 , 20.0 , 21.0, 3.0 და ა.შ.) მაშინ მოქმედებს ზეროს პრინციპი კოეფიციენტი 1.0 –ის ტოლი ხდება და თანხა უბრუნდება მოთამაშეს.

IV ცოცხალის თამაშის წესები .

1.“ცოცხალის” შედეგების განსაზღვრა ხდება ვიზუალურად, ვიდეო ჩვენების შესაბამისად. შედეგის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მატჩის ორგანიზატორი ფედერაციის ოფიციალურ საიტს.

“ცოცხლის” გათამაშების პოზიციები:

2. ვინ დაიწყებს თამაშს: რომელი გუნდი შეიყვანს თამაშში ბურთს. აღნიშნულ პოზიციაზე ფსონის მიღება წყდება მატჩის დაწყებამდე 10 წუთით ადრე

3 . ვინ მოაწვდის პირველი აუტს : ამ კატეგორიაში ფსონის დამდებმა უნდა გამოიცნოს რომელი გუნდი მოაწვდის პირველი ბურთს გვერდითი ხაზიდან. იმ შემთხვევაში თუ გუნდის მოთამაშე აუტის ჩამოწოდების დროს დაარღვევს წესს (ანუ არასწორად ჩამოაწვდის მას და მატჩის მთავარი არბიტი აუტის ჩამოწოდების უფლებას გადასცემს მეორე გუნდს), გამარჯვებულია ფსონი, რომელიც დადებულია გუნდზე რომელმაც პირველად მოიპოვა აუტის ჩამოწოდების უფლება. მიუხედავად იმისა თუ შემდგომში რა გადაწყვეტილებას მიიღებს არბიტრი. თუ შემთხვევით მატჩის ტრანსლაციისას არ გამოჩნდა პირველი აუტის ჩამოწოდების მომენტი და შესაბამისად არც ინტერნეტ საიტების საშუალებით გაირკვა აღნიშნული ფსონის შედეგი, ფსონის კოეფიციენტი 1.0-ის ტოლად ითვლება!

4. ვინ მოაწვდის პირველი კუთხურს: აღნიშნული ფსონის დამდებმა პირმა უნდა გამოიცნოს რომელი გუნდი მოაწვდის პირველი კუთხურს. თუ მატჩის ტრანსლაციისას არ გამოჩნდა პირველი კუთხურის ჩამოწოდების მომენტი, მაშინ ტოტალიზატორი ეყრდნობა ინტერნეტ საიტებით მიღებულ ინფორმაციას, მაგრამ თუ არც ინტერნეტის საშუალებით გაირკვა აღნიშნული შედეგი, ფსონის კოეფიციენტი 1-ის ტოლად ითვლება!

5. რამდენი კუთხური ჩამოწოდდება მატჩში: ფსონი იდება მატჩის ძირითად დროში ჩამოწოდებული კუთხურების მეტ-ნაკლებობის გამოცნობაზე. თუ მატჩში ბურთი გადავიდა კუთხურზე, მაგრამ დროის ამოწურვის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო მსაჯმა არ ჩამოაწოდებინა კუთხური, მაშინ ასეთი კუთხური ანგარიშში არ ჩაითვლება!

6. კუთხურების ფორა: ფსონის დამდებმა პირმა უნდა გამოიცნოს პირველი გუნდის მიერ მოწოდებული კუთხურების რაოდენობის შეფარდება მეორე გუნდის მიერ მოწოდებულ კუთხურების რაოდენობასთან მითითებული ფორის შესაბამისად! (გადასულ, მაგრამ არჩამოწოდებულ კუთხურის შემთხვევაში, მოქმედებს იგივე წესი, რაც განხილულია "რამდენი კუთხური ჩამოწოდდება მატჩში" კატეგორიის შემთხვევაში).

7. ვინ მიიღებს პირველი ყვითელ ბარათს: ამ პოზიციაზე ფსონის დამდებმა პირმა უნდა გამოიცნოს თუ მინდორზე მყოფი რომელი გუნდის მოთამაშე მიიღებს პირველ ყვითელ ბარათს. თუ მსაჯმა ორივე გუნდის წარმომადგენელს ერთდროულად აჩვენა ყვითელი ბარათი აღნიშნულ პოზიციაზე კოეფიციენტი გახდება ერთის ტოლი. აღნიშნული შედეგის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მატჩის ორგანიზატორი ფედერაციის ოფიციალურ საიტს.

8. ყვითელი ბარათების რაოდენობა: ამ კატეგორიის ფსონის დამდებმა პირმა უნდა გამოიცნოს რა რაოდენობის ყვითელ ბარათს მიიღებს ორივე მოასპარეზე გუნდი ერთად მატჩის ძირითად დროში. მწვრთნელთა კორპუსის ,სათადარიგო შემადგენლობაში მყოფი მოთამაშისა და შეცვლაზე გასული ფეხბურთელის მიერ მიღებული ბარათი მხედველობაში არ მიიღება. თამაშში დაფიქსირებული ბარათების რაოდენობა განისაზღვრება მხოლოდ ყვითელი ბარათებით. (წითელი ბარათი 2 ყვითლად არ ითვლება)

9. იქნება თუ არა პენალტი: ფსონის დამდებმა პირმა უნდა გამოიცნოს, დაინიშნება თუ არა პენალტი მატჩის ძირითად დროში. პენალტი არის ერთადერთი კატეგორია, რომელსაც მსაჯი ასრულებინებს მოთამაშეს მატჩის ძირითადი დროის გასვლის მიუხედავად, ამიტომ ასეთი პენალტიც ითვლება ანგარიშში.(ლაპარაკია ოვერტაიმამდე და არა ოვერტაიმში დანიშნულ პენალტზე.)

10.იქნება თუ არა წითელი ბარათი: ფსონის დამდებმა პირმა უნდა გამოიცნოს მიიღებს თუ არა უშუალოდ მატჩში მონაწილე მოთამაშე წითელ ბარათს მატჩის ძირითად დროში.

11. პირველი გოლი _ მონაწილე გუნდებიდან ერთ-ერთის მიერ პირველი ბურთის გატანა მოწინაღმდეგის კარში

12. რომელ ტაიმში იქნება მეტი ყვითელი ბარათი: ფსონის დამდებმა პირმა უნდა გამოიცნოს, რომელ ტაიმში მიიღებენ მოთამაშეები მეტ ყვითელ ბარათს. არცეთი ბარათის შემთხვევაში ითვლება თანაბრად.

13. რომელ ტაიმში მოხდება პირველი შეცვლა:ფსონის დამდებმა პირმა უნდა გამოიცნოს რომელ ტაიმში მოხდება პირველი შეცვლა , პირველ ტაიმში მეორე ტაიმში თუ შესვენებაზე.

14. პირველი შეცვლისას, თუ ორივე მოთამაშის შეცვლა მოხდა დროის ერთ მონაკვეთში, პირველი შეცვლა ჩაითვლება პოზიცია ერთდროულად.

15. გაიტანს თუ არა კონკრეტული ფეხბურთლი მატჩში გოლს: ფსონის დამდებმა პირმა უნდა გამოიცნოს გაიტანს თუ არა მითითებული ფეხბურთელი გოლს მატჩის ძირითად დროში.თუ მითითებული ფეხბურთელი ვერ მოხვდა განაცხადში ან მოხვდა განაცხადში და არ მიიღო მონაწილეობა უშუალოდ მატჩის ძირითადი დროის მსვლელობისას(არ იქნა დაყენებული ძირითად შემადგენლობაში, ასევე არ იქნა შეყვანილი შეცვლაზე)ასეთ შემთხვევაში კოეფიციენტი 1–ის ტოლად ჩაითვლება.

16.დუბლი– ერთი მოთამაშის მიერ ზუსტად 2 გატანილი გოლი

17. ჰეთ თრიკი– ერთი მოთამაშის მიერ ზუსტად 3 გატანილი გოლი.(ჰეთ თრიკის შემთხვევაში იგივე მოთამაშის დუბლი წაგებულად ითვლება .ასევე პოკერის შემთხვევაშიც)

18.დუბლში, ჰეთ თრიკში, პოკერში და შეცვლაზე შემოსული მოთამაშის გოლის გატანის შემთხვევაში ავტოგოლი არ მიიღება მხედველობაში.

19. ავტოგოლად ითვლება მოთამაშის მიერ საკუთარ კარში გატანილი გოლი და ანგარიშში ეთვლება მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარეს.

20. კარში დარტყმა, ბურთის ფლობის %, ჯარიმების რაოდენობა განისაზღვრება მხოლოდ ტოტალიზატორის მიერ მითითებული ინტერნეტ საიტების სტატისტიკური მონაცემებიდან.

21. თამაშგარე მდგომარეობის რაოდენობა: ფსონის დამდებმა პირმა უნდა გამოიცნოს რამდენი თამაშგარე მდგომარეობა იქნება მატჩის ძირითად დროს.

22.რომელ მონაკვეთში გავა პირველი გოლი: ფსონის დამდებმა პირმა უნდა გამოიცნოს დროის რომელ მონაკვეთში გავა პირველი გოლი, დროის მონაკვეთს ადგენს ორგანიზაცია და მიუთითებს პროგრამაში შესაბამის გრაფაში.

V გრძელვადიანი პროგნოზი

1. ტურნირის გამარჯვებული

2. შემდეგ ეტაპზე გასვლა

3. ჯგუფიდან გასვლა

4. ჯგუფში პირველი ადგილი

5. ნახევარ ფინალში გასვლა

6. მეოთხედ ფინალში გასვლა

7. ფინალში გასვლა

8. ვინ გახდება ბომბარდირი

9. ვინ აიღებს თასს

10. ჯგუფში გატანილი გოლების რაოდენობა.

VI ფსონის მიღება მატჩის მიმდინარეობისას ( სუპერლაივი )

1. “სუპერლაივი”- ფსონების მიღება მატჩის მსვლელობისას. ძირითად შედეგზე, გატანილი გოლების რაოდენობაზე, მატჩის ტოტალზე (რომელიც შეიძლება შეიცვალოს მატჩის მიმდინარეობისას), შემდეგ გოლზე აგრეთვე სხვადასხვა პოზიციებზე.

„სუპერლაივის“ მატჩების შეწყვეტის შემთხვევაში: თუ მატჩი შეწყდა და მომდევნო დღის განმავლობაში განახლდა, შეწყვეტის მომენტიდან, ყველა ფსონი ძალაშია. ხოლო თუ მატჩი მომდევნო დღეს თავიდან დაიწყო, უქმდება ფსონები, რომლებიც პირველი მატჩის მიმდინარეობისას იქნა დადებული და რომლის შედეგი არ იყო გარკვეული პირველი მატჩის შეწყვეტის მომენტში. ის პოზიცების რომლებიც გარკვეული იყო ფიქსირდება.

VII. ანგარიში და ბალანსის მართვის წესები:

1.ტოტალიზატორ „კრისტალბეთი“–ს საიტზე პირადი ანგარიშის შევსება და ანგარიშიდან თანხის გატანა შესაძლებელია როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით, პარტნიორი ბანკებისა და სხვა ელექტრონული საშუალებების მეშვეობით. ნაღდი ანგარიშსწორების დროს მოთამაშე ცხადდება ტოტალიზატორში შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი ვაჟა ფშაველას გამზირი 42. ან ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქუჩა #2, ინტერნეტ განყოფილებაში ყოველდღე 11:00 საათიდან 24 საათამდე, სადაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, მომხმარებლის პირადი დეპოზიტიდან მოიხსნება თანხა და გადაეცემა მომხმარებელს. უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში, მოთამაშე ირჩევს მისთვის სასურველ პარტნიორ ბანკს და საკუთარი სადეპოზიტო ანგარიშიდან ახდენს თანხის გადარიცხვას პირად საბანკო ანგარიშზე.

2. მოგებული თანხა მომენტალურად აისახება მომხმარებლის ანგარიშზე, შესაბამისად წაგებული თანხა კი ჩამოიჭრება მისი ანგარიშიდან. თუ თქვენს ბალანზე არსებული თანხა მინიმალურ ფსონზე ნაკლებია, თქვენს მიერ არჩეული ბილეთი არ იქნება დაფიქსირებული, რადგანაც “კრისტალბეთი” არ ითვალისწინებს კრედიტში თამაშს.

3.ნებისმიერი საბანკო ოპერაციის შესრულებისას კლიენტი ვალდებულია „კრისტალბეთ“–ს წარმოუდგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი პირადად.

4. მოთამაშეს არა აქვს უფლება ნება დართოს მესამე პირს გამოიყენოს მისი ანგარიში.

მოთამაშე პირადად არის პასუხისმგებელი საკუთარ “პაროლზე”, ანგარიშზე და თამაშის ისტორიაზე. მისი დაკარგვის ან/და სხვა პირზე გაცემის შემთხვევაში პასუხისმგებლობა მხოლოდ მოთამაშეს ეკისრება.

5.“კრისტალბეთი” –ს ვებ-გვერდზე არსებული ანგარიშის არამიზნობრივი და არაკეთილსინდისიერი გამოყენების შემთხვევაში (თანხის შემოტანისა და ფსონის დადების გარეშე მისი გატანის შემთხვევაში), “კრისტალბეთი” იტოვებს უფლებას, მომხმარებელს დეპოზიტზე არსებული თანხის გატანის მომენტში, საკომისიოს სახით გატანილი თანხიდან ჩამოაჭრას 5% (ხუთი).

VI II . განსაკუთრებული პირობები .

1. კოეფიციენტთა სიის გამოქვეყნების მომენტიდან ტოტალიზატორ “კრისტალბეთს” უფლება აქვს, საკუთარი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს შეცვალოს, შეამციროს, გაზარდოს ან/და საერთოდ გააუქმოს ნებისმიერი კოეფიციენტი.

2. ნებისმიერი ტექნიკური თუ მექანიკური ხარვეზი განიხილება როგორც შტატგარეშე გარემოება და ამ შემთხვევაში ტოტალიზატორი “კრისტალბეთი” იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას. ასეთი გარემოების შემთხვევაში “კრისტალბეთი” იტოვებს უფლებას ფსონი გაუქმებულად ჩათვალოს.

3. იმ შემთხვევაში თუ მოთამაშეს თანხა არასწორად დაერიცხა (მაგ. შედეგი შეცდომით იქნა შეყვანილი) ტოტალიზატორი “კრისტალბეთი” იტოვებს უფლებას, მოახდინოს მოგებული თანხის ხელახალი გადაანგარიშება. იმ შემთხვევაში თუ გადაანგარიშების შემდეგ მოთამაშეს ექნება უარყოფითი ბალანსი მოთამაშე ვერ დადებს ბილეთს ბალანსის შევსებამდე.

4. ყველა პრეტენზია და სადაო საკითხი განიხილება ელექტრონული ბილეთის დადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეტენზიები არ მიიღება.

5. ნებისმიერი ფსონის შესახებ ინფორმაცია ინახება ტოტალიზატორ “კრისტალბეთი”ს მონაცემთა ბაზაში და სადაო საკითხის განხილვის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ელექტრონულ არქივში შენახულ და დაცულ ჩანაწერს.

6. წინამდებარე წესდებით გაუთვალისწინებელი დავის წარმოქმნის შემთხვევაში, დავა გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

7. “კრისტალბეთი” იტოვებს უფლებას, ”ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, შეიტანოს ცვლილებები ან/და დამატებები წინამდებარე წესდებაში, რომელიც წერილობითი ფორმით შეთანხმებული იქნება შემოსავლების სამსახურთან. ცვლილებები გამოქვეყნდება საიტის ვებ გვერდზე.

8. მხარეები არ აგებენ პასუხს წინამდებარე ვალდებულებების შეუსრულებლობაზე იმ შემთხვევაში, თუ ეს გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (ფორს-მაჟორის) გარემოებებით, და რომლებიც არ არის დამოკიდებული მხარეებზე. კერძოდ, სტიქიური უბედურებები, ავარიები, ხანძრები, მასობრივი არეულობები, სამხედრო მოქმედებები, კარანტინის გამოცხადება ან სხვა სახის უბედურებები, რომლებიც ხდება იმ რაიონებში, რომლებიც ოფიციალურად ითვლებიან ზემოხსენებული მოვლენების გავლენის ქვეშ.

I X . თამაშის წესები სპორტის სახეობის მიხედვით

ჩოგბურთი

1. ჩოგბურთის შემთხვევაში ფსონი მიიღება შემდეგ პოზიციებზე: გუნდის ან მოთამაშის მოგება,წაგება,ფორა, და მეტ ნაკლებობაზე.ფორის და მეტ ნაკლებობის შედეგი განისაზღვრება გეიმების რაოდენობის მიხედვით.

2. თუ ერთ ერთი მონაწილე ნებისმიერი მიზეზის გამო უარს აცხადებს თამაშის გაგრძელებაძე (ან მიიღო დისკვალიფიკაცია) ყველა დარჩენილი გეიმი და სეტი ჩაეთვლება წაგებულად. შედეგი დაფიქსირდება დამრგვალების პრინციპით გამარჯვებულის სასარგებლოდ მაგ.(5:2 შემთხვევაში 6:2 ,6:0, 6:0 იმ შემთხვევაში თუ თამაში მიდის 6:6 დამრგვალდება 7:6,6:0, 6:0 და ა.შ.) და შედეგი ყველა პოზიციაზე განისაზღვრება მიღებული ანგარიშის მიხედვით.

3. იმ შემთხვევაში თუ დისკვალიფიკაცია მოხდა მატჩის დაწყებამდე ან ერთ ერთი მონაწილე არ გამოვიდა კორტზე, მაშინ ამ ასპარეზობის ყველა პოზიციაზე კოეფიციენტი ჩაითვლება 1.0 –ის ტოლად, და ამ თამაშზე დადებული თანხა უბრუნდება მოთამაშეს.

4. თუ შეხვედრა დროებით შეწყდა, და არ დამთავრდა იმავე დღეს და გადაიდო ნებისმიერი მიზეზის გამო დადებული ფსონი ძალაშია ამ ტურნირის დამთავრებამდე, ვიდრე თამაში არ დასრულდება ან ერთ ერთი მოთამაშე რაიმე მიზეზით (დანებდა დისკვალიფიკაცია ან სხვა) არ გამოეთიშება ტურნირს. ინფორმაცია კორტის საფარის შესახებ ატარებს საინფორმაციო ხასიათს . კორტის შეცვლის შემთხვევაში ფსონები რჩება ძალაში.

5. იმ შემთხვევაში თუ ზღვრად დასახელებული ქულების რაოდენობა გამოსახულია მთელი რიცხვით (მაგ:19.0 , 20.0 , 21.0 და ა.შ.) მაშინ მოქმედებს ზეროს პრინციპი კოეფიციენტი 1.0 –ის ტოლი ხდება და თანხა უბრუნდება მოთამაშეს.

კალათბურთი

1. თუ პროგრამაში გამოცხადებულია თამაშის სამი პოზიცია(პირველი გუნდის მოგება, ფრე, მეორე გუნდის ) ფსონები მიიღება ძირითადი დროის შედეგზე, თუ პროგრამაში გამოცხადებულია თამაშის ორი პოზიცია(პირველი გუნდის მოგება,მეორე გუნდის მოგება) მაშინ ფსონების დაანგარიშება მოხდება დამატებითი დროის გათვალისწინებით.

2. ფსონები მიიღება ასევე ძირითადი თამაშის ფორებზე და თამაშის ტოტალზე. შესაბამისად თუ გამოცხადებულია თამაშის სამი პოზიცია(პირველი გუნდის მოგება, ფრე, მეორე გუნდის ) ფსონები დაანგარიშება მოხდება ძირითადი დროის შედეგის გათვალისწინებით და შესაბამისად თუ გამოცხადებულია თამაშის ორი პოზიცია(პირველი გუნდის მოგება,მეორე გუნდის მოგება) მაშინ ფსონების დაანგარიშება მოხდება დამატებითი დროის გათვალისწინებით.

3.ფსონები მიიღება თამაშის პირველი ნახევრის შედეგზე,ფორაზე და ტოტალზე.

4. ფსონები მიიღება აგრეთვე თამაშის პირველ მეოთხედის შედეგზე, ფორაზე, ტოტალზე

5. ერთი გუნდის მიერ აღებულ ქულათა რაოდენობაზე.

ჰოკეი

1. თუ პროგრამაში გამოცხადებულია თამაშის სამი პოზიცია(პირველი გუნდის მოგება, ფრე, მეორე გუნდის მოგება ) ფსონები მიიღება ძირითადი დროის შედეგზე, თუ პროგრამაში გამოცხადებულია თამაშის ორი პოზიცია(პირველი გუნდის მოგება,მეორე გუნდის მოგება) მაშინ ფსონების დაანგარიშება მოხდება დამატებითი დროის გათვალისწინებით.

2. ფსონები მიიღება ასევე ძირითადი თამაშის ფორებზე და თამაშის ტოტალზე. შესაბამისად თუ გამოცხადებულია თამაშის სამი პოზიცია(პირველი გუნდის მოგება, ფრე, მეორე გუნდის მოგება) ფსონების დაანგარიშება მოხდება ძირითადი დროის შედის გათვალისწინებით და შესაბამისად თუ გამოცხადებულია თამაშის ორი პოზიცია(პირველი გუნდის მოგება,მეორე გუნდის მოგება) მაშინ ფსონების დაანგარიშება მოხდება დამატებითი დროის გათვალისწინებით.

3.ფსონები მიიღება თამაშის პირველი პერიოდის შედეგზე,ფორაზე და ტოტალზე.

4. რომელ პერიოდში გავა მეტი შაიბა

5. ერთი გუნდის მიერ გატანილი შაიბის რაოდენობაზე.

რაგბი

თამაშის მოკლე აღწერა

სპორტული გუნდური თამაშის სახეობა ოვალური ბურთით, რომელსაც ორივე გუნდის თითოეული მოთამაშე ერთმანეთისათვის ხელით და ფეხით ბურთის გადაცემით ცდილობს დაამიწოს იგი მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედანში, მოწინააღმდეგის კარს მიღმა ან გაიტანოს H–ის ფორმის კარში.

თამაშის მიზანია ორმა 15 კაციანმა გუნდმა, წესების დაცვით მოაგროვოს შეძლებისდაგვარად მეტი ქულა. გუნდი რომელმაც მეტოქეზე მეტი ქულა მოაგროვა, ითვლება გამარჯვებულად.

ქულების დაგროვება ხდება ლელოს გატანით ან დარტყმის შესრულებით. ლელოს გატანა არის მოთამაშის შესვლა მოწინააღმდეგე გუნდის ჩათვლის მოედანზე და ბურთის მიწაზე დადება. ლელოს გამტანი გუნდი იღებს 5 ქულას.

არეკნი– თამაშის დროს ბურთის დარტყმა. ფასდება 3 ქულით.

ჯარიმა– ფასდება 3 ქულით

გარდასახვა–ინიშნება ლელოს გატანის შემდეგ და ირტყმება ლელოს გატანის ხაზის გასწვრივ. ფასდება 2 ქულით.

მატჩი იყოფა ორ ტაიმად , თითო ტაიმის ხანგრძლიობა 40 წუთია.

1. ფსონები მიიღება როგორც პირველი გუნდის მოგებაზე ასევე ფრეზე და მეორე გუნდის მოგებაზე

2. ფსონები მიიღება ფორაზე და გატანილი ბურთების ტოტალზე.

ფრენბურთი

თამაშის მოკლე აღწერა

მეტად პოპულარული სპორტის გუნდური სახეობა, რომელშიც ორი გუნდი (თითოეულში ექვსი მოთამაშით) ცდილობს ქულები მოაგროვოს მოწინააღმდეგის მოედანში ბურთის ჩაგდებით.

მატჩი ფრენბურთში სამი პარტიის მოგებამდე გრძელდება . თითოეული პარტია კი 25 ქულამდე(მეხუთე პარტია 15 ქულამდე). ამასთან აუცილებელია მინიმუმ ორ ქულიანი სხვაობა(ანუ 25–24 ზე თამაში არ მთავრდება და გრძელდება ორ ქულიანი უპირატესობის მოპოვებამდე)

1.ფსონები მიიღება მოგებაზე მატჩში ან სეტში

2. ფორაზე და ტოტალზე

3.ფორები და ტოტალი აღინიშნება თამაშის ქულების მიხედვით.

ხელბურთი

თამაშის მოკლე აღწერა

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელებული გუნდური სპორტული თამაში, სადაც შვიდი წევრისაგან შემდგარი ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს. მოთამაშეები თამაშობენ მხოლოდ ხელით და ცდილობენ მოწინააღმდეგის კარში გაიტანონ მეტი ბურთი.

ხელბურთს თამაშობენ მოფიცრულ იატაკიან დარბაზში. მოედნის ზომებია 20:40მ. პირით ხაზებს შუა დგას ბადიანი კარები, რომლის სიგანე 3, ხოლო სიმაღლე 2 მეტრია. თამაში შედგება ორი 30 წუთიანი(წმინდა დრო) ტაიმისაგან, ათწუთიანი შესვენებით. გუნდში 12 მოთამაშეა(7 მოედანზე და 5 სათადარიგო)

1. ფსონები მიიღება როგორც პირველი გუნდის მოგებაზე ასევე ფრეზე და მეორე გუნდის მოგებაზე

2. ფსონები მიიღება ფორაზე და გატანილი ბურთების ტოტალზე.

წყალბურთი

თამაშის მოკლე აღწერა

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელებული გუნდური სპორტული თამაში, სადაც შვიდი წევრისაგან(ერთი მეკარე) შემდგარი ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს. გუნდის მიზანია მიზანია საკუთარი კარის დაცვა და მეტოქე გუნდის კარში ბურთის გატანა.

წყალბურთს თამაშობენ 50 მეტრიან აუზში. სათამაშო მოედნის ზომებია 20:30, წყლის სიღრმე არა ნაკლებ 2 მეტრი. კარის ზომაა 3:0,9. თამაშობენ ოთხ რვა წუთიან პერიოდს(სუფთა დრო). შესვენება 2 წუთი(მეორე შესვენება 5 წუთი)

1. ფსონები მიიღება პირველი გუნდის მოგებაზე, ფრეზე, მეორე გუნდის მოგებაზე.

2.ფსონები მიიღება ფორაზე და ბურთების ტოტალზე.

ბეისბოლი

თამაშის მოკლე აღწერა

თამაშში მონაწილეობს ორი გუნდი, რომლებიც რიგ რიგობით თამაშობენ თავდასხმას და დაცვას.

თამაშის მიზანია მოწინააღმდეგეზე მეტი ქულის დაგროვება. ქულა ჩაითლება თუ მოთამაშე რომელიც თამაშობს თავდასხმის გუნდში გაირბენს რიგ რიგობით ყველა ბაზას.(ბაზა –კვადრატები 30X30 სმ). მატჩი შედგება პერიოდებისაგან–„ინინგი“ თითოეულში ორივე გუნდი თამაშობს თავდასხმასაც და დაცვასაც. ძირითადად თამაში შედგება 9 ინინგისგან. თამაშის ფრედ დამთავრების შემთხვევაში ინიშნება დამატებითი ინინგი. გამონაკლისს წარმოადგენს იაპონიის ბეისბოლი(NPB) სადაც შესაძლებელია თამაში დამთავრდეს ფრედ.

ფსონი

1.ამერიკული ბეისბოლი(MLB) – ფსონები მიიღება დამატებითი ინინგების გათვალისწინებით.

2.იაპონიის ბეისბოლი(NPB)–თამაშის ფრედ დამთავრების შემთხვევაში(ზოგჯერ შესაძლებელია თამაშის ფრედ დასრულების შემთხვევაში დაინიშნოს დამატებითი ინინგი, ამ შემთხვევაში დაფიქსირდება შედეგი დამატებითი ინინგის გათვალისწინებით) მოთამაშეს თანხა უბრუნდება.

3.თუ მატჩში ნათამაშებია 5 ინინგზე ნაკლები ფსონები ექვემდებარება დაბრუნებას.

4. თუ თამაში გადაიდო გამოცხადებულ დროზე 24 საათზე დიდი ხნის ვადით, თამაშზე დადებული ფსონი უქმდება და თანხა მოთამაშეს უბრუნდება.

პლაჟის ფრენბურთი

1.ფსონები სპორტის ამ სახეობაზე მიიღება პირველი ან მეორე მოთამაშის(წყვილის) მოგებაზე.

2.ფორებზე და ტოტალზე

ფორა და ტოტალი სპორტის ამ სახეობაში მიეთითება ქულებით.

ამერიკული ფეხბურთი

თამაშის მოკლე აღწერა

თამაშის მიზანია მაქსიმალური ქულების დაგროვება, ბურთის მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედანზე შეტანით, ან მოედნიდან კარებში გატანით. იგებს ის გუნდი რომელიც დააგროებს მეტ ქულას.

პროფესიულ ფეხბურთში მატჩის ხანგრძლივობა შეადგენს 60 წუთს. სათამაშო დრო დაყოფილია ოთხ მეოთხედად თითოეული 15 წუთი. თამაშის დროს სხვადასხვა მიზეზით საათი ხშირად ჩერდება ამიტომ თამაში შეიძლება გაგრძელდეს 3 საათზე მეტ ხანს. ორივე გუნდს აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს სამი ტაიმ აუტი თამაშის ორივე ნახევარში.

თუ თამაში დამთავრდა ფრედ. ინიშნება დამატებითი დრო. დამატებითი დრო გრძელდება 15 წუთი, თამაში მთავრდება როდესაც ერთ ერთი გუნდი გაიტანს ოქროს გოლს. თუ დამატებითი 15 წუთში ვერცერთმა გუნდმა ვერ გაიტანა გოლი ფიქსირდება ფრე.

ფსონი

1. ამერიკულ ფეხბურთზე ფსონები მიიღება რომელიმე გუნდის მოგებაზე .მატჩის შედეგი ფიქსირდება დამატებითი დროის გათვალისწინებით. თუ დამატებითი დროის შემდეგ თამაში დამთავრდა ფრედ კოეფიციენტი გახდება ერთის ტოლი და მოთამაშეს თანხა დაუბრუნდება.

2. ფსონები მიიღება აგრეთვე ფორაზე და ტოტალზე.

ავსტრალიური ფეხბურთი

თამაშის მოკლე აღწერა

თამაშში მონაწილე თითოეული გუნდის მიზანია მოწინააღმდეგე გუნდის კარის აღება, და ამით რაც შეიძლება მეტი ქულის დაგროვება. თითოეულ გუნდს გააჩნია ორი კარი რომლებიც განთავსებულია ერთმანეთში, დიდ კარში გატანილი გოლისთვის გუნდს ენიჭება ერთი ქულა, ფეხით გატანილ გოლზე პატარა კარებში 6 ქულა. კარის სიმაღლე არაა განსაზღვრული. ბურთით ხელში შეიძლება გაკეთდეს 10 ნაბიჯი, შემდეგ ბურთი უნდა გადაეცეს სხვას , ან გაგრძელდეს მოძრაუბა ბურთთან ერთად ბურთის მიწასთან შეხების შემდეგ. თითოეულ გუნდში 18 მოთამაშეა. მინდორი ოვალურია სიგრძე 185მ სიგანე 155მ . მატჩის შედგება ოთხი პერიოდისაგან თითოეული ხანგრძლივობა არის 20 წუთი. (სულ 80 წუთი)

ფსონი

1.შედეგი განისაზღვრება ძირითადი დროის გათვალისწინებით.

2. ფსონები მიიღება როგორც ფორებზე ასევე თამაშის ტოტალზე.

3. ფსონები მიიღება აგრეთვე მატჩის პირველ ნახევარზე. ასეთ შემთხვევაში დადებული ფსონის დაანგარიშება ხდება ძირითადი დროის პირველი ნახევრის შედეგით.

ბილიარდი

1. ფსონები მიიღება ტურნირში გამარჯვებაზე. თუ მოთამაშე გამოეთიშა ტურნირს ამ შემთხვევაში მასზე დადებული ფსონი წაგებულად ითვლება.

2. ფსონი მიიღება მოთამაშის გამარჯვებაზე. მოთამაშე გამარჯვებულად ითვლება თუ ის გადავა ტურნირის შემდეგ ეტაპზე. თუ მოთამაშემ არ დაიწყო თამაში ყველა ფსონი გაუქმებულად ითვლება და თანხა უბრუნდება მოთამაშეს.

მაგიდის ჩოგბურთი

თამაშის მოკლე აღწერა

ასევე ცნობილია როგორც პინგ–პონგი,ერთ ერთი პოპულარული თამაშის სახეობა მსოფლიოში. მისი არსია მსუბუქი,ღრუიანი ბურთის მოწინააღმდეგესთვის ისეთი კუთხით ჩაწოდება, რომ მან მისი უკუდარტყმა ვეღარ მოახერხოს.

1.ფსონები სპორტის ამ სახეობაზე მიიღება პირველი ან მეორე მოთამაშის მოგებაზე.

2.ფორებზე და ტოტალზე

ფორა და ტოტალი სპორტის ამ სახეობაში მიეთითება ქულებით.

ფორმულა 1

– ფსონები მიიღება როგორც უშვალოდ რბოლაზე ასევე კვალიფიკაციაზე

– რბოლის ან კვალიფიკაციის გამარჯვებული

–რბოლაში ან კვალიფიკაციაში პირველი სამეული

–რბოლაში ან კვალიფიკაციაში პირველი ექვსეული

–რამდენი პილოტი დაამთავრებს რბოლას

–სწრაფი წრე.(რომელი პილოტი აჩვენებს ყველაზე მცირე დროს წრეზე)

–ორი პილოტის შედარება (ვინ მიაღწევს უკეთეს შედეგს რბოლაში)

კრივი

1.თუ რომელიმე მოკრივე შეიცვალა კოეფიციენტი ხდება ერთის ტოლი და თანხა მოთამაშეს უბრუნდება.

2.ფსონები მიიღება პირველი მოკრივის მოგებაზე, ფრეზე, მეორე მოკრივის მოგებაზე.

3. თუ ორთაბრძოლა გადაიდო 24 საათზე მეტი ხნით ფსონები უქმდება და თანხა უბრუნდება მოთამაშეს.

4. ფსონები მიიღება აგრეთვე რაუნდების რაოდენობაზე.

დარტსი

ინდივიდუალური შეჯიბრება მოკლე(30,5 სმ) ხელშუბის ტყორცნაში . მოასპარეზენი ხელშუბებს 2,37 მ მანძილიდან ტყორცნიან ვერტიკალურად განლაგებულ მრგვალ სამიზნეში, რომლის ცენტრიც იატაკს 173 სმ.ით არის დაშორებული. სამიზნე 20 ტოლ სექტორადაა დაყოფილი. სექტორები დანომრილია 1 დან 20 მდე. გარდა ამისა, სამიზნეზე დახაზულია სამი, ერთმანეთის მიმართ კონცენტრულად განლაგებული წრე. ხელშუბის მოხვედრება პირველ (ანუ გარე) წრეში იძლევა სექტორის ნომრის ტოლი რაოდენობის ქულებს. შუა (ანუ გასამმაგების) წრეში მოხვედრისას მსროლელი ქულას იღებს შემდეგი ფორმულით: სექტორის ნომერი გამრავლებული სამზე. შიდა (გაორმაგების) წრეში მოხვედრისას სექტორის ნომერი ორზე მრავლდება, ცენტრში მორტმას კი 50 ქულა მოაქვს.

სპორტის ამ სახეობაზე ფსონები მიიღება

1. ტურნირში გამარჯვებულზე

2.ორი მოთამაშის შედეგის შედარებაზე(ვინ უკეთეს შედეგს მიაღწევს)

ველოსპორტი

1. ფსონები მიიღება მრბოლელის ტურნირში გამარჯვებაზე.

2. ფსონები მიიღება თუ ორი მრბოლელიდან რომელი მიაღწევს უკეთეს შედეგს გარკვეულ ეტაპზე. ამ შემთხვევაში ორივე მრბოლელმა უნდა აიღონ სტარტი, თუ ერთი მრბოლელი ვერ დაამთავრებს ეტაპს მეორე ითვლება მოგებულად. თუ ვერცერთი ვერ დაამთავრებს ეტაპს ფსონი გაუქმებულად ითვლება და თანხა მოთამაშეს უბრუნდება.

ბადმინტონი

თამაშის მოკლე აღწერა

ოლიმპიური სპორტის სახეობაა, რომელიც არის ჩოგბურთის მსგავსი თამაში მაღლა გაჭიმული ბადის თავზე ჩოგნით ისვრიან კორპის ან პლასმასის ძაბრისებურ ბურთს(ვოლანს).მას ძირითადად დარბაზში თამაშობენ.

თამაში ხდება ორ მოწინააღმდეგეს შორის, თითოეულ მხარეს წარმოადგენს (ერთეულებში) ან ორი (წყვილებში) მოთამაშე(ები)

მისიხანგრძლივობა 21(მაქსიმუმ 31) ქულამდე, გამონაკლისი20:20 ზე ხდება თამაშის ავტომატური გაგრძელება.

1.ფსონები სპორტის ამ სახეობაზე მიიღება პირველი ან მეორე მოთამაშის(წყვილის) მოგებაზე.

2.ფორებზე და ტოტალზე

ფორა და ტოტალი სპორტის ამ სახეობაში მიეთითება ქულებით.

ჰოკეი ბურთით(ბენდი)

თამაშის მოკლე აღწერა

გუნდური სპორტული თამაში, ტარდება ყინულის მოედანზე ორი გუნდის მონაწილეობით (ათი მოთამაშე თითოეულ გუნდში და თითო მეკარე). თამაში შედგება 2 ტაიმისაგან თითოეული 45 წუთის ხანგრძლივობით.

1. თუ პროგრამაში არ არის სხვა რამ მითითებული ფსონები დაიანგარიშება თამაშის 90 წუთის გათვალისწინებით(3 პერიოდი თითო 30 წუთი ან 2 ნახევარი თითო 45 წუთი). დამატებითი დრო მხედველობაში არ მიიღება.

2.ფსონები მიიღება პირველი გუნდის მოგება , ფრე, მეორე გუნდის მოგება.

3. ფორაზე და გატანილი ბურთების ტოტალზე

ბალახის ჰოკეი, წყალბურთი, ფუტზალი, პლაჟის ფეხბურთი.

1. ფსონები მიიღება პირველი გუნდის მოგებაზე, ფრეზე, მეორე გუნდის მოგებაზე.

2.ფსონები მიიღება ფორაზე და ბურთების ტოტალზე.

X. დავები და საჩივრები

1. ინფორმაცია დადებული ფსონის შესახებ ინახება მოგებული თანხის გაცემამდე. სადავო საკითხების განხილვის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზაციის კომპიუტერულ ქსელში დაფიქსირებულ ჩანაწერს.
2. საჩივარი განსახილველად მიიღება ვარიანტში შეტანილი ღონისძიებებიდან ყველაზე გვიან ჩატარებულის თარიღიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ საჩივრები აღარ მიიღება.
3. იმ შემთხვევებში, რომელთა წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელია და წინამდებარე წესებში აღწერილი არ არის, მოთამაშე ვალდებულია დაეთანხმოს ორგანიზაციის დირექციის გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევაში დავა გადაწყდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ფორსმაჟორული გარემოებების დადგომისას ორგანიზაცია თავისუფლდება ყოველგვარი ვალდებულებებისაგან.

5. მატჩის შედეგის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მატჩის ორგანიზატორი ფედერაციის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

ორგანიზაცია ვალდებულებას იღებს კონფინდეციალურად შეინახოს ყველა ინფორმაცია მოთამაშეებზე და ფსონებზე.

ტოტალიზატორ კრისტალბეთი ვებ - გვერდის მისამართები : www.crystalbet.com ;

წინამდებარე წესდება ძალაშია მისი გამოქვეყნებისთანავე და ის სავალდებულოა ტოტალიზატორ “კრისტალბეთი” -ს ყველა მოთამაშისათვის.

 

სუპერ ლაივის წესები

           

სუპერ ლაივის თამაშები და შედეგები მოგვეწოდება კომპანია  www.betradar.com - დან

 

სუპერ-ლაივი არის ფსონის დადება, მიმდინარე თამაშის დროს. სუპერ-ლაივზე ზოგადად მოქმედებს იგივე წესები რაც ცოცხლის გათამაშებისას. გარდა პოზიციებისა რომელიც ეხება ბარათების რაოდენობას.

 

     1. მოთამაშის მიერ მიღებული ყვითელი ბარათი ითვლება ერთ ბარათად. 

           

     2.მოთამაშეზე მსაჯის მიერ პირდაპირ ნაჩვენები წითელი ბარათი ითვლება ორ (2) ბარათად. 

     3. ერთი მოთამაშის მიერ მიღებულიორი ყვითელი ბარათი რიმელიც გარდაიქმნება წითელ ბარათად

ითვლება სამ ბარათად (ანუ მოთამაშეს თამაშის განმავლობაში შეუძლია მიიღოს მაქსიმუმ სამი ბარათი).

   

     4. იმ შემთხვევაში თუ მოთამაშეს მიღებული აქვს ერთი ყვითელი ბარათი და მსაჯი მას უცჰვენებს

პირდაპირ წითელ ბარათს (მეორე ყვითელი ბარათის გვერდის ავლით) ჩაითვლება ასევე სამ ბარათად (ადრე მიღებულ ყვითელ ბარათს+წითელი ბარათი).

 

     5. ძირითადი დროის ამოწურვის შემდეგ (მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ) მიღებული ბარათი,

ბარათების რაოდენობაში არ ითვლება.

 

     6. ბარათების რაოდენობაში არ ითვლება: მწვრთნელთა კორპუსის, სათადარიგო შემადგენლობაში მყოფი

მოთამაშისა და მოედანზე არ მყოფ გუნდის სხვა წევრებზე ნაცჰვენები ბარათები.

 

სუპერ-ლაივის (მიმდინარე თამაშის) მსვლელობისას ტოტალიზატორი ,,კრისტალბეთი” იტოვებს უფლებას

ფსონი გააუქმოს ან (1.0-ის) ტოლად ჩათვალოს შემდეგი ფორს-მაჟორული სიტუაციების დროს:

 

   ა) ტექნიკური ხარვეზი რომლის დროსაც ვერ ხერხდება გარკვეული პოზიციებზე რეალური კოეფიციენტების მიცემა და აქედან გამომდინარე ამ პოზიციებზე დარჩენილი არის იმ მომენტისთვის შეუსაბამო კოეფიციენტი.

 

   ბ) თუ ფსონი დადებულია უკვე დაფიქსირებული მოვლენის შემდეგ (მაგ: თუ მატჩში გოლი გავიდა 35-ზე და გარკვეული მიზეზების გამო ვერ ხერხდება ამ პოზიციის შეჩერება,  და მოთამაშემ ფსონი დადო ამ პოზიციაზე 35-ე წუთის შემდეგ).  სუპერ-ლაივის მსვლელობისას ეკრანზე მითითებული დრო და სტატისტიკური მაჩვენებლები ატარებს საინფორმაციო ხასიათს და ტოტალიზატორი ,,კრისტალბეთი” არ იღებს პასუხისმგებლობა მის სიზუსტეზე.

 

ჩოგბურთი

   

    ჩოგბურთის მატჩის შეწყვწთის შემთხვევაში, ყველა ფსონი გაბათილდება და კოეფიციენტი (1.0-ის ტოლად ჩაითვლება) გარდა უკვე გათამაშებული პოზიციებისა მაგ: რ.ნადალი-რ.ფედერერი მატჩი შეწყდა 6:7 6:3 2:2 ანგარიშის დროს ნებისმიერი მიზეზით, მაშინ ფსონები რომელიც დადებულია რ.ნადალის ან რ.ფედერერის გამარჯვებაზე და ასევე ფორებზე გაუქმებულად ითვლება.

 

კალათბურთი

 

     კალათბურთის შედეგები და მისი ყველა პოზიცია გამოითვლება ოვერტაიმის გათვალისწინებით.

კალათბურთის მატჩის შეწყვეტის (ჩაშლის) შემთხვევაში ამ თამაშზე დადებული ყველა ფსონი გაბათილდება და კოეფიციენტი (1.0-ის ტოლად ჩაითვლება) გარდა უკვე გათამაშებული პოზიციებისა

 

ჰოკეი

       

 ჰოკეის შედეგები და მისი ყველა პოზიცია გამოითვლება ივერტაიმის გათვალისწინებით ჰოკეის მატჩის შეწყვეტის (ჩაშლის) შემთხვევაში, ამ თამაშზე დადებული ყველა ფსონი გაბათილდება და კოეფიციენტი (1.0-ის ტოლად ჩაითვლება).  გარდა უკვე გათამაშებული პოზიციებისა.

 

 საიტის მომხმარებლები ვალდებულნი არიან დაიცვან თამაშის და www.crystalbet.com ის მოხმარების წესები, ვებ გვერდი გამოიყენონ მხოლოდ თამაშის და
გართობის მიზნით, ასევე კომპანია იტოვებს უფლებას , რომ საიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია შეიძლება შეცვალოს წინასწარი გაფრთხილების გარეშე,
შპს ”სუპერბეთი 2014” ს კუთვნილ ვებ გვერდზე მომხმარებლების ნებისმიერი არა სანქცირებული ქმედების შემთხვევაში კომპანია გამოიყენებს კანონით განსაზღვრულ
უფლებას, რათა აღკვეთოს მსგავსი ქმედებები.
LICENSE#: 19-06-088 19-05-139